ედ ო’ბრაიენი

(გადამისამართდა გვერდიდან ო'ბრაიენი, ედ)

ედვარდ „ედ“ ჯონ ო'ბრაიენი (დ. 15 აპრილი, 1968, ოქსფორდი, ინგლისი) — ბრიტანული როკ-ჯგუფ Radiohead-ის რიტმ-გიტარისტი და ბექ-ვოკალისტი.

ედ ო’ბრაიენი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ედვარდ ჯონ ო'ბრაიენი
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1968 (1968-04-15) (56 წლის)
დაბ. ადგილი ოქსფორდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ექსპერიმენტული როკი, ელექტრონული მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალები, პერკუსია, დასარტყმელი საკრავები, სემპლერები, კლავიშებიანი საკრავები, ბას-გიტარა, ფორტეპიანო
აქტიური 1985–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL, TBD
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Stratocaster
Plank ED-1/ED-2
Fender Telecaster
Rickenbacker 360
Gibson ES-335
eBow
საიტი [1]], 7 Worlds Collide, Kay]
ედ ო’ბრაიენი ვიკისაწყობში

ო’ბრაიენი ცნობილია პედლების კოლექციით რომელიც ელექტრონული ეფექტების მისაღწევად გამოიყენება. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფის კონცერტებისას ხმის შორ მანძლიზე მიწვდომისათვის და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ედის გიტარის პარტია სიმღერიდან ამოღებულია, ის პედალს იყენებს ტომ იორკის ვოკალისთვის უჩვეულო ჟღერადობის მისაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ედ ო’ბრაიენის ძირითადი სტატუსი ჯგუფში რითმ-გიტარისტობით განისაზღვრება, ის ხშირად სოლო-პარტიებსაც ასრულებს, როდესაც ჯგუფის წამყვანი გიტარისტი ჯონი გრინვუდი კლავიშებზე, სამოდულაციო სინთეზატორსა და ონდეს მარტონეტზე უკრავს. ედი თვითნასწავლი გიტარისტია და სპეც.განათლება მხოლოდ დოლის გაკვეთილებით აქვს მიღებული. თუმცა Radiohead-ში მისი დრამერობა მხოლოდ ტრეკში “There There” გამოიხატება სადაც ჯონი გრინვუდთან ერთად დამატებითი დოლის პარტიას ასრულებს, ასევე ბი-საიდისთვის “Pearly”.

მართალია ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული მუსიკის შექმნაში, მაგრამ ო’ბრაიენი, ჩვეულებრივ, მონაწილეობას არ იღებს სიმღერების დაწერაში, რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად დასაწყისი ტრეკისა “Go To Sleep”). მანვე შექმნა ბოლო აღმასვლა სიმღერებში “The Bends” და “Street Spirit (Fade Out)“. თუმცა ედი უფრო მუსიკალური ჩარჩოების გაფაროთოებაში თანამონაწილეობს, ცდილობს არაორდინალური ხმის მიღწევაში დაეხმაროს Radiohead-ს. შედეგად, სწორედ ო’ბრაიენმა შექმნა საფინალო აკორდები ტრეკისთვის “Karma Police”, ასევე სიმღერისთვის ”Lucky” (დასაწყისში გამაბრუებელი და სევდიანი მელოდია, მისამღერში თავის უცვლელ ბეკ-ვოკალთან ერთად) და “Treefingers” (აქ ედის გიტარის აკორდები ელექტრონულად გადადის ამბიენთ მუსიკაში). ასევე ო’ბრაიენი ასრულებს გიტარის სოლო-პარტიას ტრეკისთვის “Climbing Up The Walls” და წამყვან გიტარისტად გვევლინება ცოცხალი შესრულებისთვის განუმეორებელ სიმღერაში “Talk Show Host”.

ედი თავად ტომ იორკის ინიციატივით იქნა ჯგუფში მიწვეული, რადგან იორკის თქმით ის რაღაცით ბრიტანელ მომღერალს – მორისეის ჰგავდა. ედ ო’ბრაიენი Radiohead-ის ყველაზე ფოტოგენურ წევრად ითვლება, რომელიც პუბლიკასთან ასევე ყველაზე მეტად გახსნილია. Kid A-ს და Amnesiac-ს სესიების დროს ედი ჯგუფის საიტზე ღია დღიურს აქვეყნებდა, რაც Radiohead-ის ფანებს ექსპერიმენტული ალბომის სიღრმეში ჩახედვის საშუალებას აძლევდა.ამის მიუხედავად ედი არასოდეს გამხდარა სარეკლამო იარაღად Radiohead-ის პოპულარობის გაზრდისათვის. ის უბრალოდ ჯგუფის ყველაზე მაღალი წევრია (6.5 ფუტი სიმაღლის. როდესაც ჯგუფის სხვა წევრები 6 ფუტზე მაღლები არ არიან).

Radiohead-ის გარეთ

რედაქტირება

ედმა თავისი წვლილი შეიტანა ბი-ბი-სი-ს თეატრალური სერიების საუნდრეკისთვის განკუთვნილ პროექტში “Eureka Street” ალბომის Kid A ჩაწერამდე. მან გიტარის პარტია შეასრულა საქველმოქმედო ალბომისთვის “Asian Dub Foundation”; ასევე დაუკრა შინედ ო’კონორთან და ჯგუფებთან “Blowback” და “Enemy of the enemy” ერთად პროექტისთვის ”1000 Mirrors”.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ედის თავის ცოლთან – სუზანასთან (ინგლ. Susan) ორი შვილი – ვაჟი სალვადორი (ინგლ Salvador დაიბადა 2004 წლის იანვარში) და გოგონა (დაიბადა 2006 წლის ბოლოს) ჰყავს. როგორც ცნობილია, ო'ბრაიენი ხანდახან მარიხუანათი იქცვევს თავს და თავის დროზე კანაფის ლეგალიზაციისთვის გამართულ კამპანიასაც უჭერდა მხარს. მიუხედავად ჯგუფის რეჟიმისა – “ჩაწერის დროს არანაირი ნარკოტიკი” – ედმა აღიარა რომ ალბომების Pablo Honey და The Bends ტრეკები მარიხუანას გავლენის ქვეშ ჩაწერა. 2001 წლის დაჯილდოებაზე მან ღიად ისაუბრა თუ როგორ მოიხმარა ჰალუციგენები და დღემდე ჯგუფის ბას-გიტარისტ კოლინ გრინვუდთან ერთად ირწმუნება რომ ორივე ჰალუციგენების გავლენის ქვეშ იყვნენ 2001 წლის გრემის დაჯილდოებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება