ანადირის დაბლობი
ანადირის დაბლობი[1] (რუს. Анадырская низменность) — დაბლობი რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ანადირის ქვემო წელზე. დასავლეთიდან შემოფარგლულია პეკულნეისა და რარიტკინის ქედებით, აღმოსავლეთიდან ეკვრის ბერინგის ზღვის ანადირის ყურე. სიგრძე 270 კმ. სიმაღლე 100 მ-მდე. ბრტყელი ვაკის რელიეფში გამოიყოფა შთენილი და დაბალმთიანი მასივები: უშკანის ჭიუხი, ოქროს ქედი (სიმაღლე 1012 მ-მდე) და სხვ. ყველგან გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობა და მასთან დაკავშირებული რელიეფის ფორმები. ბევრია ტბა (მ.შ. თერმოკარსტულები), ნამდინარევი და ჭაობი.[2] მიედინება მდინარეები ანადირი, კანჩალანი, ველიკაია და სხვ. გავრცელებულია ბუჩქნარიანი, ბალახ-კოლბოხოვანი ტუნდრა მარცვლოვნიანი მდელობებით. აღმოსავლეთ ნაწილში მურყნისა და ტირიფის ბუჩქებია, დასავლეთში — ქონდარა ფიჭვისა. კენჭნარიან ჭალებში გვხვდება ალვიან-ჩოზენიიანი ტყეები.[3]
ანადირის დაბლობი | |
---|---|
რუს. Анадырская низменность | |
კოორდინატები: 64°58′ ჩ. გ. 175°30′ ა. გ. / 64.967° ჩ. გ. 175.500° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
სიმაღლე | 100 მ |
სიგრძე | 270 კმ |
ჰიდროგრაფია | ანადირი, კანჩალანი, ველიკაია |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ Анадырская низменность // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 648.
- ↑ Анадырская низменность // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 1 — М., 1969.