გვენდოლინ ტრეისი ფილიპა კრისტი (ინგლ. Gwendoline Tracey Philippa Christie,[1] დ. 28 ოქტომბერი, 1978[2]) — ინგლისელი მსახიობი და მოდელი. იგი ცნობილია ბრიენ ტართელის როლის შესრულებით HBO-ის ფანტასტიკურ-დრამატულ სერიალში „სატახტოთა თამაში“ (2012–2019). ის ასევე ასრულებს პირველი ორდენის წევრის, კაპიტანი ფასმას როლს ვარსკვლავური ომების ფილმების სერიაში „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებასა“ (2015) და ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაიში (2017). სატახტოთა თამაშში შესრულებული როლისთვის ის ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე დრამაში საუკეთესო შემსრულებელი ქალის კატეგორიაში.

გვენდოლინ კრისტი

კრისტი სატახტოთა თამაშის ღონისძიებაზე 2019 წელს
მშობლიური სახელი ინგლ. Gwendoline Christie
დაბადების სახელი გვენდოლინ ტრეისი ფილიპა კრისტი[1][2]
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1978 (1978-10-28) (45 წლის)[1][3]
უორთინგი, დასავლეთ სასექსი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის დრამის ცენტრი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2006-დან დღემდე
სიმაღლე 1.91 მეტრი
პარტნიორ(ებ)ი ჯილს დიკონი (2013-დღემდე)

ადრეული წლები რედაქტირება

გვენდოლინ ტრეისი ფილიპა კრისტი დაიბადა უორთინგში, დასავლეთ სასექსში, ინგლისში. მას ჰყავს ორი უფროსი ნახევარძმა.[4] დედამისი დიასახლისი იყო, მამა კი ვაჭრობაით იყო დაკავებული.[1][5] იგი გაიზარდა სოფელ საუთ-დაუნის მახლობლად.[6] კრისტი ბავშვობაში ტანვარჯიშზე დადიოდა, თუმცა ზურგის ტრავმის შემდეგ მსახიობობა დაიწყო.[7] 2002 წლის განმავლობაში ის ბრაიტონში ტანსაცმლის მაღაზიაში მშაობდა.[8]

2005 წელს კრისტმა ლონდონის დრამის თეატში სწავლა დაასრულა.[6] მას უთხრეს, რომ „ის თავისი პროფესიით ვერასდროს იმუშავებს, რადგან ის მსახიობების უმეტესობას საერთოდ არ ჰგავს“. ამ მიზნის განსახორციელებლად მას შთააგონა ტილდა სვინტონის შესრულებამ ფილმში „ორლანდო“. 2017 წლის ინტერვიუში მან ეს გაიხსენა და თქვა: „კარგი, ის ფილმშია, ის განსხვავებულია და ნამდვოლად ოთახის გარეთ არის. სამყაროს არის და ნამდვილად ოთახის გარეთ არის. ... გავაანალიზე და მივხვდი, რომ იქნებ აქ ჩემთვისაც იყოს ადგილი“.[9][10][11]

კარიერა რედაქტირება

2006–2011 რედაქტირება

2002 წელს კრისტის სიმაღლემ მოხიბლა ფოტოგრაფი პოლი ბორლენდი, რომელმაც 2002 წლიდან 2008 წლამდე კრისტი თავისი ფოტოების სერიის მთავარი თემა გახადა. ამ სერიას ფოტოგრაფმა Bunny უწოდა.[8] კრისტის თქმით, ფოტოსესიის შემდეგ გრძნობდა, რომ ფოტოსურათები, რომელშიც იგი ძირითადად შიშველი ჩანს, დაეხმარა მას შეგუებოდა თავის სხეულს და ქალურობას დაპირისპირებოდა. ამასთან, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ძალიან უკვირდა, რომ ამაზე ოდესღაც თანხმობა განაცხადა.[5]

