ვერისიმო კორეია სეაბრა

ვერისიმო კორეია სეაბრა (პორტ. Veríssimo Correia Seabra; 16 თებერვალი, 1947, ბისაუ, პორტუგალიის გვინეა6 ოქტომბერი, 2004, ბისაუ, გვინეა-ბისაუ) — გვინეა-ბისაუელი გენერალი. სამხედრო გადატრიალების ლიდერი, რომელმაც ხელისუფლებას ცამოაშორა კუმბა იალა.

დაიბადა ბისაუში 1947 წლის 16 თებერვალს. მიეკუთვნება პეპელის ეთნიკურ ჯგუფს. 1963 წელს 16 წლის ასაკში შეუერთდა გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიას და იბრძოდა პორტუგალიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ. 1971 წელს სწავლობდა სსრკ-ს საარტილერიო სკოლაში. 1976 წელს გაემგზავრა პორტუგალიაში ოფიცერთა კურსებზე.

მოკლეს 2004 წლის 6 ოქტომბერს ხელისუფლების საწინააღმდეგო ამბოხის დროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება