რობერტ ჰუკი

ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი და ტოპოგრაფი

რობერტ ჰუკი (ინგლ. Robert Hooke; დ. 18 ივლისი 1635, კუნძული უაიტი — გ. 3 მარტი 1703, ლონდონი) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, ტოპოგრაფი.

რობერტ ჰუკი
ინგლ. Robert Hooke
დაბ. თარიღი 18 (28) ივლისი, 1635[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ფრეშვოტერი, ინგლისის სამეფო[7]
გარდ. თარიღი 3 (14) მარტი, 1703[8] [1] [2] [3] [9] [4] [10] [11] [12] [13] [14] (67 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისის სამეფო[15]
დასაფლავებულია St Helen's Bishopsgate[16]
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
საქმიანობა არქიტექტორი[17] , ასტრონომი, ფიზიკოსი, დღიურის ავტორი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, გამომგონებელი, ბიოლოგი და ბუნებისმეტყველი
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო საზოგადოება[18] [19] , გრეშემის კოლეჯი, City of London Corporation[20] და რობერტ ბოილი[1]
ალმა-მატერი კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი[1] , უესტმინსტერის სკოლა[1] და ოქსფორდის უნივერსიტეტი[21]
განთქმული მოსწავლეები ედმუნდ ჰალეი[21]
მამა John Hooke
დედა Cecily Gyle[22]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[1]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

რობერტ ჰუკი დაიბადა 1635 წლის 18 ივლისს დაბა ფერშუოტერში, ინგლისის კუნძულ უაიტზე, ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის ოჯახში. მამას უნდოდა რომ მისი შვილი გაჰყოლოდა მის კვალს, მაგრამ თავის გეგმებზე უარის თქმა მოუწია, რადგან ბიჭს იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ დაწყებით სკოლაშიც კი ვერ იარა.

მამის სიკვდილის შემდეგ ჰუკი შედის რ. ბაშბის სკოლაში, 1653 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება.მალე იგი ასისტენტად აჰყავს ქიმიკოს ჯონ უილკინზს, რომელიც შემდეგ რეკომენდაციას უწევს რობერტ ბოილთან. პირველი სამუშაო რომელიც ჰუკს ბოილმა დაავალა იყო ო. ჰორიკეს მიერ გამოგონებული ტუმბოს გაუმჯობესება. ახალგაზრდა კაცმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ სამუშაოს: ამ ტუმბოს გამოყენებით აღმოაჩინა რობერტ ბოილმა ბოილ-მარიოტის კანონის სახელით ცნობილი კანონი.

უილკინზმა და ბოილმა დააკავშირეს ჰუკი ბუნებისმცოდნეობის წრესთან, რომლის წევრებმაც 1660 წელს დააარსეს ლონდონის სამეფო საზოგადოება (ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). მათ შორის იყო ჰუკიც. 1662 წელს ჰუკმა მიიღო ამ საზოგადოების დემონსტრატორის თანამდებობა.

1665 წლიდან ჰუკი გრეშემ-კოლეჯის პროფესორია და ლექციებს კითხულობს იქ. 1666 წლიდან კუტლერის წინადადებით ლექციებს კითხულობს ლონდონის სამეფო საზოგადოებაშიც.

ამავე წელს, ლონდონის ხანძრის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა აღსადგენ სამუშაოებს, შეადგინა ქალაქის აღდგენის პროექტიც, მაგრამ უდიდეს დროს უთმობდა სამეცნიერო მუშაობასაც: მისი პირველი დამოუკიდებელი გამოკვლევა შეეხებოდა კაპილარულ მოვლენებს, რის შედეგადაც ახსნა ხის ტანში წვენის მოძრაობა.

ნაშრომები და გამოგონებები

რედაქტირება
 
ჰუკის მიკროსკოპი

1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის „მიკროგრაფია“, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ცდებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.

ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.

ასევე დიდი წვლილი შეიტანა მან გრავიტაციის თეორიასა და ასტრონომიაში. 1674 წელს გამოსულ მის ნაშრომში „დედამიწის მოძრაობის დამტკიცების ცდა ცდათ“, მითითებულია გრავიტაციის უნივერსალური ძალის არსებობა, მან პირველად გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ამ ძალასა და მანძილს შორის უკუ კვადრატული დამოკიდებულება უნდა იყოს. ჰუკის მოსაზრებები გამოიყენა შემდეგ ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომებში მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. მნიშვნელოვანი შრომები აქვს ჰუკს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. პირველად მან შემოიტანა ტერმინი „უჯრედი“.

რობერტ ჰუკი გარდაიცვალა 1703 წლის 3 მარტს. მის გასვენებას ესწრებოდა ყველა მეცნიერი ვინც იმხანად ლონდონში იმყოფებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 Robert Hooke
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 StructuraeRatingen: 1998.
  5. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  6. Encyclopædia Britannica
  7. http://www.isle-of-wight-memorials.org.uk/others/freshwaterhooke.htm
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #118774883 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. Find a Grave — 1996.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. Downes K. Hooke, Robert // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T038871
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  15. Гук Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. https://www.waymarking.com/waymarks/WMK6VR_Robert_Hooke_Undershaft_London_UK
  17. Union List of Artist Names — 2010.
  18. https://royalsociety.org/~/media/library/The%20library%20and%20archives%20of%20the%20royal%20society%201660-1990%20Marie%20Boas%20Hall.pdf
  19. https://www.biography.com/scholar/robert-hooke
  20. https://www.cityoflondon.gov.uk/things-to-do/history-and-heritage/london-metropolitan-archives/collections/robert-hooke
  21. 21.0 21.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  22. Pas L. v. Genealogics — 2003.