ნიკოლა კლიუსევი (მაკედ. Никола Кљусев; დ. 2 ოქტომბერი, 1927, შტიპი, იუგოსლავიის სამეფო — გ. 16 იანვარი, 2008, სკოპიე, მაკედონია) — მაკედონიელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის პირველი პრემიერ-მინისტრი (1991-1992 წწ.) ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი 1998-2000 წლებში.

ნიკოლა კლიუსევი
მაკედონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი, 1991 – 17 აგვისტო, 1992
პრეზიდენტი  კირო გლიგოროვი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებრანკო ცრვენკოვსკი

მაკედონიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 1998 – 27 ივლისი, 2000
პრემიერ-მინისტრილიუბჩო გეორგიევსკი
წინამორბედილაზარ კიტანოვსკი
მემკვიდრელიუბენ პაუნოვსკი

დაბადებული2 ოქტომბერი, 1927
შტიპი, იუგოსლავიის სამეფო
გარდაცვლილი16 იანვარი, 2008
სკოპიე, მაკედონია
განათლებაბელგრადის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაეკონომისტი

1953 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტი. აქვე მიიღო სამეცნიერო ხარისხი. მაკედონიის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი ხელმძღვანელობით შემოიღეს ეროვნული ვალუტა - დენარი. გარდა ამისა, იგი აწარმოებდა რტულ მოლაპარაკებებს მაკედონიიდან იუგოსლავიის ჯარების გაყვანის შესახებ. პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ იყო არცერთი პარტიის წევრი.

1998-2000 წლებში იგი კვლავ მთავრობაშია, როგორც თავდაცვის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება