პეტრე სუშკინი

რუსი ზოოლოგი

პეტრე პეტრეს ძე სუშკინი (დ. 27 იანვარი (8 თებერვალი), 1868, ტულა – გ. 17 სექტემბერი, 1928, კისლოვოდსკი) — რუსი ზოოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1923). მიხეილ მენზბირის მოსწავლე. 1889 წელს დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტი. ხარკოვისა (1910-დან) და ტავრიკის (1919-დან) უნივერსიტეტების პროფესორი; 1921 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ და ზოოლოგიურ მუზეუმებში; 1927 წლიდან იყო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ძირითადი შრომები მიუძღვნა ორნითოლოგიას, ზოოგეოგრაფიას, შედარებით ანატომიასა და პალეონტოლოგიას. მრავალრიცხოვანი ექსპედიციების (ბაშკირეთში, ყაზახეთში, სამხრეთ ციმბირის მთებში და სხვ.) შედეგად მდიდარი მასალები შეაგროვა ფრინველთა სისტემატიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიული გავრცელების შესახებ; მის ზოოგეოგრაფიულ განზოგადებებსა და, განსაკუთრებით, მინუსინსკის ქვაბულსა და ალთაიზე მიძღვნილ შრომებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ციმბირის ფაუნის ისტორიის გაგებაში. დეტალურად შეიმუშავა მტაცებელი ფრინველებისა და მთიულასებრთა ოჯახის სისტემატიკა. პალეონტოლოგიური შრომები ძირითადად მიუძღვნა ხმელეთის ხერხემლიანთა ისტორიას, მათი უძველესი წარმომადგენლების შესწავლას (სტეგოცეფალები და თერიოდონტები).[5]

პეტრე სუშკინი
რუს. Пётр Петрович Сушкин
დაბ. თარიღი 27 იანვარი (8 თებერვალი), 1868[1]
დაბ. ადგილი ტულა, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 სექტემბერი, 1928(1928-09-17) (60 წლის)
გარდ. ადგილი კისლოვოდსკი, ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, სსრკ
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
 სსრკ
საქმიანობა ორნითოლოგი, ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი და zoological collector
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერსიტეტი[2] , მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტავრიდის უნივერსიტეტი[2] , Guerrier Courses, Zoological Museum of the Zoological Institute of the Russian Academy of Sciences[2] და Peter I Geological museum
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[2] [3] [1] [4] და Q4465212?[2]
განთქმული მოსწავლეები ბორის შტეგმანი, ბორის ვინოგრადოვი, ლეონიდ პორტენკო, იური ორლოვი, ივანე ეფრემოვი და ვადიმ ვლადიკოვი
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი
  1. 1.0 1.1 Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 https://isaran.ru/?q=ru/person&guid=A9A8CB49-0878-181D-D2FC-EFBAF11AFCB5
  3. Сушкін Пётр Пятровіч // Беларуская энцыклапедыя: У 18 т. Т. 15: Следавікі — ТрыоМінск: Беларуская Энцыклапедыя імя Петруся Броўкі, 2002. — გვ. 300. — 552 გვრ. — ISBN 985-11-0251-2
  4. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  5. Сушкин Пётр Петрович // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 480.