რუხი კოკორინა

ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა

რუხი კოკორინა,[1][2] ნისკარტაპრეხილი მექვიშია[3] (ლათ. Xenus cinereus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 22–27 სმ, ფრთის შლილი 55–59 სმ, მასა 50–120 .[4] აგებულება მოხდენილია.[4] სხეულის ზედა ნაწილი მორუხო-მურაა შავი ზოლებით ზურგის გაყოლებაზე, ქვედა — თეთრი;[4][5] კისერზე წინიდან გრძივი ჭრელი ლაქები აყრია.[4] ფეხები შედარებით მოკლეა, თითების ძირში საცურაო აპკები აქვს, ფერად ყვითელი, ნარინჯისფერი ან მორუხო-მწვანე.[4] ნისკარტი გრძელი, წვრილი, მურა-შავია, შედარებით ღიაა ძირში; შესამჩნევად მოღუნულია ზედა მიმართულებით.[4] დედალ-მამალი ერთმანეთისგან არ განსხვავდება.[4] ახალგაზრდა ფრინველები მეტად მუქები და ზურგზე მოწითურონი არიან.[4] ზამთრის მოკაზმულობაში ზედა ნაწილი რუხია, ქვედა — თეთრი.[4] სახლობს ევროპისა და აზიის ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონაში (დასავლეთი ფინეთიდან ანადირის ზემო წელამდე).[4][5] ზამთრობს აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, იშვიათად ავსტრალიაში.[4][5] ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე ან ნესტიან მდელოებზე.[5] ბუდეს მიწაზე აკეთებს, ბალახში ან ტყეში,[4] ჩვეულებრივ დებს 4 კვერცხს;[4][5] კრუხობს ორივე მშობელი 21–24 დღე-ღამის განმავლობაში.[4][5] ბარტყები უპირატესად მამას დაჰყავს 15–17 დღის განმავლობაში; ისინი თვითონ იკვებებიან.[4] ზრდასრული რუხი კოკორინა იკვებება მცირე უხერხემლოებით (მოლუსკებით, კიბოებით, მათ შორის მცირე კიბორჩხალებით),[4] რომლებიც შლამიდან ამოჰყავს ან მიწაზე აგროვებს.[5]

რუხი კოკორინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Xenus cinereus (Güldenstädt, 1775)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693251

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 54, 126, 192.
  2. კოკორინადიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  3. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 145, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 4.15 რუხი კოკორინა დაარქივებული 2020-09-22 საიტზე Wayback Machine. // დიდი რუსული ენციკლოპედია (რუსული)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 რუხი კოკორინა // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)