საბა იშხნელი
საბა იშხნელი — ქართველი საეკლესიო მოღვაწე IX საუკუნეში, იშხნის ეპისკოპოსი (ტაო-კლარჯეთი), გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე, მასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ ოპიზის, შემდეგ — ხანძთა მონასტერში.
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებაგრიგოლ ხანძთელთან ერთად იმოგზაურა კონსტანტინოპოლსა და ბიზანტიის სხვა საეკლესიო ცენტრებში იქაური სამონასტრო წესდებების გასაცნობად და საქართველოში გადმოსანერგად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გადავიდა იშხანში, სადაც 30-იან წლებში ბაგრატ I-ის დახმარებით ხელახლა ააშენა იშხნის გაუქმებული საეპისკოპოსო საყდარი; გახდა მისი პირველი ეპისკოპოსი. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხში იცავდა სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობის (იეროკრატიულ) იდეას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა იშხნელი ეწეოდა ლიტერატურულ-მთარგმნელობით მუშაობასაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
- ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, კრ., საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 544.