ოტკრიტიე არენა

სტადიონი რუსეთში

ოტკრიტიე არენა (რუს. „Открытие Арена“) — მრავალფუნქციური სტადიონი რუსეთში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში. სტადიონზე გაიმართა 2017 წლის კონფედერაციის თასი და ის ასევე 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 5 მატჩს უმასპინძლებს[1]. ფიფას მოთხოვნის შესაბამისად კონფედერაციის თასისა[2] და მსოფლიო ჩემპიონატის[3] მსვლელობისას სტადიონის დროებითი სახელწოდება სპარტაკის სტადიონი იქნება. არენა წარმოადგენს მოსკოვის სპარტაკისა და რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანს. სტადიონი გათვლილია 45 360 მაყურებელზე[4].

ოტკრიტიე არენა
სპარტაკის სტადიონი

ოტკრიტიე არენა მოსკოვში
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
კოორდინატები 55°49′04″ ჩ. გ. 37°26′24″ ა. გ. / 55.817861° ჩ. გ. 37.440250° ა. გ. / 55.817861; 37.440250
აშენდა აგვისტო, 2014 (2014-08)
გაიხსნა 5 სექტემბერი, 2014 (2014-09-05)
მესაკუთრე სპარტაკი და ლეონიდ ფედუნი
საფარი ბუნებრივი გაზონი
კონსტრუქციის ღირებულება 14,5 მილიარდი რუბლი ($ 430 მილიონი)
ტევადობა 45 360
გუნდები
სპარტაკი მოსკოვი
რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
 
მოედნის ხედი C ტრიბუნიდან

2006 წლის ნოემბერში ტუშინოს აეროდრომის რაიონში ახალი სტადიონის აშენება გადაწყდა. მშენებლობის დაფინასებას საკუთარ თავზე „სპარტაკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გაერთიანებული სააქციო საზოგადოება ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი იღებდა[5]. 2007 წლის 2 ივნისს სიმბოლური პირველი ქვის ჩადების ცერემონია გაიმართა. მშენებლობის პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა: თავდაპირველად ბიუროკრატიისა და მდებარეობის თავისებურების გამო (მასთან ახლოს მდებარეობს მოსკოვის მეტროს ტაგანსკო-კრასნოპრესნენსკაიას ხაზი), მოგვიანებით მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გამო. თუკი მშენებლობის დასრულების თავდაპირველ ვადებად 2009-2010[6] წელი იყო ნავარაუდევი, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით სტადიონი მხოლოდ პროექტირების სტადიაზე იყო[7]. უფრო მეტიც 2010 წელს სამშენებლო პროექტი კიდევ ერთხელ გადაიხედა, რადგან დამტკიცებული ვარიანტი არქიტექტურის საბჭომ დაიწუნა[8][9]. სტადიონის პროექტი ამერიკულმა კომპანია AECOM-მა შეასრულა[10]. მშენებლობის დაწყებამდე დასრულდა ტაგანსკო-კრასნოპრესნენსკაიას ხაზის მეტროსადგურ სპარტაკის მშენებლობაც, რომელიც 1975 წლიდან დაკონსერვებული იყო.

2013 წლის 19 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ახალ სტადიონს სპონსორის ბანკ ოტკრიტიეს მსგავსად „ოტკრიტიე არენა“ დაერქმეოდა. გარიგებამ 1 მილიარდ 208 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც სტადიონისთვის სახელის 6 წლით შენარჩუნებას გულისხმობს[11].

 
ჩრდილოეთის ტრიბუნასთან დამონტაჟებული ძმები სტაროსტინების მემორიალი

2014 წლის 21 აგვისტოს სტადიონის სახბურთო მინდორთან ახლოს ძმები სტაროსტინების მემორიალი დაიდგა[12]. სტადიონთან ახლოს 24,5 მეტრის სიმაღლის გლადიატორის ძეგლი გაიხსნა (ავტორი — ალექსანდრე რუკავიშნიკოვი)[13][14]. 2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სხვა სახელგანთქმული სპარტაკელების — იგორ ნეტოსა და ნიკიტა სიმონიანის ძეგლების დადგმაც[15]. 2015 წლის 12 ოქტომბერს სტადიონთან ახლოს „სპარტაკისა“ და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის ფიოდორ ჩერენკოვის ბრინჯაოს მემორიალი გაიხსნა[16]. დასავლეთ ტრიბუნის მეოთხე სართულზე გახსნილია კლუბ „სპარტაკის“ დიდების დარბაზი[17].

2014 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა მეტროსადგური სპარტაკი, იმავე დღეს სტადიონი რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულეს[18]. 30 აგვისტოს სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართა (2 ოცწუთიანი ტაიმი), მატჩს 8000-მდე მაყურებელი დაესწრო[19].

 
გლადიატორის ძეგლი სტადიონის შესასვლელთან

2014 წლის 5 სექტემბერს გახსნის მატჩში „სპარტაკმა“ სერბულ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა. მატჩს 37 734 მაყურებელი ესწრებოდა. ახალ სტადიონზე პირველი ბურთი „სპარტაკის“ მცველმა დიმიტრი კომბაროვმა გაიტანა[20].