კრისტის მრჩეველი დრამატული სკოლის შემდეგ იყო მსახიობი და ავტორი საიმონ ქალოუ.[6] მისი თეატრალური შესრულებებიდან აღსანიშნავია უილიამ შექსპირის ციმბელინის დადგმა ტომ ჰიდლსტონთან ერთად, სადაც დედოფლის როლს ასრულებდა. მან ასევე შეასრულა მეგ უაილდვუდის როლი სპექტაკლში ტიფანის საუზმე და ასევე ლუციფერი კისტოფერ მარლოს დოქტორ ფაუსტში (2016).[6][12][13][14]

ეკრანზე კრისტი დებიუტი შედგა 2007 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში, სახელწოდებით „დროის ქირურგი“, რომლის ავტორი და რეჟისორია ნათანაელ მელორსი. მისი დებიუტი მხატვრულ ფილმში 2009 წელს შედგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტერი გილიამის ფილმში „ექიმი პარნასუსის ფანტაზია“.[6]

 
კრისტი Calgary Comic Expo-ზე 2015 წელს

„სატახტოთა თამაში“ რედაქტირება

2011 წლის ივლისში, კრისტი შეირჩა მებრძოლ ბრიენ ტართელის როლზე HBO–ს სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ მეორე სეზონში. მისი პერსონაჟი ძალიან მაღალი, დაკუნთული და უბრალო გარეგნობის ქალია. სერიალის ფანებმა პროდიუსერებს კრისტი როლზე პირველივე სეზონიდანვე შესთავაზეს.[15] კრისტიმ განაცხადა, რომ რომანის წაკითხვის შემდეგ ბრიენი მის საყვარელ პერსონაჟად იქცა და მისი როლის შესრულება ძალიან უნდოდა.[7] კასტინგისთვის მოსამზადებლად ის უნისექს ტანსაცმლით გადაადგილდებოდა და რეგულარულად ვარჯიშობდა, რათა მისი კუნთები გაზრდილიყო.[6] სერიალის თანაავტორის, პროდიუსერისა და რომანების ავტორის, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის თქმით, მან პრაქტიკულად დებატების გარეშე მოიპოვა როლი სატესტო შესრულების შემდეგ, სადაც ბრიენისთვის შესაფერისი ტანისამოსით წარსდგა.[16] [17][6][10]

„სატახტოთა თამაშში“ მისი პერსონაჟი პირველად მეორე სეზონის მესამე ეპიზოდში, „What Is Dead May Never Die“-ში გამოჩნდა, რომლის პრემიერაც 2012 წლის 15 აპრილს შედგა.[17] მისმა სადებიუტო გამოსვლამ კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა; ნინა შენ რასტოგიმ შეაქო მისი „მრავლისმეტყველი და ფიზიკური შესრულება“ და აღნიშნა, რომ მისმა სიარულმა, პოზიციამ და მწუხარებამ ეფექტურად გადმოსცა ბრიენის ერთგულება და შესაძლებლობა, რომ გახდეს რაინდი.[18][19] შოუს მესამე სეზონში ბრიანის როლის შესრულებისთვის, კრისტი იყო ნომინირებული 2014 წლის სატურნის ჯილდოზე ტელევიზიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის კატეგორიაში.[20] ის ასევე იყო სამსახიობო ჯგუფის წევრი, რომელიც ხჯერ იყო ნომინირებული კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე მსახიობთა ჯგუფის საუკეთესო შესრულებისთვის დრამატულ სერიალში.[21][22][23][24][25]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

კრისტის სიმაღლეა 1.91 მეტრი.[10][5] როდესაც პატარა იყო, გვენდოლინი ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი მისი სიმაღლის გამო.[26][27]

