ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია
„ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია“ — მესამე ტრილოგია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზში, რომელიც შეიქმნა ჯორჯ ლუკასის მიერ. მას აწარმოებს Lucasfilm, ხოლო პროდიუსერია Walt Disney Studios Motion Pictures. ტრილოგიაში შედის ეპიზოდები VII–IX. იგი ქრონოლოგიურად მიმდინარეობს „ჯედაის დაბრუნების“ (1983) შემდეგ. ლუკასმა გაგრძელება ჯერ კიდევ 1970-იანებში დაგეგმა[1], მაგრამ 1990-იანების მიწურულს გეგმები შეცვალა და წინარეისტორიის ტრილოგიაზე მუშაობა დაიწყო. The Walt Disney Company-მ Lucasfilm 2012 წლის ბოლოს შეიძინა და განაცხადა, რომ განაგრძობდა ფილმების სერიაზე მუშაობას.
„„ვარსკვლავური ომების“ გაგრძელების ტრილოგია“ | |
---|---|
„ვარსკვლავური ომების“ ლოგო, რომელიც ყველა ფილმში ჩნდება. | |
რეჟისორი |
|
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
როლებში |
|
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი |
|
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
|
შემოსავალი |
|
სერიის პირველი სურათი, „ძალის გამოღვიძება“, აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. მისი რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, ხოლო სცენარისტები – თავად აბრამსი, ლოურენს კესდენი და მაიკლ არნდტი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ წინა ტრილოგიის მსახიობები, ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი და სხვები. ახალ მსახიობებს შორის არიან ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი.
განსხვავებით წინა ორი ტრილოგიისგან, რომლის ფარგლებში ფილმები გამოდიოდა დაახლოებით სამწლიანი შესვენების შემდეგ, გაგრძელების ფილმები გამოვა ყოველ ორ წელიწადში. „უკანასკნელი ჯედაი“ გამოვიდა 2017 წელს. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორია რაიან ჯონსონი. ფილმში კვლავ მონაწილეობს „ძალის გამოღვიძების“ მსახიობთა გუნდის დიდი ნაწილი.
გაგრძელების ტრილოგიის პირველი ორი ფილმის საერთო შემოსავალია 3.1 მილიარდი აშშ დოლარი. კრიტიკოსებმა ისინი დადებითად შეაფასეს. მესამე ნაწილი, „ეპიზოდი IX“, უნდა გადაეღო კოლინ ტრევოროუს, თუმცა 2017 წლის სექტემბერში იგი აბრამსმა ჩაანაცვლა, რომელიც სცენარზე კრის ტერიოსთან ერთად მუშაობს. ფილმი 2019 წლის დეკემბერში გამოვა.
თავდაპირველი შემუშავება
რედაქტირებამარკ ჰემილი ამბობდა, რომ 1976 წელს ლუკასმა, ტუნისში გადაღებისას უამბო, რომ ჩაფიქრებული ჰქონდა ფრენჩაიზის სამი კინოტრილოგია. იმ დროს, მისი ჩანაფიქრით, ჰემილი შეასრულებდა დამატებით როლს IX ეპიზოდში, რომელსაც დაახლოებით 2011 წლისთვის გადაიღებდნენ.[1][2] Time-ში, 1978 წელს, დაიწერა, ლუკასის ციტირებით, რომ „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ შემდეგ გამოვიდოდა კიდევ ათი ფილმი.[3] 1980 წლამდე გერი კურცი ასევე ფლობდა დეტალებს VII-IX ეპიზოდების სიუჟეტურ ელემენტებზე.[4][5]
1980 წელს, „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ გამოსვლისთვის, ლუკასი ამბობდა, რომ გეგმავდა კიდევ შვიდი ფილმის გადაღებას. იგი აცხადებდა, რომ მათი ძირითადი მონახაზი გადმოცემული ჰქონდა 12 გვერდზე.[6] ჯიმ სტერანკოსთან ჟურნალ Prevue-ში 1980 წლის ბოლოს საუბრისას მან აღწერა, თუ როგორ გაფართოვდა „ვარსკვლავური ომები“:
ლუკასი აგრეთვე ამატებს:
„…ის ფილმები დავივიწყე, ვინაიდან „ვარსკვლავური ომების“ საგასთან საერთო არაფერი ჰქონდათ...დავიცავ სიწმინდეს. ეს არის ცხრანაწილიანი საგა, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ამბავი გრძელდება 50 ან 60 წლის განმავლობაში, ტრილოგიებს შორის კი ოცწლიანი შუალედია. ყოველი ტრილოგია გრძელდება ექვს-შვიდ წელიწადს.[7]“
|
ამ ინტერვიუში ლუკასმა აგრეთვე განაცხადა, რომ ყოველი ეპიზოდისთვის (ამ ცხრიდან) ჰქონდა მოფიქრებული სახელწოდებები და ათგვერდიანი სიუჟეტური მონახაზები.[7] იმავე ჟურნალთან ინტერვიუში გერი კურცმა განაცხადა:
„შეიქმნებოდა თუ არა ის ცხრა თუ თორმეტი ფილმი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტავდა ჯორჯი დროთა განმავლობაში. შესაძლოა, სერია განვითარებულიყო ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული ან სრულიად განსხვავებულად. ფილმების შექმნის დროს ამბავი ვითარდება. როგორც კი ერთი დასრულებულია, ვფიქრობ, საგის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს.[8]“
|
1981 წელს, ინტერვიუში ჟურნალ Starlog-თან, ლუკასმა დაადასტურა, რომ დაგეგმილი ჰქონდა ცხრა ფილმი, გაუსვა რა ხაზი:
„…მაგრამ სიუჟეტიდან სცენარამდე დიდი დროა. „ჯედაის დაბრუნების“ შემთხვევაში იგივე უკვე გავიარე და ის, რაც სამ წინადადებაში შესანიშნავი ჩანაფიქრი ჩანს, ხუთი ან ექვსი სცენის მომზადებისას არ გამოდის. ამიტომ სიუჟეტები იცვლება, როდესაც გარდაიქმნება სცენარად.[9]“
|
შეწყვეტა
რედაქტირება1997 წლიდან 2012 წლის შუა პერიოდამდე ლუკასი ხშირად ამბობდა, რომ გაგრძელების ტრილოგიაზე მუშაობას არ აპირებდა და არც სხვას მისცემდა ამის უფლებას.[10][11][12][13][14] ამის სხვადასხვა განმარტება ჰქონდა.
