ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რობერტ მარუნ ჰათემი (არაბ. روبرت مارون حاتم, ; 1956 ბეირუთი) — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი მებრძოლი, ქათაიბის პარტიის აქტივისტი, ფალანგისტური მილიციის გამოჩენილი მეთაური. ლიბანის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. ელი ჰობეიკას უსაფრთხოების უფროსი. ბრალად ედება არაერთი სამხედრო და სისხლის სამართლის დანაშაული. ჰობეიკასთან დაშორების შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც გამოაქვეყნა მამხილებელი წიგნი.[1] [2]

რობერტ ჰათემი
არაბ. روبرت مارون حاتم
დაბადების სახელი რობერტ მარუნ ჰათემი
დაბადების თარიღი 1956
ბეირუთი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
საქმიანობა ქათაიბის პარტიის აქტივისტი, ფალანგისტური მილიციის ბოევიკი, ლიბანის სამოქალაქო ომის მონაწილე, ელი ჰობეიკას დაცვის უფროსი

ფალანგისტური ახალგაზრდობა

რედაქტირება

დაიბადა ბეირუთში ქრისტიანი მარონიტების ოჯახში. ოჯახი ჯებეილის რაიონიდან იყო, ჰათემის ბაბუა გახლდათ ერთ-ერთი სოფლის ადმინისტრაციის უფროსი. რობერტ ჰათემმა საშუალო განათლება მიიღო ლიბანის დედაქალაქის კერძო სკოლებში.

რობერტ ჰათემი ბავშვობიდან აღზრდილი იყო ლიბანური ნაციონალიზმის, ექსტრემისტი მემარჯვენეების პოპულისტური და ანტიკომუნისტური იდეოლოგიით. მხარს უჭერდა მემარჯვენე რადიკალ ფალანგისტური პარტია კატაიბს. 1973 წლიდან მონაწილეობდა შეტაკებებში სირიელი და პალესტინელი ბოევიკების წინააღმდეგ. ქათაიბის დამფუძნებლის პიერ ჯემაიელის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ ღონისძიებებში.[1]  

ბოევიკი და ჰობეიკას მცველი

რედაქტირება

რობერტ ჰათემი სამოქალაქო ომის პირველი დღიდან— 1975 წლის 13 აპრილიდან გამოეხმაურა პიერ ჯემაიელის მოწოდებას ქრისტიანი ახალგაზრდების მობილიზების შესახებ და შეუერთდა ფალანგისტთა მილიციას. იგი აქტიურად მონაწილეობდა მემარჯვენე ქრისტიანული ფორმირებების შეტაკებებში პგო- ს შეიარაღებულ ძალებთან, სოციალისტებსა და კომუნისტებთან —  "სასტუმროების ბრძოლა", ბრძოლები ბეირუთის პორტში, შავი შაბათი, უილიამ ჰავის ქარხნის დაცვა, ბრძოლა თელ ზაატარისთვის .

მსახურობდა ამინ ჯემაიელის ფორმირებაში. მიიღო მეტსახელი“ კობრა“ , ვიბაიდან მუდმივად ატარებდა  რევოლვერს  Colt Cobra [3] რობერტ ჰათემი გახლდათ ლიბანელი  ნაციონალისტი,  არამარტო პგო– ს, არამედ სირიის დაუძინებელი მოწინააღმდეგეც. იგი შეშფოთებული იყო  1976 წელს მემარჯვენე ქრისტიანების სამხედრო თანამშრომლობით სირიის არმიასთან. სირიელებთან კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ფალანგისტთა სარდლობამ ჰათემი გაგზავნა სამხრეთ ლიბანში პგო– ს წინააღმდეგ საბრძოლველად და ისრაელის სამხედროებთან კავშირის დამყარების მიზნით.

