ედმუნდ ჰალეი
ედმუნდ ჰალეი, ჰელი (დ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი ], 1656, ჰეიგერზტაუნი, ლონდონის ახლოს — გ. 25 იანვარი [ ძვ. სტ. 14 იანვარი ], 1742, გრინვიჩი) — ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1678-იდან).
ედმუნდ ჰალეი | |
---|---|
ინგლ. Edmond Halley | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 29 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1656[1] |
დაბ. ადგილი | ჰაგერსტონი |
გარდ. თარიღი | 14 (25) იანვარი, 1742[2] [3] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | გრინვიჩი |
დასაფლავებულია | St Margaret's, Lee |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | გეოფიზიკა, მეტეოროლოგია, დემოგრაფია, მათემატიკოსი, მეტეოროლოგი, ფიზიკოსი, ასტრონომია და ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია |
ალმა-მატერი | სენტ-პოლის სკოლა, დედოფლის კოლეჯი და ოქსფორდის უნივერსიტეტი[4] |
განთქმული მოსწავლეები | James Pound[4] |
მეუღლე | მერი ტუკი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1703 წლიდან იყო მათემათიკის პროფესორი იქვე, 1720-იდან - გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორი. შეადგინა სამხრეთის ცის ვარსკვლავთა (341) პირველი ტელესკოპური კატალოგი (1676–1678), დაამტკიცა კომეტის პერიოდულობა (1682); აღმოაჩინა ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობა (1718), მთვარის მოძრაობის საშუალო აჩქარება და უთანასწორობები იუპიტერისა და სატურნის მოძრაობაში. დააკვირდა მზის დისკოზე ვენერას გავლას. აღმოაჩინა მზის პარალაქსი|პარალაქსის განსაზღვრის მეთოდი (1679), მერკურის მოძრაობაზე დაკვირვებით (1677) კი თვითონ განსაზღვრა მანძილი მზემდე და მერკურამდე. 1698–1700 ექსპედიციის შედეგად შეადგინა პირველი გეომაგნიტური რუკა (1701). პირველმა გამოსცა საკუთარი სახსრებით ი. ნიუტონის "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები". არაბულიდან თარგმნა და 1710 გამოსცა აპოლონიოს პერგელის მათემატიკური შრომები.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 594.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Bell A. Encyclopædia Britannica — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
- ↑ 4.0 4.1 Mathematics Genealogy Project — 1997.