როდონიტი
როდონიტი (<ბერძ. ῥόδον — ვარდი) — სილიკატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . მინარევებია , , , . კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია; ჩვეულებრივ გვხვდება როგორც მარცვლოვანი ან მკვრივი მასა. ვარდისფერია, ელვარება მინისებრი აქვს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 5,5–6; სიმკვრივე 3400–3750 კგ/მ³. წარმოიქმნება ჰიდროთერმული ან კონტაქტ-მეტამორფული გზით. იყენებენ სანახელავო და მოსაპირკეთებელ ქვად. როდონიტის ცნობილი საბადოებია რუსეთში (ურალი), შვედეთში, აშშ-ში, მექსიკაში.
როდონიტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | (Mn2+,Fe2+,Mg,Ca)SiO3 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ვარდისფერი |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5,5–6 |
სიმკვრივე | 3400–3750 კგ/მ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 420.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: როდონიტი
- როდონიტი საიტზე webmineral.com (ინგლისური)