ველიკაია (ჩუკოტკა)
ველიკაია,[1] ბოლშაია,[1] ონემენი[1] (რუს. Великая) — მდინარე რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. წარმოიქმნება მდინარეების კუიმვეემისა და კილვიგეივაამის შეერთებით, რომლებიც სათავეს კორიაკთა მთიანეთში იღებენ. სიგრძე 451 კმ,[2] კილვიგეივაამის სათავიდან — 556 კმ,[3] აუზის ფართობი 31 ათ. კმ². მნიშვნელოვან მანძილზე მიედინება ანადირის დაბლობზე, იყოფა მრავალ ტოტად და ფშანად. ჩაედინება ბერინგის ზღვის ონემენის ყურეში. იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. იყინება ოქტომბრის შუა ხანებში, ლღვება მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში.[2]
ველიკაია რუს. Великая | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
სათავე |
მდ. კუიმვეემისა და კილვიგეივაამის შეერთება 62°57′44″ ჩ. გ. 171°48′21″ ა. გ. / 62.96222° ჩ. გ. 171.80583° ა. გ. |
შესართავი |
ონემენის ყურე 64°32′01″ ჩ. გ. 176°07′25″ ა. გ. / 64.53361° ჩ. გ. 176.12361° ა. გ. |
სიგრძე | 451 კმ |
აუზის ფართობი | 31 ათ. კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ველიკაია ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 65.
- ↑ 2.0 2.1 Великая // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.
- ↑ Река Великая (Большая) ru. Государственный водный реестр. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2022