1997 წელს, „სპეციალური გამოცემის“ პრესკონფერენციაზე ლუკასმა განაცხადა: „ყველა მეუბნებოდა - „პირველი სამი ფილმის გაგრძელებას გადაიღებ?“ მაგრამ ამ ამბების სცენარები არ მქონდა. საინტერესო მხოლოდ ის იქნებოდა, რომ ნამდვილად სახალისო იქნებოდა, თუკი მსახიობებს დავაბრუნებდი 60-70 წლის ასაკში და მათ შესახებ ფილმებს გადავიღებდი.“[10] Star Wars Insider-ის 1997 წლის გამოცემიდან: „ამბავი შედგებოდა ექვსი ეპიზოდისგან...თუკი ამის გარდა სხვებსაც გავაკეთებდი, ეს ხელოვნური იქნებოდა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - „საინტერესო იქნებოდა ლუკის შესახებ რამის შექმნა“. ეს იქნებოდა არა ძირითადი ამბის ნაწილი, არამედ გაგრძელება“.[11]
1999 წლის თებერვალში Vanity Fair-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯორჯი ამბობდა: „როდესაც დაინახავთ, რომ ექვსი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს, მიხვდებით. ეს ნამდვილად მეექვსი ნაწილით მთავრდება. შემდგომში გაგრძელება არასოდეს მქონდა ჩაფიქრებული“.[15][16] 2002 წლის მაისში, „კლონების შეტევის“ მსოფლიო გამოსვლამდე და III ეპიზოდის სცენარზე მუშაობის პერიოდში, ინტერნეტში გავრცელდა ხმები VII, VIII და IX ეპიზოდების გამოსვლის შესახებ.[17] პასუხად ლუკასმა განაცხადა, რომ ასეთი ეპიზოდები არ იქნებოდა, ვინაიდან აუცილებელია განვითარება:
„„საკუთარ ფილმებზე ვიმუშავებ. მაქვს რაღაც ჩანაფიქრები, მაგრამ ეს არ იქნება პოპულარული ფილმები, ფინანსური კუთხით წარმატებული ვერ იქნება. ამ (ბლოკბასტერული) ფილმებით ისეთი შემოსავალი მივიღე, რომ შემიძლია შემოქმედებითად ისეთი რამ შევქმნა, რასაც ვერ შევქმნიდი - ან თუ ისინი ოფიციალურად გამოვა – მხოლოდ შეზღუდული სახით, ვინაიდან ეს არ არის მასობრივი გასართობი ფილმები. ბევრი რამის გაკეთება მსურს. მინდა სერიალი, რამდენიმე ტელეფილმი, ძირითადად ისტორიული ხასიათის.“[17]“
|
ჯორჯმა აგრეთვე აღნიშნა: „საგა საბოლოოდ შედგება 6 ფილმისგან, 12 საათიანი ამბავი იქნება. ამის შემდეგ ყველას შეუძლია მათი ერთად ხილვა, როგორც ჩაფიქრებულია.“[17] 2008 წელს, მას შემდეგ, რაც გამოსული იყო ექვსივე ფილმი, მან განაცხადა: „ეს ფილმები იყო ენეკინ და ლუკ სკაიუოკერებზე. როდესაც ლუკი გადაარჩენს გალაქტიკას და იბრუნებს მამას, ამბავიც მთავრდება“.[18]
1999 წელს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა „ფარულ საფრთხეს“, ლუკასმა ისაუბრა „ცხრაწლიან კონტრაქტზე“, რომლის ფარგლებში „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიას შექმნიდა.[19] 2002 წელს მან განაცხადა: „სინამდვილეში, ვიხუმრე, როდესაც ვთქვი, რომ ჰარისონს და კერის 70 წლის ასაკში კვლავ გადავიღებდი. მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი იმას, რასაც ახლა ვხვდები - მარტო ის კი არ არის, რომ 70 წლის იქნებოდნენ, არამედ ისიც, რომ მეც ამ ასაკის ვიქნებოდი“.[20] 2007 წელს ლუკასმა ამ ასაკში ფილმებზე მუშაობა აღწერა როგორც „ჩანაფიქრი, რომელიც თავის დროზე სასიამოვნოდ ჟღერდა, მაგრამ ამჟამად ასეთი რეალური არ ჩანს“. მისი თქმით, დაუფიქრებელი კომენტარები, რომლებიც ადრე გაუკეთებია, შეცდომით იქნა აღქმული როგორც სერიოზული განცხადებები.[21]
1999 წელს, როდესაც ჰკითხეს, გადაიღებდა თუ არა რომელიმე სხვა რეჟისორი შემდეგ ფილმებს, ლუკასმა განაცხადა: „ალბათ, არა. ეს ჩემი საქმეა“[15][16] 2008 წელს, ინტერვიუში Total Film-თან მან გამორიცხა, რომ რომელიმე სხვა ფილმებს გადაიღებდა. როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა, თუკი ვინმე ფილმებს გადაიღებდა, როდესაც იგი აღარ იქნებოდა ცოცხალი, ჯორჯმა უპასუხა: „გარკვევით განვაცხადე, რომ მეტი ფილმი არ უნდა იყოს. ნამდვილად არ იქნება ეპიზოდები VII-IX. იმიტომ, რომ მეტი იქ არაფერი ხდება. ანუ, ასეთი ჩანაფიქრი არ მქონია. უკვე არსებობს რომანები, რომლებიც აღწერენ მოვლენებს VI ეპიზოდის შემდეგ, რაც ნამდვილად არ არის ის, თუ როგორ მოვექცეოდი მე. „ვარსკვლავური ომების“ ამბავი ნამდვილად არის დართ ვეიდერის ტრაგედია. ეს არის მთელი ამბავი. მას შემდეგ, რაც იგი კვდება, აღარ ცოცხლდება, იმპერატორის კლონი არ წარმოიშობა და ლუკიც არ ქორწინდება...“[22]
წარმოება
რედაქტირებაამბის შემუშავება
რედაქტირებაჯორჯ ლუკასის ადრეული მონახაზები
რედაქტირება1980-იანებში, V ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ლუკასმა დაწერა რეზიუმეები შემდგომი ეპიზოდებისთვის (VI-IX). დეილ პოლოკი, მისი ბიოგრაფი, 2012 წლის ინტერვიუში ახსენებს, რომ 1980-იანებში, როდესაც ჯორჯის ბიოგრაფიას იკვლევდა, რეჟისორმა ნება დართო, გადაეხედა 12 დაგეგმილი ფილმის სიუჟეტისთვის, კონფიდენციალურობის დაცვით.[23] 1980-იანებში არსებულ ჩანაფიქრებზე პოლოკი ამბობდა:
- სამი ყველაზე ამაღელვებელი ამბავი იყო 7, 8 და 9. იქ იყო უფრო მეტი მოქმედება, ძალიან საინტერესო ახალი სამყაროები, ახალი პერსონაჟები. მახსოვს, როგორ ვიფიქრე: „მინდა, ვიხილო ეს სამი ფილმი“.
- ფილმები შემდეგ სერიაში ლუკ სკაიუოკერი იქნებოდა 30-40 წლის.
