პატარა გეზათი
პატარა გეზათი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის თემში.[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 30 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ქოლობნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ პატარა გეზათის მოსახლეობა შეადგენს 211 ადამიანს.[1]
სოფელი | |
---|---|
პატარა გეზათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქოლობანი |
კოორდინატები | 42°12′30″ ჩ. გ. 42°16′37″ ა. გ. / 42.20833° ჩ. გ. 42.27694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 30 მ |
მოსახლეობა | 211 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 707.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.