ჟიჟიცკოე
ჟიჟიცკოე (რუს. Жижицкое) — ტბა რუსეთში, კუნიის რაიონში, ფსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ჟიჟიცკოე | |
---|---|
ტბა ჟიჟიცკოე | |
კოორდინატები: 56°13′53″ ჩ. გ. 31°15′05″ ა. გ. / 56.23139° ჩ. გ. 31.25139° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ფსკოვის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 166,3 მ |
ფართობი | 57,3 კმ² |
საშუალო სიღრმე | 3,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 7,8 მ |
აუზის ფართობი | 386 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ზედაპირის ფართობი 57,3 კმ², საშუალო სიღრმე 3,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 7,8 მ.[1] ჩუდ-ფსკოვის ტბის კომპლექსის შემდეგ მეორე წყალსატევია ამ ოლქში. გამდინარეა. ტბის ნაპირები დამრეცია და დაბალი, ნაწილობრივ — დაჭაობებული. ტბაში 28 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,34 კმ². ფსკერი უსწორმასწოროა, ცენტრში — ლამია, დალამული ქვიშა, ცალკეული ქვები, ლიტორალში — ქვიშა, ქვიშა კენჭთან ერთად, ქვები, დალამული ქვიშა.[1]
ჟაქტოს გამდინარე ტბითა და მდინარე ჟიჟიცით უერთდება მდინარე დასავლეთის დვინას.[2] იქთიოლოგიური ტიპის თვალსაზრისით კაპარჭინა-ფარგა-ცქიმურასებრია. მდიდარია თევზით. გვხვდება: ფარგა, კაპარჭინა, წერი, ნაფოტა, ქორჭილა, ჩვეულებრივი ბლიკა, ტბის ცქიმურა, თეთრულა, ჩვეულებრივი ჩიქვი, ფარფლწითელა, ლოქო, ლოქორია, ღლაბუტა, ლურჯი კაპარჭინა, კარჩხანა, ჭერეხი, ჩვეულებრივი ციმორი, ჩვეულებრივი ხლაკუნა, გველანა, ჩვეულებრივი ქაშაპი, Leucaspius delineatus, იდი, ჩვეულებრივი გველთევზა, სალამურა, Alburnoides bipunctatus, ქაშაპი, ჩვეულებრივი ქვაქვეშია.[1]
ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ნახევარკუნძულზე მდებარეობს ძველი ქალაქის — ჟიჟეცის დიდი ქალაქი. ტბის მიხედვით სახელი ეწოდა ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის შუა ხანების ჟიჟიცკოეს არქეოლოგიურ კულტურას (გვიანდელი ნეოლითი). 1245 წელს ჟიჟიცკოეს ტბის სიახლოვეს ალექსანდრე ნეველმა გაანადგურა ლიტვის ჯარის ნაწილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Рыбный промысел / Водные биоресурсы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-25. ციტირების თარიღი: 2019-06-30.
- ↑ Карта Псковской области: Кунья. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-07. ციტირების თარიღი: 2019-06-30.