რამონ დიასი
რამონ ანხელ დიასი (ესპ. Ramón Ángel Díaz; დ. 29 აგვისტო, 1959, ლა-რიოხა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ მწვრთნელად, რომელმაც მხოლოდ „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ცხრა ოფიციალური ტიტულის მოპოვება შეძლო. კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელთან — მარსელო გალიარდოსთან ერთად, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, ხოლო არგენტინის ეროვნულ ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგით — ხოსე მარია მინელას შემდეგ, ანხელ ლაბრუნასთან ერთად, „რივერის“ ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მწვრთნელად რჩება.[1][2]
რამონ დიასი 2016 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რამონ ანხელ დიასი | ||
დაბადების თარიღი | 29 აგვისტო, 1959 | ||
დაბადების ადგილი | ლა-რიოხა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1969–1978 | რივერ პლეიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1978–1982 | რივერ პლეიტი | 123 | (57) |
1982–1983 | ნაპოლი | 25 | (3) |
1983–1986 | აველინო | 78 | (22) |
1986–1988 | ფიორენტინა | 53 | (17) |
1988–1989 | ინტერი | 33 | (12) |
1989–1991 | მონაკო | 60 | (24) |
1991–1993 | რივერ პლეიტი | 52 | (27) |
1993–1995 | მარინოსი | 75 | (52) |
სულ | 499 | (215) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1982 | არგენტინა | 22 | (10) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1995–2002 | რივერ პლეიტი | ||
2004–2005 | ოქსფორდ იუნაიტედი | ||
2007–2008 | სან-ლორენსო | ||
2008–2009 | ამერიკა | ||
2010–2011 | სან-ლორენსო | ||
2011–2012 | ინდეპენდიენტე | ||
2012–2014 | რივერ პლეიტი | ||
2014–2016 | პარაგვაი | ||
2016–2018 | ალ-ჰილალი | ||
2018 | ალ-იტიჰადი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1979–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 22 შეხვედრას ატარებს და 10 ბურთი გააქვს.
მისი სანაკრებო კარიერა იწყება 17 წლამდე ასაკის არგენტინის ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრებიდან, სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში ინაცვლებს, რომელსაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი უდგას სათავეში. 1979 წელს ამ ნაკრებთან ერთად იგი მსოფლიო ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე იმარჯვებს და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ბრინჯაოს ბურთისა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მფლობელი ხდება.
არგენტინა | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1979 | 1 | 1 |
1980 | 9 | 4 |
1981 | 4 | 1 |
1982 | 8 | 4 |
ჯამში | 22 | 10 |
მსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებარამონ დიასმა მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რამონ დიასის მონაწილეობით.[4][5][6]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ესპანეთი | 6 | თავდამსხმელი | 4 | 1 | 1 | 0 | 3 | მეორე რაუნდი |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ჩემპიონი (2): 1979, 1980
- ჩემპიონი (2): 1979, 1981
- აპერტურა
- ჩემპიონი: 1991
- ჩემპიონი: 1988–89
- თასის მფლობელი: 1990–91
სანაკრებო
რედაქტირება- ჩემპიონი: 1979
ინდივიდუალური
რედაქტირება- მსოფლიო ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1979
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 1991
- ჯეი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1993
- ჯეი ლიგის საუკეთესო თერთმეტეული: 1993
სამწვრთნელო
რედაქტირება- აპერტურა (3): 1996, 1997, 1999
- კლაუსურა (2): 1997, 2002
- ფინალი: 2014
- სუპერფინალი: 2014
- ლიბერტადორესის თასი: 1996
- ლიბერტადორესის სუპერთასი: 1997
- კლაუსურა: 2007
- ჩემპიონი: 2016–17
- სამეფო თასი
- თასის მფლობელი: 2017
ლიტერატურა
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585