რუხი იხვი
რუხი იხვი[1] (ლათ. Anas strepera ან Mareca strepera) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის იხვია. სხეულის სიგრძეა 46–56 სმ, ფრთის შლილი 84–95 სმ. მამლის მასა 600–1300 (საშალოდ 900) გ-ს შეადგენს, დედლისა — 500–1000 (საშუალოდ 800) გ-ს. სქესობრივი დიმორფიზმი მცირედაა გამოხატული. მამალი მხოლოდ მოწითალო დეტალებით განსხვავდება დედლისაგან. ზურგი შეფერილია მურა-ნაცრისფრად, მკერდია წინა ნაწილი და გვერდები ჭრელად აქვს მოხატული, კისრის წინა ნაწილს მოწითალო ელფერი აქვს, მუცელი და მკერდის უკანა ნაწილი თეთრია. ფრენისას ადვილად შესამჩნევია წაბლისფერი ლაქა ფრტებზე. ფეხები ყვითელია, ნისკარტი მუქი ნაცრისფერი. ბუდობს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყლებში, აგრეთვე ჩრდილოეთ ატლანტიკის რამდენიმე კუნძულზე: ბრიტანეთის, ისლანდია, ანტიკოსტი, ჰიიუმა, საარემაა. დასავლეთი ევროპა რუხი იხვის საბინადრო ადგილად არც ისე დიდი ხნის წინ გახდა, შოტლანდიაში პირველად შეამჩნიეს 1906 წელს, საფრანგეთში — 1925 წელს, გერმანიაში (ბავარიაში) — 1930 წელს, ირლანდიაში — 1937 წელს, შვეიცარიაში — 1959 წელს. ისლანდიაში შენიშნეს 1862 წელს, ესტონეთში 1920-იან წლებში. აგრეთვე გვხვდება აფრიკაში და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობს სხვადასხვა წყალსატევთან ახლოს. მიგრაციის დროს და ზამთარში უპირატესობას ანიჭებს ყურეებს, ლაგუნებს, ზღვისპირა დაჭაობებულ ტერიტორიებს. უმთავრესად იკვებება ფოთლებითა და წყლის მცენარეულობით, როგორიცაა წყლის ვაზი, ზღვის რუპია, დისტიხლისი, ლისი და სხვ., აგრეთვე ფიტოპლანქტონით. ცხოველური საკვებიდან გამოირჩევა ლაყუჩფეხიანები, მწერები (მაგ., ტენდიპედიასებრნი), აგრეთვე მოლუსკები, კიბოსნაირნი, თავკომბალები და თევზის ლიფსიტები. ბუდობენ კოლონიებად, ზოგჯერ სხვადასხვა ფრინველების გვერდით. დედალი დებს 6–10 (იშვიათად 12) თეთრ კვერცხს, რომელსაც ჟანგისფერი ან მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. ინკუბაცია 27–28 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყებს მწერებით კვებავენ. დედას მათ მიუძღვება წინ ორი თვის ასაკამდე, სანამ არ დაფრთიანდებიან.
რუხი იხვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Anas strepera (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22680149 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Дементьев, Г. П.; Гладков, Н. А. Птицы Советского Союза. — Советская наука, 1953. — Т. 4. — С. 428—437. — 635 с.
- А. И. Иванов, Е. В. Козлова, Л. А. Портенко, А. Я. Тугаринов. Птицы СССР. — М.-Л.: Издательство Академии наук СССР, 1951. — Т. I. — 280 с.
- Коблик Е. А. Разнообразие птиц (по материалам экспозиции Зоологического музея МГУ. — Изд. МГУ, 2001. — Т. Ч. 1 (Класс Птицы, Отряды Страусообразные, Тинамуобразные, Пингвинообразные, Гагарообразные, Поганкообразные, Буревестникообразные, Пеликанообразные, Аистообразные, Фламингообразные, Гусеобразные, Грифы Нового Света, Соколообразные). — 358 с. — ISBN 5-211-04072-4.
- Лысенко, В. И. Том 5 - Птицы. Вып. 3 - Гусеобразные // Фауна Украины. — Киев: Наукова думка, 1991. — ISBN 5-12-001367-8.
- Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири: Справочник-определитель. — Екатеринбург: Изд-во Уральского университета, 2001. — 608 с. — ISBN 5-7525-0825-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.