2013 წლიდან მსახიობი ურთიერთობაშია დიზაინერ ჯილს დიკონთან.[28][29]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Gwendoline Christine, Christie Ventures Ltd; beta.companieshouse.gov.uk/company/08212974/persons-with-significant-control
  2. 2.0 2.1 England and Wales Birth Index 1916–2005. Ancestry.com. ციტირების თარიღი: 5 October 2014
  3. England and Wales Birth Index 1916–2005. Ancestry.com. ციტირების თარიღი: 5 October 2014
  4. http://julia506.rssing.com/chan-13352343/all_p1.html#item14
  5. 5.0 5.1 5.2 McQuoid, Debbie (27 March 2013). „Gwendoline Christie: Natural Born Warrior“. Stylist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 29 March 2013.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 „Game of Thrones: Gwendoline Christie Interview“. 11 April 2012. ციტირების თარიღი: 12 April 2012.
  7. 7.0 7.1 Lash, Jolie (17 April 2012). 'Game of Thrones' – Gwendoline Christie Talks Digging Deep To Play Brienne“. Access Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2018. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  8. 8.0 8.1 Walker, Esther (29 June 2008). „How We Met: Gwendoline Christie & Polly Borland“. The Independent. ციტირების თარიღი: 8 July 2011.
  9. „Top of the Lake: China Girl's Gwendoline Christie tells how she was inspired by Tilda Swinton“. news.com.au. 20 August 2017. ციტირების თარიღი: 5 March 2018.
  10. 10.0 10.1 10.2 „She Slays!“. ვოგი. 9 April 2015. ციტირების თარიღი: 5 March 2018.
  11. „Game of Thrones star Gwendoline Christie owes it to Tilda Swinton“. The Sunday Post. 27 August 2017. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  12. Best, Jason (30 May 2007). „Cymbeline“. The Stage. ციტირების თარიღი: 8 July 2011.
  13. Breakfast at Tiffanys – Theatre Royal Haymarket London – Cast and creative. london-theatreland.co.uk (2014). ციტირების თარიღი: 12 December 2014
  14. Walker, Lynne (16 September 2010). „Doctor Faustus, Royal Exchange Theatre, Manchester“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 8 July 2011.
  15. Hibberd, James. (8 July 2011) 'Game of Thrones' casts fan favorite Brienne. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 8 July 2011
  16. Martin, George R.R.. (7 July 2011) The Maid of Tarth. ციტირების თარიღი: 12 April 2012
  17. 17.0 17.1 Jeffery, Morgan (12 April 2012). 'Game of Thrones' Gwendoline Christie: 'I'm similar to Brienne'. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 12 April 2012.
  18. Shen Rastogi, Nina (16 April 2012). „Game of Thrones Recap: How Do You Sleep?“. Vulture.com. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  19. Shen Rastogi, Nina (8 აპრილი 2012). „TV's best show about women“. Salon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 17 აპრილი 2012.
  20. "Gravity, The Hobbit: The Desolation of Smaug Lead Saturn Awards Noms"
  21. McNary, Dave. (11 December 2013) '12 Years a Slave' Leads SAG Awards with 4 Nominations. Variety. ციტირების თარიღი: 13 December 2013
  22. Nominations for the 20th Annual Screen Actors Guild Awards. ComingSoon.net (11 December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 11 December 2013
  23. Johnson, Zach. SAG Awards 2015: Complete List of Nominations! (10 December 2014). ციტირების თარიღი: 27 January 2018
  24. „SAG Awards Nominations: Complete List“. Variety. 9 December 2015. ციტირების თარიღი: 27 January 2018.
  25. Rubin, Rebecca (13 December 2017). „SAG Award Nominations: Complete List“. Variety. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  26. Gwendoline Christie: 'Games of Thrones helped me overcome body issues'. Belfast Telegraph (12 July 2017). ციტირების თარიღი: 5 March 2018
  27. Warrior woman: How Gwendoline Christie escaped the pressure to fit in. The Sydney Morning Herald (24 November 2017). ციტირების თარიღი: 5 March 2018
  28. Stephens, Brittney. (31 August 2017) Yes, Gwendoline Christie Is in a Relationship – and Her Man Has Royal Connections. PopSugar. PopSugar. ციტირების თარიღი: 7 November 2017
  29. Cronin, Emily. (6 August 2016) Game of Thrones actress Gwendoline Christie talks working with partner Giles Deacon: 'I wear armour and I wear couture – both fascinate me'. ციტირების თარიღი: 14 September 2017