წყლის ვაზი (ლათ. Potamogeton) — მცენარეთა გვარი წყლისვაზისებრთა ოჯახისა. წყლის მრავალწლოვანი ბალახებია. ფსკერზე მიმაგრებული მოქნილი ღეროები აქვთ. 100-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში დამდგარსა და მდოვარე მტკნარ წყლებში. საქართველოში იზრდება 12 სახეობა. გვხვდება ზღვისპირიდან მოყოლებული 2000 მეტრ სიმაღლეზე. ვიწროფოთოლა სახეობები ქმნის წყალქვეშა შალდამებს. ზოგიერთ სახეობას ხმარობენ რქოსანი საქონლისა და ღორის საკვებად, ზოგსაც — სასუქად.

წყლის ვაზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  წყლისვაზისებრნი
გვარი:  წყლის ვაზი
ლათინური სახელი
Potamogeton

ლიტერატურა

რედაქტირება