ლუის კაბრალი
ლუიშ დე ალმეიდა კაბრალი (დ. 11 აპრილი, 1931,ბისაუ, გვინეა-ბისაუ — გ. 30 მაისი, 2009, ტორეს-ვედრასი, პორტუგალია[1][2][3]) — გვინეა-ბისაუს პოლიტიკური მოღვაწე და დამოუკიდებელი გვინეა-ბისაუს სახელმწიფოს პირველი მეთაური 1973-1980 წლებში.
ლუის კაბრალი | |
გვინეა-ბისაუს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 სექტემბერი 1973 – 14 ნოემბერი 1980 | |
მემკვიდრე | ჟუან ბერნარდო ვიეირა |
დაბადებული | 11 აპრილი 1931 ბისაუ გვინეა-ბისაუ |
გარდაცვლილი | 30 მაისი 2009 ტორეს-ვედრასი პორტუგალია |
დაიბადა 1931 წელს ქ. ბისაუში. დაწყებითი სკოლა დაამთავრა კაბო-ვერდეში, მოგვიანებით კი დაეუფლა ბუღალტერიას. იყო განმანთავისულებელი მოძრაობისა და გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიის (პაიგკ) აქტიური წევრი. 1973 წლის იანვარში პაიგკ-ის ლიდერი, ლუისის ნახევარძმა, ამილკარ კაბრალი მოკლეს, რის შედეგადაც მოხდა ლუისის დაწინაურება. 1973 წლის 24 სექტემბერს გვინეა-ბისაუმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ქვეყანას სათავეში ლუის კაბრალი ჩაუდგა, რომელმაც დაიკავა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.
გვინეა-ბისაუში დამყარდა პაიგკ-ის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა. 1977 წელს შემოიღებულ იქნა მონოპოლია ეკონომიკაზე, რამაც გააუარესა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ამას ერთვოდა კაბო-ვერდელთა მომძლავრება გვინეა-ბისაუში, რაც განპირობებული იყო ორი ქვეყნის მესვეურთა იდეებით, შექმნილიყო გვინეა-ბისაუსა და კაბო-ვერდეს ერთიანი სახელმწიფო. ეს იდეა გაქარწყლდა 1980 წელს, როდესაც უსისხლო გადატრიალების შემდეგ ლუის კაბრალი დაამხო ჟოან ბერნარდო ვიეირამ. კაბრალი 1980–1984 წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა. მას გასამართლებასაც უპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს და უფლება მისცეს გაქცეულიყო კუბაში. კაბრალი კუბიდან პორტუგალიაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 2009 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Guiné Bissau Morreu Luís Cabral, primeiro presidente do país - Expresso.pt დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- ↑ Morreu Luís Cabral, primeiro presidente do país - RTP Notícias (პორტუგალიური)
- ↑ Guiné-Bissau: Morreu Luís Cabral, primeiro presidente do país - JN (პორტუგალიური)