- Disney-მ ალბათ გამოიყენა ლუკასის იდეები გაგრძელების ტრილოგიისთვის. „ნაწილობრივ ხომ მან სწორედ ეს შეიძინა.“[23]
პოლოკის ასეთი, პირობითი აღწერის გარდა, ინფორმაცია 1980-იანების ვერსიების შესახებ არ არსებობს. ჩანაფიქრი შეიცვალა V ეპიზოდის შემდეგ. საბოლოოდ, გამოუყენებელი შემდეგი ტრილოგიის ელემენტების დიდი ნაწილი შევიდა VI ეპიზოდში. ასეთი იყო:
- ლუკ სკაიუოკერის სურვილი, ყოფილიყო მთავარი ჯედაი.
- „ლუკის და“, ჩაფიქრებული როგორც ახალი პერსონაჟი (უნდა გამოჩენილიყო VIII ეპიზოდში).
- იმპერატორის პირველი გამოჩენა და ლუკის მასთან საბოლოო დაპირისპირება. ორივე მოვლენა ასევე შევიდა VI ეპიზოდში. ლუკასის ჩანაფიქრით, თავდაპირველად ეს უნდა მომხდარიყო IX ეპიზოდში, მაგრამ, კვლავ, სცენარზე მუშაობისას ბევრი რამ შეიცვალა.[4][5][24]
ჯორჯ ლუკასის მონახაზები: VII ეპიზოდი და შემდგომ
რედაქტირებაშემდეგი 35 წლის განმავლობაში ლუკასს სცენარების გამოუყენებელი ელემენტების შესახებ რამე მინიშნება არ გაუკეთებია. გამოუყენებელი სიუჟეტური განვითარებები მოყვარულებს ათწლეულების განმავლობაში იზიდავდნენ, ვინაიდან ბევრი რამე ორიგინალური ტრილოგიის დასრულების შემდეგ ნათელი არ ყოფილა და ამიტომ, თაყვანისმცემლები ელოდნენ, რომ მათ მომავალ სცენარებში გამოიყენებდნენ. ლუკასმა გააკეთა მინიშნება შემდეგ დეტალებზე:
- ეპიზოდი VII უნდა დაწყებულიყო „ჯედაის დაბრუნებიდან“ 20 (ან 30-40) წლის შემდეგ.[7][25]
- R2-D2 და C-3PO კვლავ გამოჩნდებოდნენ შემდეგ ფილმებშიც (როგორც ლუკასი 1980-1983 წლებში ამტკიცებდა) - სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით.[7][26][27]
- ახალ ტრილოგიაში აღდგებოდა გალაქტიკური რესპუბლიკა (1980 წლის ინტერვიუს თანახმად).[28]
- „ეს საგის, ხალხთა ჯგუფის, ოჯახის ისტორიის მსგავსია“ (ლუკასი 1980 წელს).[7]
- ლუკს ექნებოდა რომანტიკული ურთიერთობები. (ლუკასი 1988 წელს)[29]
- ტრილოგიის მთავარი თემა შეეხებოდა მორალურ და ფილოსოფიურ პრობლემებს, ისევე, როგორც მორალურ არჩევანსა და სიბრძნეს, რომელიც აუცილებელია სიმართლისა და სიცრუის გასარჩევად, დაპირისპირებას და საკუთარი ცოდნის სხვისთვის გადაცემას (ლუკასი 1983 და 1989 წლებში).[30][31]
- ძირითადი პერსონაჟები, მარკ ჰემილი (ლუკი), ჰარისონ ფორდი (ჰან სოლო) და კერი ფიშერი (პრინცესა ლეია) დაბრუნდებოდნენ და იქნებოდნენ 60 ან 70 წლის ასაკის (ლუკასი 1983 წელს).[10][30]
- IX ეპიზოდში ჰემილი იქნებოდა მოწვეული პერსონაჟი, „როგორც ობი-ვან კენობი, რომელიც ლაზერის ხმლით შემდეგი იმედისათვის ემზადება“ (ჰემილი 2004 წელს).[1]
- „კიდევ ერთი რამ - რაც ლუკს გადახდება შემდგომში - ეს ბევრად მშვენიერია. პატარა წიგნაკი მაქვს, სადაც ამის შესახებ ვწერ. თუკი ნამდვილად ამბიციური ვარ, გავაგრძელებ მუშაობას, რათა აღმოვაჩინო, რა მოუვიდა ლუკს.“ (ლუკასი 1980 წელს).[32]
1990-იანების დასაწყისში ლუკასმა მწერალ ტიმოთი ზანს ნება დართო, დაწერა ვარსკვლავური ომების გაფართოებული სამყაროს სერიის რომანები, რომელთა მოქმედება მიმდინარეობდა ორიგინალური ტრილოგიის შემდეგ. მათ ეწოდა „თრაუნის ტრილოგია“. 1999–2005 წლებში გამოვიდა წინარეისტორიის ტრილოგიის ფილმები და გადაწყდა, რომ საგა ამ ექვსი ფილმით დასრულდებოდა. გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ ლუკასს სურდა გაგრძელების ტრილოგიის იდეისგან დავიწყება, მაგრამ ყოველივე 2010-იანებში შეიცვალა და 2015 წლის მაისისთვის იგი თავად გეგმავდა VII ეპიზოდის გამოშვებას.[33] 2012 წელს ამის შესახებ ზანს ესაუბრნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ გაგრძელების ტრილოგია არ იქნებოდა დაფუძნებული თრაუნის რომანებზე ან გაფართოებულ სამყაროზე. თუმცა, მან აგრეთვე ახსენა, რომ ლუკასის მიერ გაგრძელების გადაღების გეგმების შესახებ წლების წინ იცოდა.[34] (იგი რეჟისორს ესაუბრა 1991 წელს თრაუნის პირველი რომანის გამოქვეყნებამდე).
„თავდაპირველი ჩანაფიქრით, როგორც მივხვდი - თუმცა, ლუკასი ხშირად ცვლიდა გადაწყვეტილებას, ამიტომ, შესაძლოა, ეს ის არ იყოს, რასაც ამჟამად ფიქრობს - მაგრამ მაშინ ჩაფიქრებული იყო, რომ იქნებოდა სამი თაობა. გვაქვს ორიგინალური ტრილოგია, შემდეგ ვუბრუნდებით ლუკის მამას და შევიტყობთ, თუ რა დაემართა და, თუ იქნებოდა მეშვიდე, მერვე ან მეცხრე ფილმი, იგი ლუკის შვილებს შეეხებოდა.[34] “
|
როგორც Lucasfilm-მა გამოაცხადა, გაგრძელების ტრილოგია აგრეთვე ნიშნავდა „ვარსკვლავური ომების“ არსებული სამყაროს ფაქტობრივ დასასრულს, ანუ მაყურებელს აღმოჩენები, მოულოდნელობები ელოდა, ხოლო ფილმების შემქმნელებს – უდიდესი შემოქმედებითი თავისუფლება. ძველი გაფართოებული სამყაროს დიდი ნაწილი კვლავ იარსებებდა „ლეგენდების“ საერთო დასახელებით, რომელიც შეიქმნა, რათა საკუთარ თავში მოექცია ფრენჩაიზის ყველა არაკანონიკური ნაშრომი.[35]
ლუკასის მიერ ჩაფიქრებული გაგრძელების ტრილოგიის დეტალებიდან რამდენიმე ცნობილია. ამას განმარტავს წიგნი Art of Star Wars: The Last Jedi. მის მიხედვით, 2013 წელს, სკაიუოკერის ფერმაზე ლუკასმა გამართა საუბარი ჩანაფიქრის შესახებ. მან აჩვენა ესკიზების დიდი ნაწილი, მათ შორის:
- უფრო ასაკოვანი ლუკ სკაიუოკერი. იგი დასახლდა შორეულ ადგილზე, სადაც ჯედაების ტაძარი კვლავ არსებობდა გალაქტიკური იმპერიის დამარცხების შემდეგ.
