სტეგოცეფალები
სტეგოცეფალები (ლათ. Stegocephalia) — ნამარხი ამფიბიები. ჰქონდათ ქალას მთლიანი სახურავი, უმეტესად ძვლოვანი ფარებით მოფენილი ტანი. ბინადრობდნენ დევონური პერიოდიდან მოყოლებული ტრიასული პერიოდის ჩათვლით. ზოგი სტეგოცეფალები უფრო თანამედროვე ამფიბიებს უახლოვდება, რის გამოც სტეგოცეფალების უმეტეს ნაწილს ლაბირინთოდონტების ზერიგში აერთიანებენ, ხოლო ტერმინ „სტეგოცეფალებს“ აღარ ხმარობენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 558.