საბინა შპილრეინი

რუსი ფიზიკოსი

საბინა ნიკოლოზის ასული შპილრეინი (რუს. Сабина Николаевна Шпильрейн; ასევე შეივა ნაფტულის ასული; ქორწინებისასშეფტელი, შემდგომ შპილრეინ-შეფტელი; დ. 6 ნოემბერი [ძვ. ს. 25 ოქტომბერი], 1885, დონის როსტოვი, რუსეთის იმპერია — გ. 11 აგვისტო, 1942, დონის როსტოვი, სსრკ) — რუსი ფსიქოანალიტიკოსი, პედაგოგი და კარლ იუნგის მოსწავლე.

საბინა შპილრეინი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი (6 ნოემბერი), 1885
დაბ. ადგილი დონის როსტოვი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 აგვისტო, 1942(1942-08-11) (56 წლის)
გარდ. ადგილი ზმიევსკაია ბალკა[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, ესეისტი და ექიმი
მუშაობის ადგილი Psychiatrische Universitätsklinik Zürich
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი
დედა Eva Spielrein
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

შეივა შპილრეინი დაიბადა ებრაელ ვაჭართა ოჯახში. მამამისი ვარშავიდან გადმოსახლებული ვაჭარი ნაფტული შპილრეინი (1856-1938) იყო, განათლებით — ენტომოლოგი,[2] დედამისი კი სტომატოლოგი ევა მარკის ასული შპილრეინი (1863-1922) იყო. 1890–1894 წლებში, ოჯახი ვარშავაში ცხოვრობდა, იქ საბინა ფრებელის ბავშთა ბაღში დადიოდა. გიმნაზია, 1904 წელს, დონის როსტოვში ოქროს მედალზე დაასრულა.

ცხოვრება ევროპაში

რედაქტირება
 
მემორიალური დაფა სახლზე, რომელშიც საბინა შპილრეინი ცხოვრობდა (ბერლინი)

1904 წლის 17 აგვისტოს, 18 წლის ასაკში, იგი ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა დიაგნოზით „ფსიქოტური ისტერია“, რისი მიზეზიც, მისი 6 წლის დის — ემილის ტიფით გარდაცვლის შედეგად ნერვული აშლილობა გახდა. საბინას მკურნალი ექიმი კარლ იუნგი გახდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ანალიზანტი იყო. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო საბინასა და იუნგს შორის სასიყვარული ურთიერთობები,[3] რომელიც შვიდ წელზე მეტხანს გაგრძელდა. იუნგი დაქორწინებული იყო, ამიტომ ადიულტერული სკანდალის გამო, მას კათედრისა და კლინიკის დატოვება მოუწია.

მკურნალობის დროს, საბინა დაინტერესდა ფსიქოანალიზით. 1905 წლის ივნისს, გამოწერის შემდგომ, იგი სწავლას ციურიხის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე აგრძელებს და 1911 წელს ასრულებს. სადიპლომო ნამუშევარი ეძღვნება შიზოფრენიას, კერძოდ „შიზოფრენიის ერთ-ერთი შემთხვევის ფსიქოლოგიური შემადგენლობა“ („Über den psychologischen Inhalt eines Falles von Schizophrenie“).[4] 1912 წელს, საბინას მთავარ იდეებს იუნგი თავის მომდევნო ნამუშევრებში იყენებს. საბინა შპილრეინი ამტკიცებს, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები თავს არიდებენ სექსუალურ ურთიერთობას, ვინაიდან, წარმოდგენებში მათ საკუთარი პიროვნების დაშლის შიში აქვთ. როდესაც შიზოფრენიით დაავადებული ეხება ვინმეს, მას ეშინია საკუთარი მთლიანობის დაკარგვის, პარტნიორში შეზავების, ამიტომ შიზოფრენიით დაავადებული ქმნის ბოდვას, რომელშიც უკუაგდებს სქესთა განსხვავების ფაქტს და ნამდვილ სქესურ ურთიერთობებს ანაცვლებს მოგონილი ურთიერთობებით. საკუთარი „მე“-ს დაკარგვის თემამ, ფსიქოანალიტიკოსთა სივრცეში დიდი რეზონანსი გამოიწვია და სწორედ ეს თემა გახდა მთავარი საბინა შპილრეინის მომდევნო კვლევებში.

შპილრეინი, 1911 წელს ტოვებს ციურიხს, მაგრამ 1916—1919 წლებში აგრძელებს იუნგთან მიმოწერას. ამ პერიოდში იუნგი თავს ანებებს ფსიქოანალიზს და აფუძნებს საკუთარ კვლევით დისციპლინას, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია ეწოდა. თავდაპირველად, შპილრეინი ვენაში გადადის, სადაც იგი ფროიდის წრეს უახლოვდება. აქ მან გაიცნო რამდენიმე რუსი ფსიქოანალიტიკოსი, მათ შორის პავლე შეფტელი, რომელსაც მომდევნო 1912 წელს ცოლად გაჰყვება, ხოლო ერთ წელში მათ პირველი შვილი ეყოლათ — რენატა.

ცხოვრება სსრკ-ში

რედაქტირება

1923 წელს, ოჯახი საცხოვრებლად საბჭოთა რუსეთში გადადის, სადაც ტროცკის პატრონაჟის ქვეშ ფსიქოანალიზი აქტიურად ვითარდებოდა. მოსკოვში გაიხსნა ბავშვთა სახლი-ლაბორატორია „საერთაშორისო სოლიდარობა“, სადაც უმაღლესი თანამდებობის მოხელეთა შვილები აღიზრდებოდნენ, მათ შორის ვასილი სტალინიც. საბინა, ოჯახთან ერთად ჩერდება მოსკოვში, სადაც ექიმ-პედაგოგად მუშაობს, გამგებლობს ბავშვთა ფსიქოლოგიის სექციას მოსკოვის პირველ სახელმწიფო ინსტიტუტში და ხდება მეცნიერ-თანამშრომელი ფსიქოანალიტიკის სახელმწიფო ინსტიტუტსა და ბავშვთა სახლ-ლაბორატორიაში „საერთაშორისო სოლიდარობა“. ამ ინსტიტუტში იგი ამბულატორიულ მიღებას ასრულებს, კონსულტაციას უწევს, კითხულობს სპეციალურ კურსს „ქვეცნობიერული აზროვნების ფსიქოანალიზის“ შესახებ, მიჰყავს „ბავშთა ფსიქოანალიზის სემინარია“, მონაწილეობას იღებს „თანამშრომელთა სამედიცინო სხდომებში“, რუსული ფსიქოანალიტიკური საზოგადოების მუშაობაში.

ტროცკის ეპოქის დასრულებით, სსრკ-ში ფსიქოანალიზი აკრძალა და შპილრეინი მშობლიურ დონის როსტოვში დაბრუნდა, სადაც მუშაობა განაგრძო, მათ შორის პოლიკლინიკაში ექიმ ფსიქოთერაპევტად, ფსიქოანალიტიკოსად და პედაგოგად. 1926 წელს, საბინამ მომდევნო შვილი — ევა შობა. 1930 წლის 27 ივლისს, მიიღეს ოფიციალური დადგენილება რუსული ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ საბინა შპილრეინი მაინც აგრძელებს ანალიტიკურ მუშაობას და 1931 წელს, ერთ-ერთ წამყვან ფსიქოანალიტიკურ ჟურნალ „იმაგოში“ აქვეყნებს სტატიას ბავშვთა ნახატების შესახებ. ევროპის სამეცნიერო ჟურნალებში ეს მისი უკანასკნელი პუბლიკაცია იყო.

გარდაცვალება

რედაქტირება

1942 წლის ივლისში, დონის როსტოვს იკავებს გერმანული ჯარი. როსტოვის პირველი ოკუპაცია 1941 წელს, ხანგრძლივი არ იყო და თითქმის არ შეეხო მოსახლეობას. მალე ოკუპანტებმა ებრაელთა მასიური გაწყვეტა დაიწყეს. საბინა შპილრეინი და მისი ორი ასული, 1942 წლის აგვისტოში, მასიური წამების დროს მოკლეს.[5][6] 2004 წელს, შპილრეინის წამების ადგილას მემორიალური დაფა დადგეს და მისი ნების შესაბამისად, რომელიც ადრეულ ანდერძში დაწერა, ამავე ადგილას დარგეს მუხები.

