„ვარსკვლავური ომები“ (ინგლ.Star Wars) — ეპიკურიკოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზი, შექმნილი ჯორჯ ლუკასის მიერ. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“.
ფრენჩაიზი ჩამოყალიბდა 1977 წელს ფილმის „ვარსკვლავური ომები“ გამოშვებით (მოგვიანებით მან შეიძინა ქვესათაური „ეპიზოდი IV: ახალი იმედი“). ფილმი მსოფლიო პოპულარული კულტურის ფენომენად იქცა. მას მოჰყვა ორი წარმატებული გაგრძელება - „იმპერიის საპასუხო შეტევა“ (1980) და „ჯედაის დაბრუნება“ (1983) - ეს სამი ფილმი შეადგენს ორიგინალურ ტრილოგიას. 1999-2005 წლებში გამოვიდა წინარეისტორიების ტრილოგია, რომელშიც შესულია სამი ფილმი - „ფარული საფრთხე“ (1999), „კლონების შეტევა“ (2002) და „სითების შურისძიება“ (2005). ამ ტრილოგიამ კრიტიკოსების და მოყვარულების არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. გაგრძელების ტრილოგია დაიწყო 2015 წელს, „ძალის გამოღვიძების“ გამოშვებით. შვიდივე ფილმი სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოსკარზე (გაიმარჯვა მხოლოდ პირველმა ორმა) და კომერციულად წარმატებული იყო. მათ საერთო მოგებამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც „ვარსკვლავური ომები“ აქცია ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან ფილმების სერიად. ფრენჩაიზში აგრეთვე არსებობს მთელი რიგი განშტოებების, ანიმაციური სერიალის „კლონების ომები“ (2008) და ანთოლოგიურ ფილმ „განდგომილი ერთის“ სახით. ...ვრცლად