ენრიკე როსა (პორტ. Henrique Pereira Rosa; 18 იანვარი, 1946, ბაფატა, პორტუგალიის გვინეა) - გვინეა-ბისაუელი პოლიტიკოსი[1]. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კუმბა იალას ხელისუფლების დამხობისა და გენერალ ვერისიმო კორეია სეაბრას ორკვირიანი მმართველობის შემდეგ 2003 წლის 28 სექტემბრიდან, 2005 წლის 1 ოქტომბრამდე.

ენრიკე როსა

2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და საარჩევნო ბრძოლა 22.94 %-ით დაასრულა მესამე ადგილზე[2].

  1. Biografia apresentada no acto dO anúncio público da candidatura. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-06. ციტირების თარიღი: 2012-01-11.
  2. "Guinea-Bissau candidates keep it low-key after killings", AFP, 10 June 2009.