ენდრიუ „ენდი“ სერკისი[1] (დ. 20 აპრილი, 1964) — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. ის ცნობილია გოლუმის განსახიერებით ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში, რომლისთვისაც მიიღო რამდენიმე ნომინაცია და სატურნის პრემია საუკეთესო მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში (2002). 2005 წელს მან ითამაშა კინგ კონგი პიტერ ჯექსონის ამავე სახელწოდების ფილმში. 2006 წელს გამოსულ ბრიტანულ სატელევიზიო ფილმში, ლონგფორდი, მან შეასრულა ცნობილი ინგლისელი მკვლელის იენ ბრედის როლი, რამაც ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.

ენდი სერკისი
Andy Serkis 2014 WonderCon (cropped).jpg
ენდი სერკისი 2014 წელს
დაბ. სახელი ენდრიუ კლემენტ სერკისი
დაბ. თარიღი 20 აპრილი, 1964 (1964-04-20) (56 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1989 – დღემდე
მეუღლე(ები) ლორეინ ეშბორნი (2002 – დღემდე)

2011 წელს სერკისმა ითამაშა მაიმუნების პლანეტის ფრენჩაიზის ახალ ფილმში, მაიმუნების პლანეტის აღზევება.[2] ის ასევე მიიღებს მონაწილეობას სტივენ სპილბერგის სურათში ტენტენის თავგადასავლები: მარტორქის საიდუმლო, 2012 წელს კი კვლავ განასახიერებს გოლუმს ჯ. რ. რ. ტოლკინის ჰობიტის ეკრანიზაციაში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. SERKIS, Andy. Ftvdb.bfi.org.uk (16 April 2009). ციტირების თარიღი: 12 July 2010.
  2. Andy Serkis Cast in "Rise of the Apes", Total Film, 30 June 2010