სამხრეთ ლიბანში რობერტ ჰათემი შეუერთდა ელი ჰობეიკას დაქვემდებარებული ბოევიკების ჯგუფს. ასე რომ, 1976 წლის შემოდგომიდან მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, რობერტ ჰათემი გახდა ჰობეიკას "აჩრდილი და მოდარაჯე ძაღლი ". ჰათემი  იყო"აღფრთოვანებული მამაცი რაინდით". როდესაც ჰობეიკა ლიბანის ხელისუფლებამ დააკავა, ჰათემი მონაწილეობდა მთავრობის არმიასთან შეტაკებებში. ასევე მჭიდროდ თანამშრომლობდა ისეთ ფალანგისტ მეთაურებთან, როგორებიც არიან: სამირ ჯააჯა, ფუად აბუ ნადერი, ფადი ფრემი, ბუტროს ჰავანდი, ტონი კესრუანი. უზომო ერთგულებით გამოირჩეოდა ბაშირ ჯემაიელის  —"მარონიტების განმათავისუფლებლის, ქრისტიანული რევოლუციის მეთაურისადმი"  (თუმცა აღნიშნავდა ბაშირის ქედმაღლურ დამოკიდებულებას ჩვეულებრივი მებრძოლებისა და რიგითი ლიბანელი ქრისტიანების მიმართ).[4]

მემარჯვენე ქრისტიანთა დროებითი ალიანსის რღვევის შემდეგ, რობერტ ჰათემი ენთუზიაზმით მონაწილეობდა ფალანგისტთა ბრძოლებში სირიის ჯარებთან—ასდღიანი ომი (1978) და  ბრძოლა ზაჰლასთან (1980-1981). იგი ჩერთო  ბაშირ ჯემაიელისა და ელი ჰობეიკას კონფიდენციალურ დიპლომატიურ მისიებში —საიდუმლო მოლაპარაკებებში ისრაელთან და სირიასთან.  პირადად დაუკავშირდა რიფატ ასადს.

1981-1982 წლებში რობერტ ჰათემი ჩაერთო ფალანგისტების უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციებში, რომელსაც ბაშირ ჯემაიელის დავალებით ხელმძღვანელობდა ელი ჰობეიკა — მათ შორის იყო ისეთი  დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა სამი ირანელი დიპლომატის და ირანის საელჩოს მძღოლის გატაცება და მკვლელობა. ჰათემი აკონტროლებდა ჰობეიკას პირად უსაფრთხოებას. ის პირდაპირ იყო დაკავშირებული ჰობეიკასს საიდუმლო ციხეებთან, მის ფინანსურ თაღლითობებთან და ქორწინების გარეშე ურთიერთობებთან.

ჰათემი ეხმარებოდა ჰობეიკას უკანონო ფინანსურ გარიგებებში, რეკეტში, ბიზნესმენთა გატაცებაში და ფულის გამოძალვაში, ასრულებდა შეკეთილი მკვლელობების ბრძანებებს.  პირადად აწამა ბიზნესმენი როჯერ თამრაზი, 5 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ (თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ თამრაზის მდგრადობამ მასში დიდი პატივისცემა გამოიწვია) ჰათემმა განაცხადა, რომ ელი ჰობეიკას მითითებით მოახდინა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი საბინას ევთანაზია.

როგორც მოგვიანებით იხსენებდა, „ჰიპნოზირებულივით" ასრულებდა ელი ჰობეიკას ყველაზე სასტიკ ბრძანებებს.

ჰობეიკას ბიზნესისათვის ჰათემი მაიამიში გაემგზავრა  საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, იგი დააკავეს და მალე ადვოკატის ძალისხმევით გაათავისუფლეს. მას შემდეგ ეკრძალება ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

1990 წლის ოქტომბერში რობერტ ჰათემი დანი შამუნთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ჰობაიკასთან შეხვედრის შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ დანი შამუნი ოჯახთან ერთად მოკლეს. ჰათემმა ამ მკვლელობაში  ჰობეიკა დაადანაშაულა,  რომელსაც, მისი ვერსიით, შამუნს გაუსწორდა სირიელი კურატორების მითითებით.