- ახალგაზრდა გოგონა, პადავანი ჯედაი სახელად „კირა“ (შემდგომში „რეი“)
- ჯედაების პირველი ტაძრის ზარის ფორმის დიზაინი (ავტორი ჯეიმზ კლაინი). მოგვიანებით ასეთი ფორმის გახდა მთლიანად პლანეტა ეჩ-ტო.
- ლუკ თავდაპირველად კირას წვრთნა არ სურს, მაგრამ ფილმის განმავლობაში გადაწყვეტილებას ცვლის და საბოლოოდ ამეცადინებს.
VII ეპიზოდის იდეები უფრო ახლოს არის რაიან ჯონსონის „უკანასკნელ ჯედაისთან“, ვიდრე ჯეი ჯეი აბრამსის „ძალის გამოღვიძებასთან“. ლუკასის იდეები აბრამსმა 2013 წელს არ გამოიყენა. თავდაპირველად ჯორჯს სურდა, ლუკის ამბავი დასრულებულიყო VII და არა VIII ეპიზოდში.[36]
Disney-ს მიერ Lucasfilm-ის შეძენა
რედაქტირებაDisney-ს მიერ 2012 წელს Lucasfilm-ის შეძენის შესახებ ლუკასმა (რომელსაც ამ დროს გვერდით კეთლინ კენედი, კომპანიის ახალი პრეზიდენტი ეჯდა), განაცხადა: „მითქვამს, რომ მეტს აღარ შევქმნიდი და ეს ასეა, იმიტომ, რომ აღარ შევქმნი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კეითის ამას არ ვანდობ.“[37]
თუმცა, 2015 წელს ჯორჯი აცხადებდა, რომ სურდა VII ეპიზოდის დასრულება, მისი 2015 წლის მაისში გამოშვება და შემდგომში კომპანიის გაყიდვა. მაგრამ, Disney-მ თავად გამოხატა სურვილი და ლუკასმა განაცხადა: „სჯობს, თავიდანვე გავეცალო ამას, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ამოვშლი. დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული.“[38] ორივე სიუჟეტური მონახაზი, დაწერილი 1980-იან და 2010-იან წლებში, გადაეცა Disney-ს თავმჯდომარე ბობ აიგერს იმ დროს, როდესაც Disney-მ Lucasfilm 2012 წელს შეიძინა.[39]
Cinemablend-თან 2014 წლის იანვარში ინტერვიუში, Lucasfilm-ის ანიმაციური ფილმის „საოცარი მაგია“ პრომოკამპანიისას, ჯორჯმა განაცხადა, რომ საბოლოოდ Disney-მ არ გამოიყენა მისი სიუჟეტური ელემენტები, რომლებიც კომპანიას გადასცა სხვა მასალებთან ერთად და გადაწყდა სრულიად ახალი ამბების შემუშავება. „Disney-ს მიერ ჩემგან მიღებულები საბოლოოდ, არ გამოიყენეს. ამიტომ, საკუთარი შეიმუშავეს. ამიტომ, ეს ის არ არის, რაც დავწერე.“[40]
ფილმები
რედაქტირებაფილმი | აშშ-ში გამოსვლის თარიღი | რეჟისორ(ებ)ი | სცენარისტ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება[ა] | 18 დეკემბერი, 2015 | ჯეი ჯეი აბრამსი | ლოურენს კესდენი, ჯეი ჯეი აბრამსი და მაიკლ არნდტი | კეთლინ კენედი, ჯეი ჯეი აბრამსი და ბრაიან ბერკი | გამოვიდა |
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი[ბ] | 15 დეკემბერი, 2017 | რაიან ჯონსონი | კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი | ||
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX | 20 დეკემბერი, 2019[41] | ჯეი ჯეი აბრამსი[42] | ჯეი ჯეი აბრამსი და კრის ტერიო[42] | კეთლინ კენედი, ჯეი ჯეი აბრამსი და მიშელ რეივანი[42] | მზადდება |
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება
რედაქტირება„ძალის გამოღვიძება“, პირველი ფილმი გაგრძელების ტრილოგიაში, აღწერს „ჯედაის დაბრუნებიდან“ 30 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. მისი მთავარი მოქმედი გმირები არიან ჰან სოლო, პრინცესა ლეია, ჩუბაკა, C-3PO და R2-D2, ისევე, როგორც ორიგინალური ტრილოგიის პერსონაჟები.[43][44] „ძალის გამოღვიძება“, ისევე, როგორც შემდეგი ორი ფილმი, ეფუძნება ორიგინალურ სცენარს და არა გაფართოებული სამყაროს რომელიმე სიუჟეტს.[45]
ორიგინალური ტრილოგიის მსახიობთა გუნდს ამ ფილმში შეუერთდნენ დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ოსკარ აიზეკი და ჯონ ბოიეგა. რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, სცენარის თანაავტორია ლოურენს კესდენთან, „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ და „ჯედაის დაბრუნების“ ავტორთან. „ძალის გამოღვიძების“ თავდაპირველი ვერსიების ავტორია მაიკლ არნდტი[46][47][48], თუმცა მის მიერ წარმოდგენილი ყოველი პერსონაჟის განვითარება არ მოსწონდა აბრამსს და Lucasfilm-ის პრეზიდენტ კეთლინ კენედის. ამავე დროს არსებული მკაცრი გრაფიკის და შემოქმედებითი უთანხმოებების გამო არნდტმა დატოვა პროექტი[49][50][51][52] და მას ჯეი ჯეის სიუჟეტური კონცეფციების ძირითად წარმომსახველად ჩაენაცვლა კესდენი.[51][52]
ჯორჯ ლუკასი უნდა ყოფილიყო ადამსის შემოქმედებითი მრჩეველი, თუმცა ფილმის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სინამდვილეში ლუკასს არ სურს რამის ნახვა, სანამ დეკემბერში კინოთეატრში შევა. მანამდე „ვარსკვლავური ომების“ ომით არასოდეს გაოცებულა და აინტერესებდა ამის განცდა.“[39][53][54][55] წარმოების წინა ეტაპი დაიწყო 2012 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო წარმოება – 2014 წლის აპრილში[56]. ფილმი გამოვიდა 2015 წლის 18 დეკემბერს.[57] აშშ-ში მას მიენიჭა PG-13 ტიპის რეიტინგი „სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ძალადობისთვის“[58]. ამრიგად, იგი „სითების შურისძიების“ შემდეგ იყო ფრენჩაიზის მეორე ფილმი, რომელსაც ასეთი რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული (დანარჩენი ხუთი აღნიშნული იყო უბრალოდ PG რეიტინგით).[59]
ფილმი გახდა რეკორდსმენი აშშ-ში სადებიუტო შაბათ-კვირას ბილეთების გაყიდვის მიხედვით – 248 მილიონი აშშ დოლარით (39 მილიონით მეტი, ვიდრე „იურული სამყაროს“ შემთხვევაში და 529 მილიონით მსოფლიო მასშტაბით. ფილმმა დაამყარა ახალი რეკორდი და იქცა პირველ სურათად, რომლის შემოსავალი 12 დღის განმავლობაში აშშ-ში 1 მილიარდიან შემოსავალს გასცდა.[60] ამჟამად ეს არის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა დროის და მსოფლიო მასშტაბით მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი (ინფლაციის გაუთვალისწინებლად).[61]
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი
რედაქტირება2014 წლის 20 ივნისს რაიან ჯონსონი გამოაცხადეს როგორც VIII ეპიზოდის სცენარისტი და რეჟისორი, აგრეთვე IX ეპიზოდის სიუჟეტის ავტორი.[62][63] კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი იყვნენ პროდიუსერები, ხოლო ჯეი ჯეი აბრამსი – აღმასრულებელი პროდიუსერი. სტივ იედლინი არის ფილმის ოპერატორი.[64] 2014 წლის აგვისტოში ჯონსონმა დაადასტურა, რომ ამ ეპიზოსიდ რეჟისორი იქნებოდა.[65]
2015 წლის მარტში ოსკარ აიზეკმა განაცხადა წინა ფილმში განსახიერებული როლის კვლავ შესრულებაზე.[66][67][68] 2015 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ პროექტს უარყოფითი გმირის როლში შეუერთდა ბენისიო დელ ტორო[69][70]. მან მოგვიანებით დაადასტურა მონაწილეობა პროექტში.[71] 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადეს სხვა მსახიობების სახელ-გვარებიც. ესენი იყვნენ გუგუ მბათა-როუ, ტატიანა მასლანი, ჯინა როდრიგესი, ოლივია კუკი და ბენ პაული.[72][73] ჯიმი ვი აირჩიეს R2-D2-ის როლზე, 2016 წლის აგვისტოში გარდაცვლილი კენი ბეიკერის შემდეგ.[74][75]
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია ლონდონთან Pinewood Studios-ში.[76][77] 2015 წლის სექტემბერში. თავდაპირველად გადაღებები, ამინდის კარგი პირობების გამოყენებით, მიმდინარეობდა სკელიგ-მაიკლზე.[78] 2015 წლის ნოემბრის ინტერვიუში Wired-თან აბრამსმა განაცხადა, რომ სცენარზე მუშაობა დასრულებული იყო.[79] 2015 წლის დეკემბერშ ცნობილი გახდა, რომ ჰემილი,[80] აიზეკი,[81] კრისტი[82] და ბოიეგა დაბრუნდნენ პროექტში ლუკ სკაიუოკერის, პო დემერონის, კაპიტან ფაზმას და ფინის როლებში.[83] 2015 წლის 17 დეკემბერს, ლონდონში გამართულ „ძალის გამოღვიძების“ პრემიერაზე კენედიმ გამოაცხადა, რომ მსახიობთა გუნდის დიდი ნაწილი VIII ეპიზოდში დაბრუნდებოდა.[84] 2016 წლის 20 იანვარს Lucasfilm-მა და Disney-მ გამოაცხადეს, რომ ფილმის გამოსვლა გადაიდებოდა 2017 წლის 15 დეკემბრისთვის.[85] ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის თებერვალში.[86] დამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა დუბროვნიკში, 2016 წლის 9–16 მარტს[87][88], ისევე, როგორც ირლანდიაში.[89] ძირითადი გადაღებები დასრულდა 2016 წლის ივლისში.[90][91][92] 2016 წლის 27 დეკემბერს კერი ფიშერი გარდაიცვალა რამდენიმე დღით ადრე მომხდარი გულის შეტევის შედეგად. იმ დროისთვის მან დაასრულა გენერალ ლეია ორგანას მონაწილეობით სცენების გადაღება.[93] 2017 წლის 23 იანვარს დადასტურდა, რომ ფილმი გამოვიდოდა 15 დეკემბერს, ხოლო სახელწოდება იქნებოდა „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[94]
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX
რედაქტირება2014 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ ჯონსონი წერდა IX ეპიზოდის სიუჟეტს[62], თუმცა 2017 წლის აპრილისთვის ცნობილი გახდა, რომ სცენართან შეხება არ ჰქონია.[95]. 2015 წლის აგვისტოში კოლინ ტრევოროუ დაინიშნა ფილმის რეჟისორად.[96] ტრევოროუ, დერეკ კონოლისთან ერთად, მუშაობდა სცენარზე.[97] 2016 წლის 10 თებერვალს Disney-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა გამოაცხადა, რომ ფილმის წარმოების წინა ეტაპი დაიწყო.[86] ოპერატორი ჯონ შვარცმანი გადაღებებისას აპირებს 65 მმ ფირის გამოყენებას.[98] 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მედიასაშუალებებმა გამოაცხადეს, რომ ეპიზოდში კერი ფიშერი კვლავ განასახიერებდა საკუთარ პერსონაჟს.[99][100][101] 2017 წლის იანვარში Lucasfilm-მა დაადასტურა, რომ ფიშერის ასლს ფილმისთვის ციფრულად არ შექმნიდა.[102] კეთლინ კენედიმ 2017 წლის აპრილში დაადასტურა, რომ კერის გმირი არ იქნებოდა ეპიზოდის მონაწილე.[103] 2017 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სცენარზე ხელახლა იმუშავებდა ჯეკ თორნი.[104]
2017 წლის 5 სექტემბერს Lucasfilm-მა გამოაცხადა, რომ ტრევოროუ აღარ იქნებოდა ფილმის რეჟისორი.[105][106] ერთი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აბრამსი დაბრუნდებოდა როგორც რეჟისორი. იგი აგრეთვე მუშაობს სცენარზე კრის ტერიოსთან ერთად, ხოლო ფილმს აწარმოებს მისი კომპანია Bad Robot Productions, კენედის და მიშელ რეივანის თანამონაწილეობით.[42][107]
ძირითადი გადაღებები დაიწყება 2018 წლის ივნისში.[108] ფილმი გამოვა 2019 წლის 20 დეკემბერს, სანაცვლოდ მანამდე დაგეგმილი 24 მაისის.[41][109]
გამოხმაურება
რედაქტირებაკრიტიკოსების და საჯარო გამოხმაურება
რედაქტირებაფილმი | Rotten Tomatoes | Metacritic | CinemaScore |
---|---|---|---|
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება | 93% (378 მიმოხილვა)[110] | 81 (54 მიმოხილვა)[111] | A[112] |
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი | 91% (340 მიმოხილვა)[113] | 86 (54 მიმოხილვა)[114] | A[112] |
საშუალოდ | 92% | 84 | A |
კინოგაქირავება
რედაქტირებაფილმი | აშშ-ში გამოსვლის თარიღი | შემოსავალი კინოგაქირავებიდან | ყველა დროის საერთო პოზიცია | ბიუჯეტი | წყ. | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
აშშ და კანადა | სხვა ტერიტორიები | მსოფლიო | აშშ და კანადა | მსოფლიო | ||||
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება | 18 დეკემბერი, 2015 | მილიონი 936.7 | მილიარდი 1.132 | მილიარდი 2.068 | 1 | 3 | 245 მილიონი | [115] |
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი | 15 დეკემბერი, 2017 | 533.1 მილიონი | 523.3 მილიონი | 1.056 მილიარდი | 7 | 22 | 200 მილიონი | [116][117] |
სულ | 1.469 მილიარდი | 1.655 მილიარდი | 3.124 მილიარდი | 445 მილიონი |
შენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გაგრძელების ტრილოგია ვუკიპედიაში, „ვარსკვლავური ომების“ ვიკიში
- ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VII ძალის გამოღვიძება „ვუკიპედიაში“ , „ვარსკვლავური ომების“ ვიკიში
