რარიტკინი
რარიტკინი[1] (რუს. Рарыткин) — ქედი რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. მდინარეების ანადირისა და ველიკაიას წყალგამყოფი. სიგრძე დაახლოებით 200 კმ. სიმაღლე 1067 მეტრამდე. აგებულია ანდეზიტებითა და თიხოვანი ფიქლებით. ფერდობების ქვედა ნაწილსა და ხეობებში მურყნისა და ქონდარა ფიჭვის ბუჩქნარებია, მაღლა — ლიქენიანი და ქვიანი ტუნდრები.[2]
რარიტკინი | |
---|---|
რუს. Рарыткин | |
ხედი კრასნოეს ტბიდან | |
კოორდინატები: 64°20′ ჩ. გ. 175°20′ ა. გ. / 64.333° ჩ. გ. 175.333° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
უმაღლესი წერტილი | 1067 მ |
სიგრძე | 200 კმ |
ამგებელი ქანები | ანდეზიტები, თიხოვანი ფიქლები |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 175.
- ↑ Рарыткин // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 21 — М., 1975.