ბულგარეთის პირველი იმპერია
ბულგარეთის პირველი იმპერია (ბულგ. Първo българско царство, პერვო ბალგარსკო ცარსტვო) — შუა საუკუნეების ბულგარული სახელმწიფო. მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბალკანეთში.
ბულგარეთის პირველი იმპერია Първо българско царство | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ბულგარეთის პირველი იმპერია სიმეონ I-ის დროს, X საუკუნე. | ||||
დედაქალაქი | პლისკა (681–893) პრესლავი (893–972) სკოპიე (972–992) ოჰრიდი (992–1018) | |||
ენა | პროტობულგარული;[1] ბერძნული[2][3][4][5][6](681–893) ძველი საეკლესიო სლავური | |||
რელიგია | ტენგრიანობა, სლავური მითოლოგია (681–864) მართლმადიდებლობა | |||
ფართობი | IX საუკუნე - 575,000 კმ² X საუკუნე - 753,000 კმ² | |||
მოსახლეობა | IX საუკუნეში დაახლოებით 4,000,000. | |||
მმართველობის ფორმა | ავტოკრატია | |||
მონარქი | ||||
- 681–700 | ასპარუხი (პირველი) | |||
- 1018 | პრესიან II (ბოლო) | |||
ისტორია | ||||
- ბულგარების შემოჭრა ბალკანეთში | 681 | |||
- გაქრისტიანება | 864 | |||
- ბიზანტიის მიერ დაპყრობა | 1018 | |||
680 წელს ბულგარებმა ასპარუხის მეთაურობით და სამხრეთ სლავური სახელმწიფოების დახმარებით ბალკანეთიდან განდევნეს ბიზანტიელები და დააარსეს ბულგარეთის პირველი იმპერია. მისი ძლიერების მწვერვალზე სამეფო მოიცავდა ტერიტორიას ბუდაპეშტიდან შავ ზღვამდე და თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე დნეპრიდან ადრიატიკის ზღვამდე. ბულგარების სამეფო ბიზანტიისთვის ჩრდილოეთით მდებარე მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, რის გამოც მათ შორის რამდენიმე ომი მოხდა. მათ შორის ასევე იყო თანამშრომლობის პერიოდებიც, განსაკუთრებით არაბების მიერ კონსტანტინოპოლის ალყის დროს, როდესაც ბულგარეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბების დამარცხებაში.
ბულგარეთის პირველი იმპერია განიცდიდა ბიზანტიური კულტურის ძლიერ გავლენას, რამაც განაპირობა ბულგარეთის გაქრისტიანება 864 წელს. დასავლეთ ბალკანეთში არსებული ავარიის საკაგანოს დაშლის შემდეგ ბულგარეთის ტერიტორიები ჩრდილო-დასავლეთით გაფართოვდა და მის ფარგლებში შუა დუნაის დაბლობიც მოექცა (დღევანდელი უნგრეთი). ბულგარებმა ასევე წარმატებას მიაღწიეს პაჭანიკების, ყივჩაღების და მადიარების წინააღმდეგ.
IX-X საუკუნეებში სიმეონ I-მა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლებში რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია და ქვეყნის საზღვრები მაქსიმმალურად გააფართოვა. ბულგარებმა 917 წელს ახელოსის ბრძოლაში ბიზანტიის არმიის განადგურების შემდეგ 923-924 წლებში კონსტანტინოპოლსაც შემოარტყეს ალყა. ბიზანტიამ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და 1014 წელს ბასილი II-ს მეთაურებით კლიუჩთან ბრძოლაში ბულგარელები სასტიკად დაამარცხეს. 1018 წელს ბოლო ბულგარული ციხე-სიმაგრეებიც დანებდნენ ბიზანტიას და ბულგარეთის პირველმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ის 1185 წელს ბულგარეთის მეორე იმპერიამ ჩაანაცვლა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Andreev, Jordan (1996). The Bulgarian Khans and Tsars (Bulgarian). Abagar. ISBN 954-427-216-X.
- Zlatarski, Vasil N. (1918). Medieval History of the Bulgarian State, Vol I: History of the First Bulgarian Empire, Part I: Age of Hunn-Bulgar Domination (679–852) (Bulgarian). Sofia: Science and Arts Publishers, 2nd Edition (Petar Petrov, Ed.), Zahari Stoyanov Publishers, 4th Edition, 2006. ISBN 954-739-928-4. ციტირების თარიღი: 2014-07-12. დაარქივებული 2014-01-06 საიტზე Wayback Machine. (История на българската държава през средните векове. Том I., История на Първото българско царство. Част I. Епоха на хуно-българското надмощие (679–852), София 1918)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jean W Sedlar, East Central Europe in the Middle Ages, 1000-1500, University of Washington Press, 2011, ISBN 9780295800646, p. 424
- ↑ The barbarian conversion: from paganism to Christianity, Richard A. Fletcher, University of California Press, 1999, ISBN 0-520-21859-0, p. 338
- ↑ A history of the Greek language: from its origins to the present, Francisco Rodríguez Adrados, BRILL, 2005, ISBN 90-04-12835-2, p. 265.
- ↑ Greek East and Latin West: the church, AD 681-1071, St Vladimir's Seminary Press, 2007, ISBN 0-88141-320-8, p. 180.
- ↑ The early medieval Balkans: a critical survey from the sixth to the late twelfth century, John Van Antwerp Fine, University of Michigan Press, 1991, ISBN 0-472-08149-7, p. 106.
- ↑ The other Europe in the Middle Ages: Avars, Bulgars, Khazars, and Cumans, Florin Curta, Roman Kovalev, BRILL, 2008, ISBN 90-04-16389-1, pp. 350-351.