ანადირი (მდინარე)
ანადირი[1] (რუს. Анадырь) — მდინარე რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. სიგრძე 1150 კმ, აუზის ფართობი 191 ათ. კმ². სათავეს იღებს ანადირის ზეგნის ცენტრალურ ნაწილში, მიედინება ანადირის დაბლობზე, რამდენიმეჯერ იცვლის მიმართულებას და გვერდს უვლის ქედებს; ჩაედინება ანადირის ყურის ომენენის ყურეში (ბერინგის ზღვა). ზემო წელზე ხეობა ვიწროა; შუა და ქვემო წელზე კალაპოტი იყოფა, წარმოქმნის ტოტებისა და ფშანების რთულ სისტემას (შესართავში სიგანე 6–7 კმ-ია). ძირითადი შენაკადებია: იაბლონი, ეროპოლი, მაინი (მარჯვენა); ჩინეივეემი, ბელაია, ტანიურერი (მარცხენა). იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო წელზე 1680 მ³/წმ-ია. იყინება ოქტომბერში (ზემო წელზე ხშირად სექტემბერში), ლღვება მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში. აუზში 23,5 ათასზე მეტი ტბაა საერთო ფართობით 3231 კმ²; მოიპოვებენ ნახშირს. მცირე ზომის გემებისთვის სანაოსნოა სოფელ მარკოვოდან (570 კმ), წყალდიდობის დროს – უფრო ზემომდეც. ქვემო წელზე მისდევენ თევზაობას.[2]
ანადირი რუს. Анадырь | |
---|---|
ანადირი და შენაკადი ბელაია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
მარჯვენა შენაკადები | იაბლონი, ეროპოლი, მაინი |
მარცხენა შენაკადები | ჩინეივეემი, ბელაია, ტანიურერი |
სათავე |
ანადირის ზეგანი 67°03′02″ ჩ. გ. 170°50′47″ ა. გ. / 67.05056° ჩ. გ. 170.84639° ა. გ. |
შესართავი |
ანადირის ყურე 64°52′40″ ჩ. გ. 176°14′00″ ა. გ. / 64.87778° ჩ. გ. 176.23333° ა. გ. |
სიგრძე | 1150 კმ |
აუზის ფართობი | 191 ათ. კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1680 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ანადირი ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ Анадырь // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 649.