„იურული სამყარო“ (ინგლ. Jurassic World) — 2015 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რიგით მეოთხე ნაწილი „იურული პარკის“ სერიიდან, რომლის რეჟისორია კოლინ ტრევოროუ,[6] პროდიუსერები არიან ფრენკ მარშალი[7] და პატრიკ კროული,[8] სცენარი ეკუთვნის რიკ ჯაფას, ამანდა სილვერს, დერეკ კონოლისა და კოლი ტრევოროუს. მონაწილეობენ კრის პრეტი, ბრაის დალას ჰაუარდი,[9] ვინსენტ დ’ონოფრიო, ტაი სიმპკინზი, ნიკ რობინსონი, ომარ სი, ბრედლი დერილ ვონგი და ირფან ხანი.[10]

იურული სამყარო

ფილმის პოსტერი
რეჟისორი კოლინ ტრევოროუ
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება მაიკლ კრაიტონის პერსონაჟებს
ისტორია რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი ჯონ შვარცმანი
მონტაჟი კევინ სტიტი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Universal Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • მაისი 29, 2015 (2015-05-29) (გრან-რექსი)
  • ივნისი 12, 2015 (2015-06-12) (აშშ)
ხანგრძლივობა 124 წუთი[3]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 1.672 მილიარდი აშშ დოლარი[5]

სიუჟეტი მიმდინარეობს „იურული პარკის“ მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ, ცენტრალური ამერიკის გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარზე, სადაც განთავსებულია კლონირებული დინოზავრებით დასახლებული გასართობი პარკი. მოულოდნელად, პარკი გაეხვევა ქაოსში, მას შემდეგ, რაც გენმოდიფიცირებული დინოზავრები თავისუფლდებიან და იწყებენ ადამიანებზე ნადირობას.

კომპანია Universal Pictures-ს ფილმის გადაღებების დაწყება დაგეგმილი ჰქონდა 2004 წელს, ხოლო გამოშვება — 2005 წლის შუა პერიოდში,[11] თუმცა სცენარის ხშირი ცვლილების გამო ფილმზე მუშაობა რამდენიმეჯერ შეწყდა. საბოლოოდ ფილმის გადაღებები დაიწყო 2014 წლის 10 აპრილს ჰონოლულუს ზოოპარკში, ჰავაიზე,[12] ხოლო შემდგომში გაგრძელდა ლუზიანას შტატში. სცენარისტებად მიიწვიეს რიკ ჯაფა, ამანდა სილვერი და დერეკ კონოლი, რეჟისორად აიყვანეს კოლინ ტრევოროუ. დინოზავრების გამოსახულებები შექმნა ვიზუალური ეფექტების კომპანია Industrial Light & Magic-მა.[13]

ფილმზე მუშაობა დასრულდა 2015 წლის 10 მაისს.[14] პრემიერა შედგა 2015 წლის 29 მაისს კინოთეატრ გრან-რექსში, პარიზში. ამავე წლის 10 ივნისიდან ფილმი გამოვიდა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

პროექტს წილად ჰხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მთლიანი რეიტინგი შეადგენს 71% 314 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[15] მას აგრეთვე გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: ჰოლივუდის ფილმების ჯილდო,[16] MTV Movie Awards[17] და სატურნის ჯილდო.[18]

„იურული სამყარო“ ფინანსურად მეტად წარმატებული აღმოჩნდა. ის არის პირველი ფილმი მსოფლიოში, რომლის შემოსავალმა პირველ შაბათ-კვირას 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[19] ხოლო მთლიანმა შემოსავალმა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა[5] და იქცა მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად მსოფლიოში. ის აგრეთვე არის 2015 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და სერიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[20][21]

2015 წლის 29 მაისს ფილმი გამოიცა DVD, Blu-ray და Blu-ray 3D ფორმატში.[22] გამოსვლიდან ერთ კვირაში გაიყიდა Blu-ray და DVD დისკების 3 მილიონი ასლი. პირველ კვირაში ციფრული და ფიზიკური ფორმატების გაყიდვებმა 82 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.[23] 2018 წლის ივლისში გამოვიდა გაგრძელება „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.[24]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Grierson, Tim. (10 ივნისი, 2015) 'Jurassic World': Review. Screen Daily. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2017.
  2. Jurassic World. AFI Catalog of Feature Films. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  3. JURASSIC WORLD (12A). British Board of Film Classification (June 2, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2015.
  4. 2015 Film Study (მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2017.
  5. 5.0 5.1 Jurassic World (2015). Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი, 2017. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2017.
  6. Finn, Natalie. (14 მარტი, 2013) Jurassic Park 4 Gets a Director (Hint: It's Not Steven Spielberg). E! Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2013. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2013.
  7. Sciretta, Peter. (19 ივნისი, 2015) Interview: Producer Frank Marshall Talks 'Jurassic World,' 'Indiana Jones 5,' and 'Back to the Future' გვ. 2–3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2015
  8. Zakarin, Jordan. (14 მარტი, 2013) Colin Trevorrow to Direct 'Jurassic Park 4'. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი, 2014. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2014.
  9. Freydkin, Donna (1 ნოემბერი, 2013). „Ron Howard pictures working with his daughter Bryce“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  10. Cricket ka decline hona bhi chahiye, it is a waste of time: Irrfan Khan. ABP Live. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2014.
  11. McNary, Dave; Diorio, Carl (22 დეკემბერი, 2002). „Early-bird specials“. Variety. ციტირების თარიღი: 2014-12-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. Marshall, Frank. (10 აპრილი, 2014) JURASSIC WORLD lives! First shot: 8:20 am. All is good.. Twitter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2014.
  13. „Phil Tippett reunites with ILM for visual effects on Jurassic World!“. Scified. 13 დეკემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი, 2014. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  14. Sampson, Mike. (9 ივნისი, 2015) Colin Trevorrow on the Three Things Steven Spielberg Said Had to Be in 'Jurassic World'. ScreenCrush.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2016
  15. Jurassic World (2015). Fandango Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2018.
  16. „2015 Honorees“. Hollywood Film Awards. Hollywood Film Awards. 1 ნოემბერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8დეკემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 10 დეკებმერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  17. Bell, Crystal. (8 მარტი, 2016) Here Are Your 2016 MTV Movie Awards Nominees. MTV (MTV Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი, 2016. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2016.
  18. The 42nd Annual Saturn Awards nominations are announced for 2016!. Saturn Awards (24 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2016.
  19. Acuna, Kirsten. (June 14, 2015) 'Jurassic World' is the first movie ever to crack $500 million in its opening weekend. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2018.
  20. Domestic Grosses. Box Office Mojo (Amazon.com). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2015.
  21. 2015 Domestic Grosses. Box Office Mojo (Amazon.com). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2015.
  22. 'Jurassic World' Slated for Disc Oct. 20, Digitally Oct. 1. Questex LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2015.
  23. Brent Lang. (28 ოქტომბერი, 2015) 'Jurassic World' on Pace to Be Year's Best-Selling Home Entertainment Release. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი, 2015. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2015.
  24. Nugent, John (22 ივნისი, 2017). „Jurassic World 2 Title Revealed In First Teaser Poster“. Empire. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)