ანსუმანე მანე
ანსუმანე მანე (პორტ. Ansumane Mané, დ. 1940 — გ. 30 ნოემბერი, 2000) — გვინეა-ბისაუს სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1999 წლის 7-დან 14 მაისამდე. 3 სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი. 1970-იან წლებში ჟოან ბერნარდო ვიეირას ხელმძღვანელობით იბრძოდა პორტუგალიის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ და იყო მისი უახლოესი თანამებრძოლი. 1980 წელს, როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად ვიეირა მოვიდა ხელისუფლებაში, დაუჭირა მას მხარი და გაიკეთა სერიოზული სამხედრო კარიერა, 1998 წელს დანიშნეს გენერალური შტაბის უფროსად.
1998 წლის დასაწყისში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი გვინეა-ბისაუში. კრიზისი გამოიწვია მომავალმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და ასევე სამოქალაქო ომმა მეზობელ სენეგალში:პრეზიდენტმა სახალხოდ დაადანაშაულა ანსუმანე მანე სენეგალელი სეპარატისტებისადმი იარაღის მიწოდებაში. მანემ თავის მხრივ დაადანაშაულა პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი.
6 ივნისს პრეზიდენტმა ანსუმანე მანე გადააყენა თანამდებობიდან და ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. მეორე დღეს დედაქალაქზე კონტროლი დააწესა გენერლის მხარდამჭერმა ძალებმა. დაიწყო მოლაპარაკებათა სერია. პრეზიდენტი წავიდა დათმობაზე და შეზღუდა თავისი უფლებები.
1999 წლის მაისის დასაწყისში მანეს მხარდამჭერთა მიერ დაკავებულ იქნა საერთაშორისო აეროპორტი და დედაქალაქის იარაღის საწყობები. 7 მაისს ალყაში მოაქციეს პრეზიდენტის რეზიდენცია. ვიეირამ გაქცევა მოასწრო. მანემ როგორც უმაღლესი სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელმა ხელისუფლება ხელში აიღო, მაგრამ 14 მაისს ხელისუფლება გადააბარა სამოქალაქო მმართველს, პარლამენტის თავმჯდომარეს მალამ ბაკაი სანას.
2000 წელს ახალმა პრეზიდენტმა კუმბა იალამ შემოიღო ჯარის უმაღლეს თანამდებობებზე დანიშვნის ახალი წესები მანესთან შეუთანხმებლად, რაც გააპროტესტა მანემ და 2000 წლის 23 ნოემბერს დაიწყო შეტაკებები მანესა და მთავრობის ძალებს შორის. მანე გაიქცა ქვეყნის დასავლეთ პროვინცია ბოიმბოში, სადაც 30 ნოემბერს დაიღუპა მთავრობის ძალებთან შეტაკებისას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ჟოან ბერნარდო ვიეირა |
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი 1999 – 1999 |
შემდეგი: მალამ ბაკაი სანა |