ჩიბუხასებრნი[1][2][3] (ლათ. Scolopacidae) — ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. გავრცელებული არიან სანაპიროებზე და ტენიან ბიოტოპებში. თუმცა რამდენიმე სახეობა მშრალ ადგილებშიც გვხვდება. ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია გრძელი ფეხები და ნისკარტი, რისი დახმარებითაც ადვილად მოიპოვებენ საზრდოს შლამში და სანაპირო ღორღში.[4] ჩიბუხასებრთა საკვებში შედის ჭიაყელები, მოლუსკები, კიბოსნაირნი, მცირე თევზები, მწერები და მათი ლარვები,[5] აგრეთვე, ნაწილობრივ, მცენარეული წარმოშობის საკვები.

ჩიბუხასებრნი

ჭყინპო (Lymnocryptes minimus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  ჩიბუხასებრნი
ლათინური სახელი
Scolopacidae (Vigors, 1825)

მრავალი სახეობა ბუდობს ღია ადგილებში, გვხვდებიან ჩრდილოეთ ევროპასა და ციმბირში. ევროპის სხვა ადგილებში მხოლოდ გადაფრენისას შეინიშნებიან, როდესაც დიდ გუნდებად ჩერდებიან წყალსატევებთან. სახეობათა უმრავლესობა კვერცხს მიწაში არსებულ ჩაღრმავებებში დებს, სადაც საკუთარი შეფერილობის წყალობით შესანიშნავად ინიღბებიან. გამოჩეკილი ბარტყები ბუდეს ძალიან სწრაფად ტოვებენ[6] და იწყებენ საკვების თვითონ მოპოვებას, შესაძლოა ერთ-ერთი მშობლის ზედამხედველობის ქვეშ დარჩნენ. მრავალი სახეობა აფრიკაში იზამთრებს, რამდენიმე — სამხრეთ ევროპასა და აზიაში. ზოგჯერ აღსანიშნავია მათი გადაფრენის მიღწევები, მაგალითად ისლანდიური მექვიშიასი (Calidris canutus). ხანდახან გადაფრენას ღამით ასრულებენ, რა დროსაც დამახასიათებელ ხმებს გამოსცემენ.

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 10, 169, 227.
  2. sandpipers — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Scolopacidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  4. Piersma, Theunis (1996). Handbook of the Birds of the World. Volume 3, Hoatzin to Auks. Lynx Edicions, გვ. 444–487. ISBN 84-87334-20-2. 
  5. Estrella, Sora; Masero, José A. (2007). „The use of distal rhynchokinesis by birds feeding in water“. Journal of Experimental Biology. 210 (21): 3757–3762. doi:10.1242/jeb.007690.
  6. Harrison, Colin J.O. (1991). რედ. Forshaw, Joseph: Encyclopaedia of Animals: Birds. London: Merehurst Press, გვ. 103–105. ISBN 1-85391-186-0.