- „ვარსკვლავური ომების“ ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Mark Hamill talks Star Wars 7, 8 and 9!. Movieweb (September 13, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2014. ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ Scott Chitwood, "Mark Hamill Talks Star Wars Epis. 7, 8, & 9" დაარქივებული 2012-11-06 საიტზე Wayback Machine. , comingsoon.net, September 10, 2004. Retrieved September 15, 2012.
- ↑ George Lucas' Galactic Empire. TIME (March 6, 1978). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 17, 2012. ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ 4.0 4.1 Gary Kurtz Reveals Original Plans for Episodes 1–9. TheForce.Net (May 26, 1999). ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ 5.0 5.1 Ken P., "An Interview with Gary Kurtz", ign.com, November 11, 2002. Retrieved September 15, 2012.
- ↑ Jean Vallely, "The Empire Strikes Back", Rolling Stone, June 12, 1980.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Steranko, "George Lucas", Prevue #42, September–October 1980.
- ↑ Steranko, "Gary Kurtz", Prevue #42 September–October 1980.
- ↑ Kerry O'Quinn. "The George Lucas Saga Chapter 3: 'The Revenge of the Box Office'". Starlog #50, September 1981.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Warren, Bill (1985). „Maker of Myths“. Starlog (#237, April 1997).
- ↑ 11.0 11.1 Star Wars Insider #35, Winter 1997.
- ↑ "Leonard Maltin On-Line Interview with George Lucas", December 1997. Retrieved September 15, 2012.
- ↑ Ebert, Roger (January 20, 2012). „Adventure bails out on history“. Chicago Sun Times. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 18, 2012. ციტირების თარიღი: November 4, 2012.
- ↑ Curtis, Bryan. (January 17, 2012) George Lucas Is Ready to Roll the Credits. New York Times. ციტირების თარიღი: September 9, 2012.
- ↑ 15.0 15.1 "Lucas To End Star Wars Series", Associated Press, January 5, 1999. Retrieved September 15, 2012.
- ↑ 16.0 16.1 No Star Wars sequels, says Lucas. BBC (January 6, 1999). ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ 17.0 17.1 17.2 Darrell Giles (May 11, 2002). „Beyond Star Wars“. The Mercury (Hobart). p. 40.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება); დაიგნორებულია|section=
(დახმარება) - ↑ Boucher, Geoff. (May 7, 2008) George Lucas: 'Star Wars' won't go beyond Darth Vader. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: September 9, 2012.
- ↑ Ian Spelling, "The Man Behind Menace'", Starlog #265, August 1999.
- ↑ Ian Spelling, "Building A Better Empire", Starlog #300, July 2002.
- ↑ Goldman, Eric. (March 5, 2007) George Lucas On the Future of Star Wars. IGN. ციტირების თარიღი: September 16, 2012.
- ↑ Leyland, Matthew. (May 2008) George Lucas. Total Film. ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ 23.0 23.1 Waxman, Sharon. (October 30, 2012) 'Star Wars' 7, 8 and 9 Are 'The Most Exciting,' Says George Lucas Biographer (Exclusive). The Wrap. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
- ↑ Gore, Chris. (March 5, 2000) Gary Kurtz Interview: The Original Star Wars Producer Speaks. Film Threat. ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ "Visionary filmmaker Lucas invents fantasy phenomenon". The Yuma Daily Sun, May 2, 1982.
- ↑ Kerry O'Quinn. "The George Lucas Saga Chapter 1: 'A New View'", Starlog #48, July 1981.
- ↑ Kempley, Rita. (May 27, 1983) A Triumphal 'Return of the Jedi'. The Washington Post. ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ Gerald Clarke. "The Empire Strikes Back!" დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. . Time, May 19, 1980. Retrieved September 26, 2012.
- ↑ Bill Warren. "George Lucas: Father of the Force". Starlog #127, February 1988.
- ↑ 30.0 30.1 Clarke, Gerald; Worrell, Denise. (May 23, 1983) I've Got to Get My Life Back Again. TIME. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 3, 2012. ციტირების თარიღი: September 15, 2012.
- ↑ Denise Worrell. (1989). Icons: Intimate Portraits. Atlantic Monthly. ISBN 0-87113-306-7.
- ↑ Rinzler, J.W.. (October 30, 2012) The Long, Winding, and Shapeshifting Trail to Episodes VII, VIII & IX. StarWars.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2012. ციტირების თარიღი: May 26, 2012.
- ↑ Jagernauth, Kevin. (January 13, 2015) George Lucas Had Originally Planned To Direct ‘Star Wars 7’ For A May 2015 Release. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 15, 2017. ციტირების თარიღი: იანვარი 3, 2018.
- ↑ 34.0 34.1 Breznican, Anthony. (November 2, 2012) 'Star Wars' sequel author Timothy Zahn weighs in on new movie plans – EXCLUSIVE. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 16, 2013. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
- ↑ The Legendary Star Wars Expanded Universe Turns A New Page. StarWars.com (April 25, 2014). ციტირების თარიღი: September 8, 2015.
- ↑ https://screenrant.com/george-lucas-star-wars-sequel-trilogy-story/
- ↑ New Video Series: A Discussion About the Future of Star Wars. StarWars.com (October 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 22, 2013. ციტირების თარიღი: May 25, 2013.
