ვიტალი მუტკო (რუს. Вита́лий Лео́нтьевич Мутко́; დ. 8 დეკემბერი, 1958, სტანიცა კურინსკაია, აპშერონსკის რაიონი, კრასნოდარის მხარე, სსრკ) — რუსი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის ხელისუფლების თავმჯდომარის მოადგილე სპორტის, ტურიმზის და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი.

მუტკო 2009 წელს

რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრი (21 მაისი, 2012–19 ოქტომბერი, 2016), სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრი (2008–2012), რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი (2005–2009; 2015–დღ.), სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების საბჭოს ფედერაციის წევრი (2003-2008).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1958 წლის 8 დეკემბერს სტანიცა კურინსკაიაში, კრასნოდარის მხარე. მამამისი იყო მტვირთავი, ხოლო დედა იყო მედაზგე სატყეო სამრწეველო მეურნეობაში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ ცდილობდა ჩარიცხულიყო სამდინარეო სასწავლებელში, თუმცა, ვერ მოახერხა გამოცდების ჩაბარება, რის შემდეგაც ლენინგრადში გაემგზავრა.

1979 წელს გაწევრიანდა სკკპ-ში. 1990 წელს გახდა კიროვის რაიონული საბჭოს დეპუტატი, ხოლო 1991 წელს კიროვის რაიონის ადმინისტრაციის ხემძღვანელიც. 1991 წლის პუტჩის დროს მუტკო ანატოლი სობჩაკის მხარეზე დადგა. 1992 წელს გახდა სანქტ-პეტერბურგის მერის მოადგილე. 1992 წლის ნოემბრიდან სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებიდან იყო საფეხბურთო კლუბი „ზენიტის“ კურატორი, ხოლო 1995 წლის ზაფხულში კლუბის პრეზიდენტი გახდა. მას-მედიის ინფორმაციით, საქალაქო ბიუჯეტიდან 400,000 დოლარს მუტკო კლუბს ურიცხავდა.

1996 წელს სობჩაკი ვლადიმერ იაკოვლევმა შეცვალა, რის გამოც მუტკომ თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც „ზენიტზე“ მუშაობაზე მოახდინა კონცენტრაცია და 2003 წლამდე დარჩა კლუბის დირექტორად.

2001 წლის აგვისტოდან 2003 წლის ოქტომბრამდე მუტკო იკავებდა რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგის პრეზიდენტის პოსტს. 2003 წლის 29 ოქტომბერს ვალენტინა მატვიენკომ მუტკო სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებიდან ფედერაციის საბჭოში წარმომადგენლად დანიშნა. 2005 წლის 2 აპრილს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მუტკო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად დანიშნეს. 2008 წლის 12 მაისს პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მინისტრები დანიშნა. მუტკო სათავეში ჩაუდგა ახლადშექმნილ სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს. პოსტი 2016 წლის 19 ოქტომბრამდე შეინარჩუნა. დღესდღეობით იკავებს რუსეთის ხელისუფლების თავმჯდომარის მოადგილის პოსტს სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში.

დაქორწინებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი.

ინგლისური ენა

რედაქტირება

2010 დეკემბერში ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2018 წლის მსოფლიო თასის მასპინძელს ავლენდნენ, მუტკომ წარმოსთქვა სიტყვა ინგლისურ ენაზე ძლიერი აქცენტით. ისტორიაში მისი გამოსვლა შევიდა სახელით „ლეტ მი სპიკ ფრომ მაი ჰარტ ინ ინგლიშ“ (რუს. лец ми спик фром май харт ин инглиш) და დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტშიც. მუტკოს სიტყვებით, სიტყვებს ორი კვირა იმახსოვრებდა და სახლში რეპეტიციასაც გადიოდა. იგი იხსენებს, რომ ცოლი და შვილები საშინლად იცინოდნენ.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება