რადმილა შეკერინსკა
რადმილა შეკერინსკა - იანკოვსკა (მაკ. Радмила Шекеринска; დ. 10 ივნისი, 1972, სკოპიე, მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავიის სოციალისტური-ფედერაციული რესპუბლიკა) — ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო მოღვაწე, 2004 წელს მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრი.[1]
რადმილა შეკერინსკა მაკედ. Радмила Шекеринска | |
ოფიციალური პორტრეტი, 2020 წელი | |
ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი 2017 – 16 იანვარი 2022 | |
პრეზიდენტი | ბრანკო ცრვენკოვსკი |
პრემიერ-მინისტრი | ზორან ზაევი |
წინამორბედი | ზორან ჟელოვსკი |
მემკვიდრე | სლავიანკა პეტროვსკა |
მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივნისი – 2 ივნისი2004 | |
წინამორბედი | ბრანკო ცრვენკოვსკი |
მემკვიდრე | ჰარი კოსტოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 დეკემბერი 2004 – 18 ნოემბერი | |
პრეზიდენტი | ბრანკო ცრვენკოვსკი |
წინამორბედი | ჰარი კოსტოვი |
მემკვიდრე | ვლადო ბუჩკოვსკი |
მაკედონია - პრემიერ-მინისტრის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ნოემბერი 2002 – 27 აგვისტო 2006 | |
პრეზიდენტი | ჰარი კოსტოვი |
პრემიერ-მინისტრი | ბრანკო ცრვენკოვსკი ვლადო ბუჩკოვსკი |
დაბადებული | 10 ივნისი 1972 (49 წლის) სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია, იუგოსლავია |
პოლიტიკური პარტია | მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირი |
განათლება | სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი ტაფსტის უნივერსიტეტი აშშ |
განათლება
რედაქტირებარადმილა შეკერინსკამ 1995 წელს დაამთავრა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი. 1996 წელს მუშაობდა ღია საზოგადოების ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტად. 1997 წლიდან 2002 წლამდე იყო ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი. 2007 წელს მან დაასრულა მაგისტრატურა ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის პრესტიჟულ სკოლაში აშშ-ში, ტაფტსის უნივერსიტეტში.
ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ავტორია არაერთი სამეცნიერო და საექსპერტო ნაშრომისა ელექტროტექნიკის შესახებ.[2]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაშეკერინსკა 1993 წლიდან რამდენჯერმე აირჩიეს მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის მმართველი ბიუროს წევრად. 1995 წლიდან არის მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის პრეზიდიუმის წევრი, ხოლო 1999 წელს აირჩიეს მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილედ. 1995 წლიდან 1999 წლამდე იყო ახალგაზრდული მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე. 2006 წლის 5 ნოემბერს იგი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ 2008 წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელშიც მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირი დამარცხდა, თანამდებობა დატოვა იმავე წლის 19 სექტემბერს. მისი ერთ-ერთი მოადგილე ზორან ზაევი დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.
1996 წლიდან 1998 წლამდე შეკერინსკა იყო სკოპიეს საქალაქო საბჭოს წევრი. 1998 წელს აირჩიეს მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრად. 2002 წელს იგი ხელახლა აირჩიეს ასამბლეაში და მაშინვე დაინიშნა მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო დახმარების კოორდინაციის საკითხებში ბრანკო კრვენკოვსკის მთავრობაში.[3]
ცრვენკოვსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რადმილა შეკერინსკა მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა 2004 წლის მაისიდან ივნისამდე, ხარი კოსტოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე. ხელმეორედ ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. კოსტოვისა და ბუჩკოვსკის მთავრობებში იგი დარჩა ვიცე პრემიერის პოსტზე.
2009 წლის ივნის-ივლისში იგი გახლდათ დამკვირვებელი ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხელმძღვანელობდა OSCE/ODIHR-ის ( დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო /ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების ორგანიზაცია) მისიას.
2017 წლის 1 ივნისიდან გახლდათ მაკედონიის რესპუბლიკის / ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი.
არის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR), წევრი.[4][5]
2018 წლის 1 მაისს შეკერინსკა და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმზ მეტისი შეხვდნენ პენტაგონში, ვირჯინიაში, რათა განეხილათ თავდაცვის ურთიერთობები მაკედონიასა და აშშ-ს შორის. გარდა ამისა, მათ იმსჯელეს მაკედონიასა და საბერძნეთს შორის არსებული დავის შესახებ მაკედონიის დასახელებაზე (დებატები მაკედონიის დასახელებაზე) რაც ხელს უშლის პირველის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ასევე ისაუბრეს მაკედონიის ვალდებულებაზე მიაღწიოს მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარადმილა შეკერინსკა გახლავთ ალექსანდრე შეკერინოვის შვილიშვილი და ჰრისტო შეკერინოვის შვილთაშვილი.[6]
იგი დაქორწინებულია (2006 წლიდან) ბიზნესმენ ბოჟიდარ იანკოვსკიზე. წყვილს შვილები არ ყავს.
ჯილდოები
რედაქტირებაშეკერინსკა ლაურეატია პრემიისა“ ხვალინდელი დღის გლობალური ლიდერები“, რომელიც მიენიჭა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეგიდით.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The International Who's Who of Women 2006 — Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
- ↑ "Radmila Šekerinska - Google Scholar". scholar.google.com. Retrieved 28 June 2017.
- ↑ "Mattis, Macedonian Defense Minister Reaffirm Defense Relationship". U.S. DEPARTMENT OF DEFENSE.
- ↑ European Comission-PRESS RELEASEs- Press release - EUROPEAN COUNCIL BRUSSELS15 & 16 December 2005 PRESIDENCY CONCLUSIONS". europa.eu. Retrieved 28 June 2017.
- ↑ Members დაარქივებული 2021-11-11 საიტზე Wayback Machine. European Council on Foreign Relations.
- ↑ "Радка Александрова Шекеринова от Щип, Вардарска Македония - "Заявление; Удостоверение и Животописна бележка", Щип, 1943 година". strumski.com. Retrieved 30 April 1943".(მაკედ.)
- ↑ "Социјалдемократски Сојуз на Македонија". Archived from the original on 27 September 2007. Retrieved 28 June 2017.(მაკედ.)