მამხილებელი წიგნი

რედაქტირება

რობერტ ჰათემს ესმოდა, რომ საშიშროების შემთხვევაში, ჰობიიკა მას პასუხისმგებლობას დააკისრებდა მრავალ დანაშაულებრივ ქმედებაზე (მით უმეტეს, რომ ჰათემის შემცვლელად უკვე არჩეული იყო კომუნისტი ფეგალი) მან  წინასწარ გაუსწრო  მოვლენებს და 1997 წელს ლიბანიდან პარიზში გაიქცა.[5]

1999 წელს რობერტ ჰათემმა გამოაქვეყნა წიგნი From Israel to Damascus: The Painful Road of Blood, Betrayal and Deception —ისრაელიდან დამასკოში: სისხლის, ღალატისა და სიცრუის რთული გზა. მისი თქმით, ელი ჰობეიკამ მას 500 ათასი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, რომ უარი ეთქვა წიგნის გამოქვეყნებაზე, მაგრამ ჰათემმა თავი მიიჩნია ვალდებულად "დაერღვია სიკვდილის კანონი და ემხილებინა კორუმპირებული დიქტატურა ხალხის გამოღვიძების მიზნით". ამავე დროს, ჰათემმა გამოხატა მზადყოფნა წარდგენილიყო  ლიბანის სასამართლოს წინაშე სირიის ჩარევის გარეშე. [6]

წიგნი შეიცავს უამრავ ფაქტს და კომპეტენტურ შეფასებას. გვიჩვენებს ელი ჰობეიკას ევოლუციას  სასტიკი, მაგრამ იდეური და მამაცი ფალანგისტიდან არაპრინციპულ სირიელ აგენტად და ეროვნულ მოღალატედ, კრიმინალურ რეკეტად და კორუმპირებულ ბიუროკრატად, რომელც მისი ოჯახის წევრების მიმართაც კი დაუნდობელია. ეს მაგალითი გვიჩვენებს საწყისი მიზნებიდან თანდათანობით დაშორებას, არაპრინციპულ ბრძოლას პირადი ძალაუფლებისთვის, გამდიდრების წყურვილს, გლამურული ცხოვრების სიყვარულის წესს (რაც დამახასიათებელი იყო ლიბანის ომის ყველა მხარისთვის).

ელი ჰობეიკას სიცოცხლეში ჰათემის წიგნი აიკრძალა ლიბანში და მისი გავრცელება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ისჯებოდა. ჰობეიკამ  ავტორს უჩოვლა ცილისწამებისთვის.

რობერტ ჰათემმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა საკუთარ საქმიანობა. ის 1975-1982 წლებში პალესტინელების, სირიელების, მემარცხენეებისა და კომუნისტების წინააღმდეგ ომს ”სუფთას და კეთილშობილს” უწოდებს. მაგრამ  მკვეთრი კრიტიკით გამოდის საკუთარი თავის წინააღმდეგ ელი ჰობეიკასთვის გაწეული მრავალწლიანი სამსახურისა და მის  დანაშაულებრივ საქმიანობებში  თანამონაწილეობისთვის.

ჰათემის პუბლიკაციამ პალესტინელების აღშფოთება გამოიწვია. მათ საპროტესტო აქცია გამართეს საბრასა და შატილას ხოცვა-ჟლეტის მონაწილის საფრანგეთში ემიგრირებასთან  დაკავშირებით.[7]

რობერტ ჰათემი ხაზს უსვამს თავის ერთგულებას  ფალანგისტური შეხედულებებისა და  ახალგაზრდული იდეალებისადმი.

  1. 1.0 1.1 Robert Hatem (Cobra). FROM ISRAEL TO DAMASCUS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-11-16.
  2. The `Cobra' strikes at the heart of his master. The Lebanese thought their Civil War was history, but a new book full of horror and scandal has brought it vividly to life
  3. "روبير حاتم". www.aljazeera.net (არაბ). Retrieved 2021-09-19.
  4. ROBERT HATEM «COBRA», AUTEUR DU LIVRE INTERDIT «D’ISRAEL A DAMAS»: «HOBEIKA A VOULU ACCEDER A LA PRESIDENCE DE LA REPUBLIQUE, EN ME FAISANT ASSUMER LA RESPONSABILITE DE SES ACTES». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-16. ციტირების თარიღი: 2021-11-16.
  5. خارج النص – كتاب كوبرا في ظل حبيقة, (არაბ.) retrieved 2021-09-19
  6. Robert M. Hatem. From Israel to Damascus: The Painful Road of Blood, Betrayal and Deception / Vanderblumen Publications; 1st edition, 1999.
  7. "Led Christian Lebanese militia which massacred 2,000 refugees"[მკვდარი ბმული]. The Irish Times. Retrieved 2021-09-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რობერტ_ჰათემი“-დან