- ↑ Truitt, Brian. (January 12, 2015) Lucas' 'Magic' lives on, at home and on screen. USA Today. ციტირების თარიღი: May 25, 2015.
- ↑ 39.0 39.1 Leonard, Devin. (March 7, 2013) How Disney Bought Lucasfilm—and Its Plans for 'Star Wars'. Bloomberg Businessweek. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
- ↑ How George Lucas' Star Wars 7 Ideas Were Used By Disney. cinemablend.com.
- ↑ 41.0 41.1 Parker, Ryan. (September 12, 2017) J.J. Abrams to Replace Colin Trevorrow as 'Star Wars: Episode IX' Writer and Director. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: September 12, 2017.
- ↑ 42.0 42.1 42.2 42.3 J.J. Abrams To Write And Direct Star Wars: Episode IX. StarWars.com (September 12, 2017). ციტირების თარიღი: September 12, 2017.
- ↑ Star Wars: The Force Awakens 60 Second TV Spot (Official). November 12, 2015. https://www.youtube.com/watch?v=W6HN9soeGa8.
- ↑ Ford, Rebecca. (April 7, 2014) 'Star Wars: Episode VII' Adds Peter Mayhew as Chewbacca (Exclusive). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 10, 2014.
- ↑ Pirrello, Phil (April 25, 2014). „New ‘Star Wars’ Trilogy Has No Ties to Expanded Universe, Lucasfilm Confirms“. TheWrap.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2014. ციტირების თარიღი: April 26, 2014.
- ↑ Dyer, James. Star Wars: The Force Awakens – The Complete History, Part I.
- ↑ Gallagher, Brian. Original Star Wars: The Force Awakens Script Used Luke Very Differently.
- ↑ Breznican, Anthony. (December 20, 2015) Star Wars The Force Awakens: J.J. Abrams explains R2-D2's closing scene.
- ↑ Conover, Stuart. J.J. Abrams Opens Up About Replacing Writer Michael Arndt On ‘Star Wars Episode VII’.
- ↑ Kit, Borys (October 24, 2013). „Writer Michael Arndt Exits 'Star Wars: Episode VII'“ – წარმოდგენილია news.google.com-ის მიერ.
- ↑ 51.0 51.1 Goldberg, Matt. (December 20, 2015) ‘Star Wars: The Force Awakens’ Writers Talk about Previous Versions of the Script.
- ↑ 52.0 52.1 Holslin, Peter. (October 25, 2013) Decoding the 'Star Wars' Writers' Drama. Jann Wenner. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 6, 2017.
- ↑ Rothman, Michael (December 14, 2014). „Why George Lucas Hasn't Seen 'Star Wars: The Force Awakens' Trailer“. ABC News. ციტირების თარიღი: December 14, 2014.
- ↑ Lewis, Hillary (January 19, 2015). „George Lucas Weighs In on 'Star Wars: The Force Awakens' Trailer“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 19, 2015.
- ↑ Report: Mark, Carrie & Harrison To Begin Working On Episode VII In March/April. starwarsunderground.com (January 21, 2014). ციტირების თარიღი: January 21, 2014.
- ↑ Appelo, Tim. (April 5, 2014) Disney Chief Reveals 'Star Wars: VII' Casting Almost Complete, Says Film Is Already Shooting (Video ). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 6, 2014.
- ↑ McNary, Dave. (April 17, 2013) Star Wars Movies Coming in 2015, 2017 and 2019. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2013. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
- ↑ Search Results. filmratings.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-27. ციტირების თარიღი: 2018-01-03.
- ↑ Lussier, Germain. Star Wars: The Force Awakens is Rated PG-13, Which Is Kind Of A Surprise. io9.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-26. ციტირების თარიღი: 2018-01-03.
- ↑ Pallotta, Frank. (December 27, 2015) 'Stars Wars: The Force Awakens' makes $1 billion in a record 12 days. CNNMoney.
- ↑ All Time Domestic Box Office Results.
- ↑ 62.0 62.1 'Star Wars: Episode VIII' Sets Director. The Hollywood Reporter (June 20, 2014). ციტირების თარიღი: June 20, 2014.
- ↑ Fleming, Jr, Mike. (June 20, 2014) UPDATED: ‘Star Wars’ Bombshell! Rian Johnson To Write, Direct Next Two Films. Deadline. ციტირების თარიღი: June 20, 2014.
- ↑ Casting call for 'Star Wars: Episode VIII' lead role. Disney Casting Call. (Disney) (September 11, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2015. ციტირების თარიღი: September 11, 2015.
- ↑ McMillan, Graeme. (August 18, 2014) Rian Johnson Says Next 'Star Wars' Will Have Less CGI, More Practical Effects. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: August 18, 2014.
- ↑ Oscar Isaac Talks 'Star Wars: The Force Awakens' and Going After X-Men's Apocalypse (EXCLUSIVE). Moviefone (March 19, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2015. ციტირების თარიღი: May 12, 2015.
- ↑ McGloin, Mark. (September 3, 2015) Benicio Del Toro Confirms Star Wars Episode VIII. Cosmic Book News.
- ↑ Crossan, Ashley. (September 14, 2015) Benicio Del Toro’s ‘Star Wars: Episode VIII’ Character Might Not Be What You Think. Entertainment Tonight.
- ↑ Sneider, Jeff. (July 20, 2015) 'Star Wars: Episode VIII' Eyes Benicio Del Toro To Play Villain (Exclusive). The Wrap.
- ↑ Seemayer, Zack. (August 13, 2015) Benicio Del Toro Says 'Star Wars' Role 'Looks Like It's Gonna Happen'. ET Online.
- ↑ Auty, Dan. (September 7, 2017) Star Wars Episode 8's Villain to Be Played by Benicio Del Toro. GameSpot.com. ციტირების თარიღი: December 20, 2015.
- ↑ Snieder, Jeff. (September 1, 2015) 'Star Wars: Episode VIII' Shortlist Includes Gina Rodriguez, Tatiana Maslany, Olivia Cooke (Exclusive). The Wrap. ციტირების თარიღი: September 1, 2015.
- ↑ Star Wars News, Disney's Upcoming Slate and More! - Meet The Movie Press (January 8th, 2016). January 8, 2016. https://www.youtube.com/watch?v=vJAr51Ri7rw.
- ↑ cameronkmcewan. (November 16, 2015) Doctor Who actor Jimmy Vee is the new R2-D2 in Star Wars Episode 8 - Metro News. Metro.
- ↑ Little actor Jimmy Vee is Artoo-Detoo in Star Wars: Episode VIII?. Making Star Wars (September 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2015. ციტირების თარიღი: იანვარი 3, 2018.
- ↑ Rahman, Abid. (May 4, 2015) 'Star Wars: Episode VIII' to Shoot at U.K.'s Pinewood. The Hollywood Reporter. (Prometheus Global Media). ციტირების თარიღი: May 4, 2015.
