რობერტ ბლეიკი
რობერტ პირპონტ ბლეიკი (ინგლ. Robert Pierpont Blake; დ. 1 ნოემბერი 1886, სან-ფრანცისკო, — გ. 9 მაისი, 1950, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკოლოზ მარის მოწაფე.
1911 წელს სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ნიკო მარის ხელმძღვანელობით. 1918-1920 წლებში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა თსუ-ში.
1921 წლის თებერვალში ტაბახმელას მისადგომებთან წითელი არმიის წინააღმდეგ მოხალისედ იბრძოდა,[1] ქალაქის დაცემის შემდეგ ჰარვარდში დაბრუნდა. 1928-37 წლებში იყო ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი. ბლეიკმა გამოავლინა და მეცნიერულად აღწერა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი, მათ შორის — „ბალავარიანის“ ვრცელი რედაქცია. გამოსცა ქართული ბიბლიური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ლათინური თარგმანითურთ. ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში. მისი ნაშრომები ქართულ ბიბლიისა და ჰაგიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Harvard University Library დაარქივებული 2017-04-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- Robert Pierpont Blake. Biography and Bibliography, by R. L. Wolff, Camb. (Mass.), 1954
- შანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 428.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თსუ მუზეუმი TSU Museum en. ციტირების თარიღი: 2018-02-07