ახალ სტადიონზე „სპარტაკმა“ პირველ ოფიციალურ მატჩში მოსკოვის ტორპედო 3:1 დაამარცხა (სპოარტაკის მხრიდან 2 გოლი პრომესმა, ხოლო ერთი ხოსე ხურადომ გაიტანა)[21]. წითელ-თეთრების პირველ ოფიციალურ მატჩს 36 058 მაყურებელი დაესწრო[22]. საკუთარ მოედანზე პირველი მარცხი „სპარტაკმა“ 2015 წლის 8 მარტს კრასნოდარის წინააღმდეგ იწვნია (1:3).

2014 წლის 12 ოქტომბერს სტადიონზე პირველი მატჩი რუსეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოლდოვის წინააღმდეგ გამართა. მატჩი 1:1 დასრულდა. რუსეთის მხრიდან ერთადერთი გოლი, პენალტით „სპარტაკის“ თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ გაიტანა.

2017 წლის ფიფას კონფედერაციის თასი

რედაქტირება
თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
18 ივნისი, 2017 21:00   კამერუნი 0–2   ჩილე ჯგუფი B 33,492[23]
21 ივნისი, 2017 18:00   რუსეთი 0–1   პორტუგალია ჯგუფი A 42,759[24]
25 ივნისი, 2017 18:00   ჩილე 1–1   ავსტრალია ჯგუფი B 33,639[25]
2 ივლისი, 2017 15:00   პორტუგალია 2–1 (დ.დ.)   მექსიკა მატჩი მესამე ადგილისათვის 42,659[26]

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

რედაქტირება
თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
16 ივნისი, 2018 16:00   არგენტინა   ისლანდია ჯგუფი D
19 ივნისი, 2018 18:00   პოლონეთი   სენეგალი ჯგუფი H
23 ივნისი, 2018 15:00   ბელგია   ტუნისი ჯგუფი G
27 ივნისი, 2018 21:00   სერბეთი   ბრაზილია ჯგუფი E
3 ივლისი, 2018 21:00 H ჯგუფის გამარჯვებული G ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალი

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება
  1. Спартаковский стадион примет матчи ЧМ-2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-05. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  3. Stadium names for the 2018 FIFA World Cup Russia™ confirmed დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine. . ფიფა.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-25. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  5. „Леонид Федун: строительство стадиона буду финансировать я“. Газета.Ru. 2006-10-31. ციტირების თარიღი: 2017-09-17.
  6. Официальный сайт стадиона ФК «Спартак» Москва. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-23. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  7. Новости клубов. Сайт Российского Футбольного Союза (по материалам «Спорт-Экспресс»). 05.11.2009
  8. «Спартак» не признали болельщики
  9. «Спартак» не признали болельщики :: Новости :: Скульптурный песчаник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-11. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
  10. Никитина, Елена (2015-05-24). „«Проекты всего лишь заморожены, а не полностью отменены»“. Ведомости. ციტირების თარიღი: 2017-09-17.
  11. «СПАРТАК» И «ОТКРЫТИЕ» ЗАКЛЮЧИЛИ СПОНСОРСКОЕ СОГЛАШЕНИЕ. офсайт ФК Спартак (19 февраля 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტირების თარიღი: 2013-02-19.
  12. Памятник братьям Старостиным установлен на стадионе ФК "Спартак". ИТАР-ТАСС (21 августа 2014). ციტირების თარიღი: 2014-08-29.
  13. Возле футбольного стадиона "Спартака" установлена 25-метровая скульптура гладиатора. ИТАР-ТАСС (22 августа 2014). ციტირების თარიღი: 2014-08-29.
  14. Возле стадиона "Спартак" установлена скульптура гладиатора. РИА Новости (21 августа 2014). ციტირების თარიღი: 2014-08-29.
  15. Памятники Симоняну и Старостиным появятся у арены ФК «Спартак» — Федун. Р-Спорт (19 февраля 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 2013-02-19.
  16. „Памятник Федору Черенкову открыт у стадиона "Спартака" в Москве“. ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-05-18.
  17. Экскурсионные туры по «Открытие Арене» и Залу Славы «Спартака». otkritiearena.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-19. ციტირების თარიღი: 2017-05-18.
  18. Владимир Путин посетил стадион «Открытие Арена». Официальный сайт стадиона «Открытие Арена» (27 августа 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-08-29.
  19. „Матч ветеранов «Спартака» на «Открытие Арене». «Красные» победили «Белых»“. Sports.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-09-17.
  20. Чемпионат.СОМ. (05.09.2014) Дмитрий Комбаров стал автором первого гола на новом стадионе «Спартака». Чемпионат.СОМ.
  21. Чемпионат.Ком. (14.09.2014) «Спартак» в матче на «Открытие Арене» обыграл «Торпедо». Чемпионат.Ком.
  22. Чемпионат.Ком. (14.09.2014) «Спартак» — «Торпедо»: матч на «Открытие Арене» посетили 36 058 зрителей. Чемпионат.Ком.
  23. Match report – Group B – Cameroon - Chile (PDF). Fédération Internationale de Football Association (18 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2018.
  24. Match report – Group A – Russia - Portugal (PDF). Fédération Internationale de Football Association (21 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2018.
  25. Match report – Group B – Chile - Australia (PDF). Fédération Internationale de Football Association (25 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2018.
  26. Match report – Match for third place – Portugal - Mexico (PDF). Fédération Internationale de Football Association (2 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2018.