- ↑ Ashurst, Sam. (October 16, 2014) ILM London Launch: Updates on Star Wars Episode VII & Avengers: Age of Ultron. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 16, 2014. ციტირების თარიღი: October 16, 2014.
- ↑ Breznican, Anthony. (September 9, 2015) CORRECTED: Star Wars: Episode VIII will shoot in Ireland this month. Entertainment Weekly. (Entertainment Weekly). ციტირების თარიღი: September 9, 2015.
- ↑ Dadich, Scott. (November 8, 2015) Lucky VII. Wired.
- ↑ Vejvoda, Jim. (September 15, 2015) Mark Hamill Reports to Set of Star Wars: Episode VIII. IGN. ციტირების თარიღი: December 5, 2015.
- ↑ Oscar Isaac Talks 'Star Wars: The Force Awakens' and Going After X-Men's Apocalypse (EXCLUSIVE). Moviefone (March 19, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2015. ციტირების თარიღი: January 9, 2016.
- ↑ Star Wars: Episode VIII: Captain Phasma to Return. Collider (December 4, 2015). ციტირების თარიღი: December 5, 2015.
- ↑ Siegel, Lucas. (December 14, 2015) Two More Actors Confirmed to Return for Star Wars Episode VIII. ComicBook.com. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ Ruby, Jennifer. (December 17, 2015) Star Wars producer Kathleen Kennedy confirms that entire cast will return for eighth film. London Evening Standard. ციტირების თარიღი: December 17, 2015.
- ↑ McClintock, Pamela. (January 20, 2016) 'Star Wars: Episode VIII' Gets New Release. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 20, 2016.
- ↑ 86.0 86.1 Breznican, Anthony. (February 10, 2016) Star Wars: Episode VIII has started filming. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
- ↑ Star Wars Episode VIII Starts Shooting in Dubrovnik This Week. Croatia Week (March 8, 2016). ციტირების თარიღი: March 8, 2016.
- ↑ Harris, David. (March 26, 2016) Star Wars: Episode VIII Filming Update: Luke in a Casino, Poe takes Charge. Dork Side of the Force. ციტირების თარიღი: March 26, 2016.
- ↑ Barrett, David. (March 20, 2016) Star Wars Episode VIII returns to new locations in Ireland. The Telegraph. ციტირების თარიღი: March 20, 2016.
- ↑ Romano, Nick. (July 22, 2016) Star Wars: Episode VIII director Rian Johnson announces end of production. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: July 22, 2016.
- ↑ Nevets, Stephen. (July 11, 2016) 'Star Wars 8' wraps production, Mark Hamill, Anthony Daniels turn to Twitter as Star Wars Celebration 2016 nears. The Global Dispatch. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 12, 2016. ციტირების თარიღი: July 12, 2016.
- ↑ Trivedi, Sachin. (July 12, 2016) 'Star Wars: Episode 8' production update: Filming wraps; Big party in London with cast and crew. International Business Times. ციტირების თარიღი: July 12, 2016.
- ↑ Blankstein, Andrew. (December 27, 2016) 'Star Wars' Actress Carrie Fisher Dies at 60 After Suffering Heart Attack. NBC News. ციტირების თარიღი: December 27, 2016.
- ↑ The Official Title for Star Wars: Episode VIII Revealed. StarWars.com (January 23, 2017). ციტირების თარიღი: January 23, 2017.
- ↑ Johnson, Rian [rianjohnson]. (April 24, 2017) That's old info, I haven't been involved in writing IX.. ციტირების თარიღი: April 25, 2017
- ↑ Rebecca, Ford (August 15, 2015). „'Star Wars: Episode IX' Sets 'Jurassic World' Director Colin Trevorrow to Helm“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: August 16, 2015.
- ↑ J.J. Abrams to Write and Direct Star Wars: Episode IX. StarWars.com (September 12, 2017). ციტირების თარიღი: September 12, 2017.
- ↑ Heuring, David. (September 14, 2016) Blog: Parallax View - John Schwartzman, ASC Discusses Large-Format Optics. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 19, 2016. ციტირების თარიღი: September 21, 2016.
- ↑ Littleton, Cynthia. (December 27, 2016) Carrie Fisher Completed Work on 'Star Wars: Episode VIII' Before Her Death. Variety. ციტირების თარიღი: December 27, 2016.
- ↑ Maresca, Rachel. (December 27, 2016) Carrie Fisher Wrapped Filming on 'Star Wars: Episode VIII': What Does Her Death Mean for 'Episode IX'?. Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: December 27, 2016.
- ↑ How will Carrie Fisher's death affect the Star Wars franchise and will they recast Princess Leia?. Telegraph (December 28, 2016). ციტირების თარიღი: December 29, 2016.
- ↑ Lucasfilm: Carrie Fisher won't be digitally recreated. BBC News (January 14, 2017). ციტირების თარიღი: January 14, 2017.
- ↑ Truitt, Brian. (April 14, 2017) Kathleen Kennedy confirms Carrie Fisher won't be in 'Star Wars: Episode IX'. USA Today. ციტირების თარიღი: April 14, 2017.
- ↑ Kit, Borys. (August 1, 2017) 'Star Wars: Episode IX' Gets a New Writer (Exclusive). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: August 2, 2017.
- ↑ A Statement Regarding Star Wars: Episode IX. StarWars.com (September 5, 2017). ციტირების თარიღი: September 5, 2017.
- ↑ Kit, Borys; Galuppo, Mia. (September 5, 2017) Colin Trevorrow Out as 'Star Wars: Episode IX' director. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: September 5, 2017.
- ↑ Kroll, Justin. (September 12, 2017) J.J. Abrams to Replace Colin Trevorrow as Director of 'Star Wars: Episode IX'. Variety. ციტირების თარიღი: September 12, 2017.
- ↑ Kroll, Justin. (September 12, 2017) ‘Star Wars: Episode IX’ Release Date Moves to December 2019. Variety. ციტირების თარიღი: September 13, 2017.
- ↑ Tambini, Joe (2017-12-19). „Star Wars Episode 9: When is the next Star Wars film coming out?“. Express.co.uk (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-23.
- ↑ Star Wars: The Force Awakens. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: May 19, 2017.
- ↑ Star Wars: The Force Awakens. Metacritic. ციტირების თარიღი: December 31, 2015.
- ↑ 112.0 112.1 Star Wars sequel trilogy CinemaScore. CinemaScore. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 24, 2019. ციტირების თარიღი: December 15, 2017.
- ↑ Star Wars: The Last Jedi (2017). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
- ↑ Star Wars: The Last Jedi (2017). Metacritic. ციტირების თარიღი: December 15, 2017.
- ↑ Star Wars: The Force Awakens (2015). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
- ↑ Star Wars: The Last Jedi (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
- ↑ OK, We Need to Talk About This Controversy with Star Wars: The Last Jedi. Wired (December 18, 2017). ციტირების თარიღი: December 18, 2017.