შპილრეინის ნამუშევართა მნიშვნელობა

რედაქტირება

ფსიქოანალიზის ისტორიაში, საბინა შპილრეინი ცნობილია საქვეყნოდ ცნობილი ნამუშევრით „დესტრუქცია როგორც ჩამოყალიბების მიზეზი“[7] (მისი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც 1912 წელს ვენის უნივერსიტეტში დაიცვა), რომელიც სიკვდილისადმი ლტოლვის გამოკვლევაში ფუნდამენტად იქცა. ამიტომ, კოლინ კოვინგტონი და ბარბარა უორტონი, საბინა შპილრეინს „ფსიქოანალიზის დავიწყებულ პიონერს“ უწოდებენ. ამ დისერტაციაში იგი პირველად აყენებს კითხვას სიკვდილისადმი ლტოლვის შესახებ და მას მაზოხიზმის პრობლემას უკავშირებს. იგი მაზოხისმის დასაბამად თვლის უშუალოდ პირველად, ადამიანური არსებობის საფუძველშივე არსებულ ლტოლვას, რომელიც წარმოდგენილია, როგორც „მე-გამოცდილება“ საწინააღმდეგოდ „ჩვენ-გემოცდილებისა“, შესაბამისად იგი მიმართულია ადამიანის საკუთარი მე-ს განადგურებისკენ. ამავე დროს, ადამიანის დაშლასა და რეგრესიას „ჩვენ-გამოცდილებასთან“ მიმართებაში, შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური შედეგი, ვინაიდან იგი სოციალური პროგრესის, შემოქმედებითი ძალისა და კულტურული განვითარების წყაროს წარმოადგენს. საბინა თვლის, რომ საკუთარი მე-ს დესრუქცია ახალი სოციალური ფორმების განვითარების მიზეზია. დაშლაში, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიპოვოთ საფუძველი შემოქმედობითობის განსავითარებლად.

საბინას მიერ წამოყენებული კლინიკური პრობლემა ის არის, რომ პრაქტიკაში ჩვენ არ შეგვიძლია გავყოთ სექსუალური ლტოლვა და ლტოლვა სიკვდილისადმი ერთმანეთისგან, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ერთ-ერთ გადამწყვეტ ნამუშევარში „სიამოვნების პრინციპის მეორე მხარეს“ (1920) ზიგმუნდ ფროიდი ამბობს: „ერთ შემადგენლობითა და აზრით მდიდარ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემთვის ბოლომდე გაუგებარ ნამუშევარში საბინა შპილრეინმა წინასწარ გათვალა ამ ნააზრევთა მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი სექსუალური ლტოლვის სადისტურ კომპონენტს აღნიშნავს როგორც „დესრუქციულ“ ლტოლვას“. ფროიდი თვლიდა, რომ სექსუალური ლტოლვა და ლტოლვა სიკვდილისადმი ერთსა და იმავე პრინციპს — სიამოვნების პრინციპს ექვემდებარება, ამიტომ მათი წარმოდგენა არ შეიძლება, როგორ ერთმანეთის საწინააღმდეგო ან საპირისპიროდ მიმართული. ისევე, როგორც სექსუალური ურთიერთობა, დესტრუქციაც ლტოლვის განმუხტვას იწვევს და ამ ფორმით იგი დაკავშირებულია სიამოვნებასთან, განსხვავებით აკვიატებული განმეორების პრინციპისგან, რომელიც სიამოვნების პრინციპის მეორე მხარესაა გადატანილი.

მიუხედავად იმისა, რომ შპილრეინის დისერტაცია აქტუალური იყო და შექმნა ერთგვარი საფუძველი ფროიდისა და მისი მოსწავლეების მომდევნო გამოკვლევებისთვის (რასაც მათი მიმოწერა ადასტურებს), თავად საბინას არ ჰქონია თავისი სკოლა და არც მოსწავლეები ჰყავდა.

საბინა შპილრეინი ცნობილი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს[8] ფსიქოანალიტიკოსი იყო. უნივერსიტეტის არქივებში, ჟენევაში, სადაც იგი მუშაობდა, შენახულია მისი პირადი დოკუმენტები, მათ შორის ჩანაწერები მეცნიერული ნამუშევრების შესახებ და მიმოწერები იუნგთან და ფროიდთან. ეს დოკუმენტები მხოლოდ 1979 წელს იპოვეს.

  1. https://bpsi.org/i-too-was-once-a-human-being-my-name-was-sabina-spielrein/
  2. Richebächer, Sabine (2008). Eine fast grausame Liebe zur Wissenschaft. Munich: BTB.
  3. Owens, Lance, Jung in Love: The Mysterium in Liber Novus, 29.
  4. Sabina Spielrein: Ueber den psychologischen Inhalt eines Falles von Schizophrenie (Dementia Praecox). Inauguraldissertation zur Erlangung der Doktorwürde der hohen medizinischen Fakultät der Universität Zürich. Dissertation an der Medizinischen Hochschule Zürich, 1911.
  5. Covington, C.; Wharton, B., eds. (2003). Sabina Spielrein: Forgotten Pioneer of Psychoanalysis. Hove: Brunner-Routledge.
  6. 1995 testimony by her friend https://namesfs.yadvashem.org/YADVASHEM/23031614_240_5513/178.jpg1995[მკვდარი ბმული] testimony by her friend https://namesfs.yadvashem.org/YADVASHEM/23031614_240_5513/178.jpg
  7. Spielrein, S. (1912). "Die Destruktion als Ursache des Werdens". Jahrbuch für psychoanalytische und psychopathologische Forschungen. 4: 464–503
  8. International Journal of Psycho-Analysis. 74 (2): 255–273.