ბრანკო ცრვენკოვსკი
ბრანკო ცრვენკოვსკი (მაკედ. Бранко Црвенковски; დ. 12 ოქტომბერი, 1962, სარაევო, იუგოსლავია) — მაკედონიის პრემიერ-მინისტრი (1992–1998 და 2002-2004 წწ.) და პრეზიდენტი 2004–2009 წლებში.
ბრანკო ცრვენკოვსკი | ||
![]() | ||
მაკედონიის მე-3 პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
12 მაისი, 2004 – 12 მაისი, 2009 | ||
წინამორბედი | ბორის ტრაიკოვსკი | |
მემკვიდრე | გეორგე ივანოვი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
17 აგვისტო, 1992 – 30 ნოემბერი, 1998 | ||
წინამორბედი | ნიკოლა კლიუსევი | |
მემკვიდრე | ლიუბჩო გეორგიევსკი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1 ნოემბერი, 2002 – 12 მაისი, 2004 | ||
წინამორბედი | ლიუბჩო გეორგიევსკი | |
მემკვიდრე | რადმილა შეკერინსკაია | |
დაბადებული | 12 ოქტომბერი, 1962 სარაევო, იუგოსლავია | |
მეუღლე | იასნა ცრვენკოვსკაია | |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფიარედაქტირება
კარიერა დაიწყო მაკედონიის კომუნისტთა კავშირში. 1990 წელს პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად აირჩიეს მაკედონიის პარლამენტში. 1991 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული კავშირის (ყოფილი კომუნისტთ კავშირი) თავმჯდომარე. 1992 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და იმ პერიოდისათვის გახდა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი (29 წლის). 1998–2002 წლებში ოპოზიციაშია. 2002 წლიდან კი კვლავ პრემიერ-მინისტრია. ბორის ტრაიკოვსკის დაღუპვის შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- მაკედონიის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-05-22 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives