ბორის ვინოგრადოვი

რუსი ზოოლოგი

ბორის სტეფანეს ძე ვინოგრადოვი (დ. 25 მარტი (6 აპრილი), 1891, ვოლსკი — გ. 10 ივლისი, 1958, ლენინგრადი) — რუსი ზოოლოგი. დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტი (1918), პეტრე სუშკინის მოსწავლე. 1921–1958 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში; 1932–1953 წლებში ამავდროულად — ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1939 წლიდან პროფესორი, 1945 წლიდან ზოოლოგიის კათედრის გამგე). ძირითადი შრომები მიუძღვნა მღრღნელების მორფოლოგიას, შედარებით ანატომიას, პალეონტოლოგიას, ეკოლოგიასა და ზოოგეოგრაფიას. არის თერიოლოგების ლენინგრადის სკოლის ფუძემდებელი, ამ სკოლისათვის დამახასიათებელია კომპლექსური, ისტორიული მიდგომა ცხოველთა შესწავლისათვის (ცხოველის აგებულების თავისებურებების, ცხოვრების ნირის, საბინადრო გარემოსა და გავრცელების სინთეზი სახეობებს შორის ნათესაური კავშირებისა და ბუნებრივ სისტემაში სახეობათა ჯგუფების მდებარეობის დადგენისა საშუალებას იძლევა).[6]

ბორის ვინოგრადოვი
რუს. Борис Степанович Виноградов
დაბ. თარიღი 25 მარტი (6 აპრილი), 1891
დაბ. ადგილი ვოლსკი[1] [2]
გარდ. თარიღი 10 ივლისი, 1958(1958-07-10)[1] [2] (67 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია სერაფიმოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ზოოლოგი, ecologist[3] , პალეონტოლოგი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი[3]
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი[4] [5]
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი

თხზულებები

რედაქტირება
  • Тушканчики. — М.; Л., 1937.
  • К вопросу о морфологической дивергенции у близких форм млекопитающих // Труды Зоологического института АН СССР. т. 8, вып. 1. — 1946.
  • Грызуны фауны СССР. — М.; Л., 1952. (ი. მ. გრომოვთან ერთად)
  1. 1.0 1.1 1.2 Виноградов Борис Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Биологи. Биографический справочник / под ред. Ф. Н. СерковКиев: Наукова думка, 1984. — С. 135.
  3. 3.0 3.1 3.2 Czech National Authority Database
  4. Бардина С. В. «Работать без единой книги очень трудно»: по материалам писем А.Н. Световидова 1941−1945 гг, "Working without a single book is very difficult:" based on A. N. Svetovidov’s letters from 1941—1945 // Историко-биологические исследования — 2024. — Т. 16, вып. 2. — С. 120–139. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  5. Сытин А. К., Сластунов Д. Д. В.Л. Комаров и авторы «Флоры СССР», Vladimir Komarov and the authors of “Flora of the USSR” // Историко-биологические исследования — 2021. — Т. 13, вып. 1. — С. 24–71. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2021-11002
  6. Виноградов, Борис Степанович // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 349.