ოსმალეთის იმპერიის დასასრული
ოსმალეთის იმპერიის დასასრული (თურქ. Osmanlı İmparatorluğu dağılma dönemi) — უკანასკნელი პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, დაკნინების შემდეგ. იგი იწყება 1908 წელს მე-2 კონსტიტუციურო ეპოქის დაწყებით და სრულდება 1922 წელს, თურქეთის რესპუბლიკის შექმნით.
მე-2 კონსტიტუციური ეპოქა აბდულჰამიდ II-ის მმართველობის პერიოდში დაიწყო. კონსტიტუცია იგივე იყო, რაც პირველი კონსტიტუციური ეპოქის (1874-1876 წწ.) დროს. შედეგად, ოსმალეთის სულთნები სრული ძალაუფლებით აღარ მართავდნენ ქვეყანას და მათ უფლებებს კონსტიტუცია ზღუდავდა.
ოსმალეთის იმპერიის დაღმასვლა უკვე დიდი ხნის წინ იყო დაწყებული და მისი დაშლა უკვე გარდაუვალი იყო. მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა საბოლოოდ დაშალა ოსმალეთის იმპერია. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის გაერთიანებული ძალების მიერ ოკუპირებული იქნა ოსმალეთის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი.
მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში სასტიკად დამარცხდა, არსებობდა გეგმა, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები მისი დარჩენილი ნაწილის დანაწილებას აპირებდნენ. სწორედ აქ გამოჩნდა თურქეთის ეროვნული კონგრესი მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რამაც მოახერხა თურქეთის გადარჩენა.
აბდულჰამიდ II-დან პირველ მსოფლიო ომამდე
რედაქტირებააბდულჰამიდ II
რედაქტირებააბდულჰამიდ II იყო ოსმალეთის იმპერიის დასასრულის პირველი სულთანი. რევოლუციამ მას აიძულა კონსტიტუციური ეპოქის დაბრუნება. კონსტიტუციური ეპოქის დაბრუნების შემდეგ მან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნა ოსმალეთის იმპერიის ტახტი. მის სამეფო კარზე მოხდა აჯანყება და აჯანყებულებმა 1909 წლის 27 აპრილს ოფიციალურად გადააყენეს აბდულჰამიდი და მის მაგივრად ტახტზე მისი ძმა, მეჰმედ V ავიდა.
მეჰმედ V
რედაქტირებამეჰმედ V-ის ტახტზე ყოფნას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ის იმპერიას არ მართავდა და მის მაგივრად ოსმალეთს ფაშები განაგებდნენ. მისი მმართველობის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელშიც ოსმალეთის იმპერია 1914 წლის აგვისტოში ჩაება.
პირველი მსოფლიო ომი
რედაქტირებააღმოსავლეთ ფრონტზე ერთმანეთის წინააღმდეგ გერმანია და რუსეთის იმპერია იბრძოდნენ. ოსმალეთის იმპერიამ გერმანიის მხარე დაიჭირა და მასთან ერთად დაიწყო რუსეთთან ბრძოლა. ოსმალეთის მთავარი მიზანი პირველ მსოფლიო ომში კავკასიაში პოზიციების გამაგრება და შავი ზღვისა და კასპიის ზღვის კონტროლი იყო. პირველად ოსმალეთის არმიამ სომხეთს შეუტია, მაგრამ ცოტა ხანში უკან დაიხია.
1916 წლის დასაწყისში აღმოსავლეთის ფრონტზე უპირატესობა გერმანიისა და ავსტრიის მხარეს აღმოჩნდა. რახან რუსეთის იმპერია და ოსმალეთის იმპერია ერთმანეთის მტრები იყვნენ, ოსმალეთის იმპერიას გერმანიის უპირატესობა ხელს აძლევდა თავისი მიზნების განხორციელებაში.
ივნისში რუსეთის არმიამ შეუტია ავსტრიას. რუსები ავსტრიელებზე ძლიერნი იყვნენ. გერმანელებს კი ყურადღება დასავლეთ ფრონტზე ჰქონდათ გადატანილი და დროულად ვერ აღმოუჩინეს ავსტრიას დახმარება, თუმცა საბოლოოდ, რუსები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდენ. არმია შიმშილის პირას იყო. შედეგად, ოსმალეთის იმპერიისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა.
1917 წლის დასაწყისში ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. გერმანელებმა ხელი შეუწყვეს ვლადიმერ ლენინის რუსეთში დაბრუნებას. ოქტომბერში რუსეთში რევოლუცია მოხდა და ქვეყანა გამოეთიშა ომს. ამის შედეგად, აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანია-რუსეთის ომი დასრულდა.
