პოლ კონსტანი
პოლ კონსტანი (ფრანგ. Paul Henri Benjamin Balluet d'Estournelles de Constant, დ. 22 ნოემბერი, 1852 - გ.15 მაისი, 1924) – ფრანგი დიპლომატი და პოლიტიკოსი საერთაშორისო არბიტრაჟის ადვოკატი და ნობელის პრემიის ლაურეტი 1909 წელს.
პოლ კონსტანი | |
---|---|
ფრანგ. Paul Henri Balluet d'Estournelles de Constant | |
დაბადების თარიღი | 22 ნოემბერი, 1852[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ლა-ფლეში[3] |
გარდაცვალების თარიღი | 15 მაისი, 1924[4] [1] [5] [6] [3] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბორდო[3] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[3] |
განათლება | ლუი დიდის ლიცეუმი |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[7] [8] , Prix Thérouanne, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
ბიოფრაფია
რედაქტირებადაიბადა ლა-ფლეშში, სარტში, ლუარის რეგიონში, ძველ არისტოკრატულ ოჯახში, რომელთა გენეალოგია ჯვაროსნებსაც მოიცავდა. ცნობილი რევოლუციური ხანის მწერალი და პოლიტიკოსი ბენჟამინ კონსტანი მისი დიდი ბიძა იყო. სამართლის და აღმოსავლური ენების შესწავლის შემდეგ პარიზში Lycée Louis-le-Grand -ში(ლუი დიდის ლიცეუმში), კონსტანი შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას 1876 წელს.
კონსტანი ადრეულ დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწეოდა მონტენეგროში, ოტომანთა იმპერიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და ტუნისში. 1882 წელს დაბრუნდა პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგადასახადო ბიუროს ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე სამუშაოდ. 1890 წელს დაიკავა საფრანგეთის ელჩის პოზიცია ლონდონში, დიდი როლი ითამაშა კოლონიალური საკითხების გამო, დიდ ბრიტანეთთან ომის აცილებაში. დიპლომატიური სამსახური შეზღუდვით იმედგაცრუებული, 1895 წელს შევიდა პარლამენტში. 1904 წელს პოლ კონსტანმა დაიკავა ადგილი სენატში და მსახურობდა მისი კარიერის ბოლომდე 1924 წლამდე.
როგორც დეპუტატი და სენატორი, კონსტანი აქტიურად ჩაერთო კოლონიალურ საკითხებში, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა მესამე რესპუბლიკის კოლონიალურ პოლიტიკას. მკაცრად აკრიტიკებდა საფრანგეთის კოლონიალურ წესებს მადაგასკარის მიმართ.
ის იყო დრეიფრუსის მომხრე და მხარს უჭერდა ემილ ზოლას ნეშტის პანთეონში დაკრძალვას მონმარტრის სასაფლაოდან.
დაქორწინდა ამერიკელ დეიზი სედვიკ ბერენდზე. ის მუდმივად მოგზაურობდა და წერდა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებაც.
საერთაშორისო მოღვაწეობა
რედაქტირებამიუხედავად კონსტანის არისტოკრატიული წარმომავლობისა, იყო რადიკალური რესპუბლიკელი. მას სწამდა ევროპის კულტურული ხალხების გაერთიანების ევროპის შეერთებული შტატების სახელის ქვეშ. მისი აზრით, საერთაშორისო თემის კარგი ორგანიზება იყო მშვიდობის გარანტი.
მან უბიძგა ენდრიუ კარნეგს, რათა თანხა შეეწირა მშვიდობის სასახლისთვის. პირველ მსოფლიო ომამდე ის მუშაობდა გერმანიის და საფრანგეთის შერიგების საკითხებზე. 1918 წელს მას გერმანიისთვის მხოლოდ მშვიდობა სურს და აკრიტიკებს ვერსალის პოლიტიკას, რაც მისი აზრით ძალიან უხეში იყო. ასევე დიდ იმედს ამყარებს ახალ ერთა ლიგაზე.
კონსტანს მიეწერება საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესება. ის იყო მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი 1900 წლიდან. საფრანგეთის წარმომადგენელი ჰააგის ორივე სამშვიდობო კონფერენციაზე (1898 და 1907).
კონსტანმა დაწერა ისტორიული და პოლიტიკური ნაშრომები და არასტანდარტული დრამატურგიული ნაწარმოებები. მუდმივად აწვდიდა ნაშრომებს გაზეთებს Le Temps, La Revue de Paris, და La Revue des deux mondes.
მემკვიდრეობა
რედაქტირებალა-ფლეშში, მის მშობლიურ ქალაქში, ორი სკოლა ატარებს მის სახელს.
სამართლის ამფითეატრიც მის სახელს ატარებს, ეკონომიკური მეცნიერების და მენეჯმენტის მეინის უნივერსიტეტში (Université du Maine).
მონუმენტი, მისი ბიუსტით, რომელიც პოლ ლანდოვსკის შესრულებულია ასევე მას ეძღვნება და მდებარეობს იაკობინელების მოედანზე (Place des Jacobins 48.0083791°N 0.1999867°E)
ლიტერატურა
რედაქტირება- d’Estournelles de Constant, P.H.B., America and Her Problems, translated from the French by George A. Raper. New York, Macmillan, 1915. (Les États-Unis d’Amérique, Paris, Colin, 1913.)
- d’Estournelles de Constant, P.H.B., La Conciliation internationale: Discours prononcé au Palais de Westminster, à Londres, le 22 juillet 1903. La Flèche, 1904.
- d’Estournelles de Constant, P.H.B., Le Devoir et l’intérêt des États-Unis: Publications de M. d’Estournelles de Constant aux États-Unis. Paris, Delagrave, 1915.
- d’Estournelles de Constant, P.H.B., Woman and the Cause of Peace, translated from the French. New York, American Association for International Conciliation, 1911. (Les Femmes et la paix. Paris, Delagrave, 1910.)
- d’Estournelles de Constant, P.H.B., and David Jayne Hill, The Result of the Second Hague Conference. New York, American Branch of the Association for International Conciliation, 1907.
- Schou, August, Histoire de l’internationalisme III: Du Congrès de Vienne jusqu’à la première guerre mondiale (1914), pp. 458-461. Publications de l’Institut Nobel Norvégien, Tome VIII. Oslo, Aschehoug, 1963.