ანადირის ზეგანი[1] (რუს. Анадырское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, ჩედილო-აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ანადირის ზემო წელზე, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. გადაჭიმულია თითქმის 400 კმ-ზე, სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით; სიგანე 130 კმ (პოლარულ წრესთან).[2] სიმაღლე 800–1100 მ (1185 მ-მდე, მ. შჩუჩია).[3] ბრტყელ- და მრგვალმწვერვალებიანი შუამდინარეთი დასერილია მდინარეთა ღრმა ხეობებით. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ტბა ელგიგიტგინი.[2] შექმნილია ცარცული და პალეოგენური ასაკის ბაზალტებით, ანდეზიტებითა და დაციტებით. სამხრეთ-აღმოსავლეთში გამოყოფენ შჩუჩიისა და ოსინოვსკის ქედებს.[3] ფერდობებზე ბუჩქნარიანი და ხავს-ლიქენიანი ტუნდრაა, მწვერვალებზე — კურუმები.[2] გამოზიდვის კონუსები უკავია მეჩხერ ფოთლოვან ტყეებს, მდინარის ტერასები — ჭაობებს. არის ირმის საძოვრები.[3]

ანადირის ზეგანი
კოორდინატები: 66°18′ ჩ. გ. 171°27′ ა. გ. / 66.300° ჩ. გ. 171.450° ა. გ. / 66.300; 171.450
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
უმაღლესი წერტილი მ. შჩუჩია (1185 მ)
სიმაღლე 800–1100 
სიგრძე 400 კმ
სიგანე 130 კმ
ლანდშაფტი ტუნდრა, კურუმები
ამგებელი ქანები ბაზალტი, ანდეზიტი, დაციტი
ასაკი ცარცული, პალეოგენური
ანადირის ზეგანი — რუსეთი
ანადირის ზეგანი

სქოლიო რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  2. 2.0 2.1 2.2 Анадырское плоскогорье // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 648.
  3. 3.0 3.1 3.2 Анадырское плоскогорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 1 — М., 1969.