ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
(გადამისამართდა გვერდიდან საბჭოთა ბელორუსია)
ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ბელორუსიის სსრ (ბელარ. Белару́ская Саве́цкая Сацыялісты́чная Рэспу́бліка, Беларуская ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი მინსკი.
ბელორუსიის სსრ ბელარ. Беларуская ССР | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ბელორუსიის სსრ-ის ჰიმნი | |||||||||
ბელორუსიის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
დედაქალაქი | სმოლენსკი (1-5 იანვარი, 1919), შემდეგ მინსკი | ||||||||
ენა | ბელარუსული, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 207,6 ათ. კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 10 151 ათ. (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
ბელორუსიის სსრ დაარსდა 1919 წლის 1 იანვარს, სსრკ-ის შემადგენლობაშია მისი დაარსებისთანავე. მდებარეობდა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ, ლატვიის სსრ, ლიტვის სსრ და უკრაინის სსრ, ასევე პოლონეთი. ფართობი 207,6 ათ. კმ². მოსახლეობა 10 150 ათ. კაცი (1989). დედაქალაქი - ქ. მინსკი.
იყოფოდა 6 ოლქად (ბრესტის ოლქი, გომელის ოლქი, გროდნოს ოლქი, ვიტებსკის ოლქი, მინსკის ოლქი და მოგილევის ოლქი) და 117 რაიონად. რესპუბლიკაში იყო 81 ქალაქი და 123 დაბა.