ჰარი კოსტოვი
ჰარი კოსტოვი (მაკედ. Хари Костов; დ. 13 ნოემბერი, 1959, პიშიცა, იუგოსლავია) — მაკედონიელი სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2004 წლის ივნის-ნოემბერში.
ჰარი კოსტოვი | |
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივნისი, 2004 – 18 ნოემბერი, 2004 | |
პრეზიდენტი | ბრანკო ცრვენკოვსკი |
წინამორბედი | რადმილა შეკერინსკაია |
მემკვიდრე | რადმილა შეკერინსკაია |
მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ნოემბერი, 2002 – 2 ივნისი, 2004 | |
პრემიერ-მინისტრი | ბრანკო ცრვენკოვსკი, რადმილა შეკერინსკაია |
წინამორბედი | ლიუბე ბოშკოსკი |
მემკვიდრე | სილიან ავრამოვსკი |
დაბადებული | 13 ნოემბერი, 1959 პიშიცა, იუგოსლავია |
განათლება | წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი |
1983 წელს დაასრულა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ცრვენკოვსკის პირველ მთავრობაში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ბრანკო ცრვენკოვსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პარლამენტმა ჰარი კოსტოვი პრემიერად აირჩია. გადადგა 2004 წლის 15 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მოხდა დაპირისპირება მთავრობის მაკედონელ და ალბანელ მინისტრებს შორის.
ამჟამად ჰარი კოსტოვი სკოპიეს კომერციული ბანკის დირექტორია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება