მთავარი მენიუს გახსნა
Anna Politkovskaja im Gespräch mit Christhard Läpple.jpg

ანა პოლიტკოვსკაია (რუს. Анна Степановна Политковская; დ. 30 აგვისტო, 1958, ნიუ-იორკი ― გ. 7 ოქტომბერი, 2006, მოსკოვი) — რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

ადრეული და პირადი ცხოვრებარედაქტირება

ანა მაზეპა დაიბადა ნიუ-იორკში 1958 წელს, სადაც მისი მშობლები დიპლომატებად მუშაობდნენ. იგი სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტზე, რომელიც 1980 წელს დაამთავრა. დაქორწინდა ალექსანდრე პოლიტკოვსკზე, რომელიც 5 წლით იყო უფროსი და იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა. შეეძინათ ორი შვილი ილია და ვერა. წყვილი ერთმანეთს დაცილდა, მაგრამ ოფიციალურად არ გაყრილან. 1990 წელს პოლიტკოვსკაიამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.

კარიერარედაქტირება

 
ანა პოლიტკოვსკაიას საფლავი მოსკოვში

1982-1993 წლებში მუშაობდა გაზეთებში იზვესტია (Известия) და საჰაერო ტრანსპორტი (Воздушный транспорт). გამომცემლობა პარიტეტში (Паритет) და ხელოვანთა გაერთიანებაში ЭСКАРТ. 1994-1999 წლებში მუშაობდა ობშაია გაზეტაში შემდეგ ნოვი გაზეტაში. 2000 წლის იანვარში პოლიტკოვსკაია მიემგზავრება ჩეჩნეთში რეპორტაჟების გასაკეთებლად. ანიჭებენ პრემიებს Золотое перо России, Добрый поступок — доброе сердце და Золотой гонг-2000.

ავტორია წიგნების: მოგზაურობა ჯოჯოხეთში, ჩეჩნეთის დღიური (Путешествие в ад. Чеченский дневник), მეორე ჩეჩნური(Вторая чеченская), ასევე პუტინის რუსეთი (Putin’s Russia), რომელიც გამოიცა დიდ ბრიტანეთში.

მკვლელობარედაქტირება

პოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს ლიფტში, მოსკოვის ცენტრში, 2006 წლის 7 ოქტომბერს. ცხედართან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი, პირველი ვერსიით პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს.

ჯილდოებირედაქტირება

  • 2000 პრემია Золотое перо России (რუსეთის ოქროს კალამი)
  • 2000 დიპლომი Золотой гонг-2000 (ოქროს გონგი 2000)
  • 2001 პრემია Добрый поступок — доброе сердце (კეთილი საქციელი — კეთილი გული)
  • 2001 პრემია Эмнести Интернэшнл
  • 2002 პრემია За журналистику как поступок (ჟურნალისტიკისთვის როგორც საქციელი), За мужество в журналистике (ჟურნალისტური მამაცობისთვის)
  • 2003 პრემია За журналистику и демократию (ჟურნალისტიკის და დემოკრატიისთვის), Lettre Ulysses Award (ლეტრე ულისეს ჯილდო)
  • 2004 პრემია Улофа Пальме
  • 2005 პრემია Свободы и будущего прессы (პრესისი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის)

გარდაცვალების შემდეგ:

  • 2006 პრემია Зарубежным пресс-клубом Америки (ამერიკის პრეს კლუბი), მედალი Спешите делать добро (იჩქარეთ აკეთოთ სიკეთე) პრემია Международная литературная премия имени Тициано Терцани (ტიციან ტერცანის სახელობის საერთაშორისო პრემია)

ЮНЕСКО (იუნესკო), Премия имени антифашистов Ганса и Софи Шолль (ანტიფასისტების განსა და სოფი შოლის სახელობის პრემია).

  • ასევე დაწესდა ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია

ლიტერატურარედაქტირება


ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: