ჟუან ბერნარდუ ვიეირა
ჟოან ბერნარდო ვიეირა (პორტ. João Bernardo "Nino" Vieira დ. 27 აპრილი, 1939, ბისაუ, გვინეა-ბისაუ — გ. 2 მარტი, 2009, იქვე) — გვინეა-ბისაუს პრემიერ-მინისტრი (1978-1980) და პრეზიდენტი (1980–1984; 1984–1999; 2005–2009).
ჟოან ბერნარდო ვიეირა | |
გვინეა-ბისაუს მე-10 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 2005 – 2 მარტი 2009 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ნოემბერი 1980 – 14 მაისი 1984 | |
წინამორბედი | ლუის კაბრალი |
მემკვიდრე | კარმენ პერეირა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 მაისი 1984 – 7 მაისი 1999 | |
წინამორბედი | კარმენ პერეირა |
მემკვიდრე | ანსუმანე მანე |
დაბადებული | 27 აპრილი 1939 ბისაუ გვინეა-ბისაუ |
გარდაცვლილი | 2 მარტი 2009 ბისაუ გვინეა-ბისაუ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1939 წელს ქალაქ ბისაუში, პროფესიით - ელექტრიკოსი. 1960 წელს გაწევრიანდა გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიაში და გახდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პარტიზანული მეტსახელით ნინო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა გვინეა-ბისაუს პარლამენტის - სახალხო ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრი. 1980 წელს უსისხლო გადატრიალების შემდეგ გახდა სახელმწიფოს მეთაური. 1984 წელს გადადგა 2 დღით სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გამო. 1994 წელს ჩაატარა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები და გახდა ქვეყნის პირველი დემოკრატიული პრეზიდენტი. 1998 წელს დაიწყო კონფლიქტი ვიეირასა და ჯარების სარდალ ანსუმანე მანეს შორის, რომელთა დაპირისპირებაც გადაიზარდა სამოქალაქო ომში, თუმცა სასწრაფოდ ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას და ჩამოყალიბდა გარდამავალი მთავრობა, მაგრამ 1998 წლის 27 ნოემბერს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა ვიეირას. სამოქალაქო ომი კვლავ გაღვივდა. 1999 წლის მაისში ვიეირა გაიქცა პორტუგალიაში. 2003 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ვიეირა დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობა მიიღო 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიმარჯვა მეორე ტურის რეზულტატით.
მკვლელობა
რედაქტირება2009 წლის 2 მარტის ღამით არმიის შტაბ-ბინის აფეთქებისას დაიღუპა შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი ტაგმე ნა ბაიე, მის მკვლელობაში მომხრეებმა დაადანაშაულეს პრეზიდენტი ვიეირა და შეუტიეს საპრეზიდენტო რეზიდენციას. პრეზიდენტი მოკლეს იმ დროს როდესაც იგი გაქცევას აპირებდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.
- BBC news
წინამორბედი: ლუის კაბრალი |
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი 1980 – 1984 |
შემდეგი: კარმენ პერეირა |
წინამორბედი: კარმენ პერეირა |
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი 1984 – 1999 |
შემდეგი: ანსუმანე მანე |
წინამორბედი: ენრიკე როსა |
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი 2005 – 2009 |
შემდეგი: რაიმუნდუ პერეირა |