ლურჯი კაპარჭინა
ლურჯი კაპარჭინა (ლათ. Abramis ballerus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600 გ აღწევს. ზედა ნაწილს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს. გვერდები და მუცელი ვერცხლისებრ-თეთრია და ოქროს ელფერი აქვს. ბინადრობს დიდ ტბებსა და მდინარეებში. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი, აზოვის, კასპიის ზღვებში. იკვებება ზოოპლანქტონით.
ლურჯი კაპარჭინა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Abramis ballerus | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135587 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 314.