ამავე წელს, ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის იმპერიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მათ დაიკავეს ბაღდადი, ბაქო და იერუსალიმი. ამავდროულად, ბრიტანელი ოფიცერი თომას ლოურენსი არაბებში პროპაგანდილ მუშაობას აწარმოებდა. მან არაბებში აჯანყების დაწყებას მიაღწია. ოსმალები მიხვდნენ, რომ ვერ ჩაახშობდნენ აჯანყებას და 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადეს.
უკანასკნელი სულთანი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
რედაქტირება1918 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა მეჰმედ V და ტახტი მისმა ძმა მეჰმედ VI-მ დაიკავა.
ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში სასტიკად დამარცხდა. მათი დარჩენილი ნაწილის განაწილება ევროპულ სახელმწიფოებს სურდათ. 1918 წლის 13 ნოემბერს, ბრიტანეთის იმპერიის, საფრანგეთისა და იტალიის არმიების მიერ ოკუპირებული იქნა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი - კონსტანტინოპოლი. ამ მოქმედებით დაიწყო ოსმალეთის დანაწილების გეგმის განხორციელება. თუმცა, პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის არმიაში მონაწილე მუსტაფა ქემალ-ფაშამ საკუთარი ქვეყნის გადარჩენა გადაწყვიტა. მან 1919 წელს თანამოაზრეებთან ერთად თურქეთის ეროვნული კონგრესი დააარსა და გააერთიანა თურქეთის პატრიოტული ძალები. ამ ძალამ ოსმალეთის იმპერია ვერ იხსნა, თუმცა იხსნა თურქეთის რესპუბლიკა. 1919-1922 წლებში მან გაწმინდა ანატოლია და მთელი თურქეთი დაიმორჩილა. დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელს მან ოფიციალურად გადააყენა მეჰმედ VI, ხოლო ოსმანების დინასტიის ყველა წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა და ქვეყნიდან განდევნა. თავად კი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1923 წელს მან მოახერხა სტამბოლის დაბრუნებაც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Albertini, Luigi (2005). The Origins of the War of 1914, volume I. New York: Enigma Books.
- David, Murphy (2008). The Arab Revolt 1916–18 Lawrence sets Arabia Ablaze, 3, Osprey: London. ISBN 978-1-84603-339-1.
- Erickson, Edward (2013). Ottomans and Armenians: A Study in Counterinsurgency. Palgrave Macmillan. ISBN 1137362200.
- Erickson, Edward (2001). Order to Die: A History of the Ottoman Army in the First World War. Palgrave Macmillan. ISBN 0-313-31516-7.
- Erickson, Edward (2003). Defeat in Detail: The Ottoman Army in the Balkans, 1912-1913. Westport: Palgrave Macmillan.
- Finkel, Caroline (2007). Osman's Dream: The History of the Ottoman Empire. Basic Books.
- McDowall, David (1996). A Modern History of the Kurds. London: I.B. Tauris. ISBN 1850436533.
- Nicolle, David (2008). The Ottomans: Empire of Faith. Thalamus Publishing. ISBN 1902886119.
- Fromkin, David (2009). A Peace to End All Peace: The Fall of the Ottoman Empire and the Creation of the Modern Middle East. Macmillan. ISBN 978-0-8050-8809-0.
- Kent, Marian (1996). The Great Powers and the End of the Ottoman Empire. Routledge. ISBN 0714641545.
- Lewis, Bernard (30 August 2001). The Emergence of Modern Turkey, 3, Oxford University Press, USA. ISBN 0-19-513460-5.
- Shaw, Ezel Kural (1977). History of the Ottoman Empire and Modern Turkey. New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-21280-4.
- Ishkanian, Armine (2008). Democracy Building and Civil Society in Post-Soviet Armenia. New York: Routledge. ISBN 978-0-203-92922-3.
- Minahan, James (2002). Encyclopedia of the stateless nations. 1. A - C. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-32109-2. ციტირების თარიღი: 2013-06-01.
- Reynolds, Michael A. (2011). Shattering Empires: The Clash and Collapse of the Ottoman and Russian Empires 1908-1918. Cambridge University Press, გვ. 324. ISBN 0521149169.
- Chatterji, James Nikshoy C. (1973). „Muddle of the Middle East“. Abhinav Publications. ISBN 978-0-391-00304-0. ციტირების თარიღი: 2013-06-01. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - Trumpener, Ulrich (1962). „Turkey's Entry into World War I: An Assessment of Responsibilities“. Journal of Modern History. 34 (4): 369–80. doi:10.1086/239180.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Laçiner, Bal; Bal, Ihsan (2004). „The Ideological And Historical Roots Of Kurdist Movements In Turkey: Ethnicity Demography, Politics“. Nationalism and Ethnic Politics. 10 (3). doi:10.1080/13537110490518282.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)