ვარშავის კინოფესტივალი

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალი (პოლ. Warszawski Międzynarodowy Festiwal Filmowy) — კინოფესტივალი, რომელიც ტარდება 1985 წლიდან ყოველ წელს, ოქტომბრის თვეში, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში.

ვარშავის კინოფესტივალი

ვარშავის 25-ე კინოფესტივალი
მდებარეობა ვარშავა, პოლონეთი
დაარსდა 1985; 39 წლის წინ (1985)
ენა პოლონური
ინგლისური
საიტი ოფიციალური საიტი

დაარსდა კინოკლუბ „Hybrydy“-ის მიერ. 2001 წელს მიიღო კინოპროდიუსერთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის აკრედიტაცია. 2005 წლიდან კინოფესტივალზე გაიცემა კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია საუკეთესო ცენტრალური და დასავლური ევროპული ფილმისათვის. ტრადიციულად ფესტივალი ტარდება ოქტომბრის შუარიცხვებში (2014 წელს მიმდინარეობდა 10-დან 19 ოქტომბრამდე).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება