თერიოდონტები (ლათ. Theriodontia) — ქვეწარმავლების ამომწყდარი ზერიგი თერომორფების ქვეკლასისა. ცნობილია გვიანი პერმულიდან შუა თურულამდე. თერიოდონტები ძუძუმწოვრების წინაპრებია და მათთან მრავალი საერთო ნიშანი აქვთ: მკაფიოდ დიფერენცირებული კბილები (საჭრელი, ეშვები და ძირითადი), მეორეული სასა, რამდენადმე დამოკლებული სახი ქალა, კიდურების შედარებით ვერტიკალური ორიენტირება და სხვა. თერიოდონტების ყველაზე პროგრესული ჯგუფია ცინოდონტები, რომლებიც შესაძლოა ძუძუმწოვრების უშუალო წინაპრებიც იყვნენ. თერიოდონტებს ეკუთვნიან აგრეთვე გორგონოპიები, ევთერიოდონტები, თეროცეფალები და იქტიდოზურები და სხვა. თერიოდონტების ნაშთები განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ აფრიკასა და ყოფილი სსრკ-ის ევროპულ ნაწილში.

თერიოდონტი

ლიტერატურა

რედაქტირება