იშხნის საეპისკოპოსო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იშხანი.

იშხნის საეპისკოპოსო — ეპარქია ფეოდალურ საქართველოში. ცენტრი იშხანი (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), ოლთისის წყლის (ახლანდელი ოლთუ-ჩაი) მარჯვენა სანაპიროზე. დაარსდა IX საუკუნის შუა წლებში ბაგრატ I კურაპალატის ინიციატივით. პირველი ეპისკოპოსი იყო საბა იშხნელი, გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე. იშხნის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა ძველი ქართული პროვინციები: თორთომი, პარხალი და სხვა. იშხნელს საკმაოდ საპატიო როლი ჰქონდა საქართველოს მეფეთა კურთხევისა და დარბაზობის დროს. იგი საქართველოს საეკლესიო იერარქიაში რიგით მეათე იყო.

საეპისკოპოსოს საზღვრები

რედაქტირება

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, სრულიად თორთომს აკონტროლებდა გურჯი-ბოღაზიდან მოყოლებული. ასევე ქვემო ტაო, არტანუჯს და საკრულავს შორის. ორჯოხის მთასა და სპერი, ტრაპიზონის მთებს შორის სრულიად კაკვკასიძეების მიწა. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში იშხნელი მესამე ადგილზეა დასახელებული.

 
„Ⴂ. იშხნელის სამწყსო გურჯიბოღაზს აქეთა სულა Ⴇორთუმი, ტაოს ქვემოთი, არტანუჯის თავი, საკრულავი ჰქვიან იმას აქეთი; გაღმით ორჯოხის მთის აქეთი, სულა საკავკასი(ძ)ო, ისპირი ტრაპიზონის მთას გადმოღმა.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53