ლისი (მცენარე)
ლისი (Eleocharis) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. სახეობათა უმეტესობა მრავალწლიანი, გრძელფესურიანი ბალახია. ფოთოლი რედუცირებული აქვს. მის ფუნქციას ასრულებს მწვანე ცილიმდრული ღეროები.
ლისი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Eleocharis uniglumis | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Eleocharis | ||||||||||||||
|
200-მდე სახეობა უმეტესად გავრცელებულია სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ამერიკაში. საქართველოში 9 სახეობა გვხვდება.
იზრდება ლამიან-ჭარბწყლიან ადგილზე. ზოგი სახეობა იტანს დამლაშებულ სუბსტრატს და ცხელი წყაროებით დაჭაობებულ ადგილსამყოფელს. საქართველოში ლისი გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. უფრო ხშირად გვხვდება Eleocharis eupalustris, რომელიც ქმნის ცენოზებს წყალსატევების ლამიან თხელწყლიან ნაპირებზე. საქონელი ძოვს, მაგრამ არსებითი სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქიმერიძე კ., ქსე, ტ.6 გვ. 252, თბ., 1983