ტომ ჰიდლსტონი
ტომ ჰიდლსტონი (ინგლ. Tom Hiddleston; დ. 9 თებერვალი, 1981) — ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკალური შემსრულებელი. თავდაპირველად გამოდიოდა ლონდონის უესტ-ენდის თეატრის მიერ დადგმულ „ივანოვში“ და „ციმბელინში“. უკანასკნელში განსახიერებული როლისთვის მან მიიღო ლორენს ოლივიეს სახელობის ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალბედა მსახიობმა. აგრეთვე ნომინირებული იყო იგივე ჯილდოზე „ოტელოში“ კასიოს როლისთვის.
ტომ ჰიდლსტონი | |
---|---|
San Diego Comic Con-ზე, 2017 წელს. | |
დაბადების სახელი | ტომას უილიამ ჰიდლსთონი |
დაბადების თარიღი |
9 თებერვალი, 1981 ვესტმინსტერი, ლონდონი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2001–დღემდე |
კინოში პირველად ცნობილი გახდა Marvel-ის კინოსამყაროს პერსონაჟ ლოკის როლის შესრულებით. იგი გამოჩნდა ფილმებში „თორი“ (2011), „შურისმაძიებლები“ (2012), „თორი: ბნელი სამყარო“ (2013) და „თორი: რაგნაროკი“ (2017). 2011 წელს მიიღო Empire-ის ჯილდო საუკეთესო ახალი მსახიობი მამაკაცისთვის და ნომინირებული იყო იგივე BAFTA-ზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2011 | ფ | თორი | Thor | ლოკი |
2011 | ფ | შუაღამე პარიზში | Midnight in Paris | ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი |
2012 | ფ | შურისმაძიებლები | The Avengers | ლოკი |
2013 | ფ | თორი: ბნელი სამყარო | Thor: The Dark World | ლოკი |
2015 | ფ | შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა | Avengers: Age of Ultron | ლოკი |
2017 | ფ | კონგი: თავის ქალის კუნძული | Kong: Skull Island | ჯეიმზ კონრადი |